მიხაილ სოცკი: „ჩვენ ყველა გამოწვევას გავუმკლავდით!“

მიხაილ სოცკი: „ჩვენ ყველა გამოწვევას გავუმკლავდით!“

access_time2020-12-29 16:03:28

მას შემდეგ, რაც „საქნახშირში“ ახალი მენეჯმენტი მოვიდა, 1 წელი გავიდა. ამ პერიოდში ბევრი რამ შეიცვალა - გაჩერებული საწარმო აუშავდა, განახლდა მოპოვებითი სამუშაოები, განსაკუთრებული რესურსი დაიხარჯა უსაფრთხოების მიმართულებით და რაც მთავარია, შეიცვალა ანაზღაურების სისტემა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ კომპანიის ადმინისტრაცია ყოველთვის მზად არის მოუსმინოს თითოეულ თანამშრომელს და შეიძლება ითქვას, რომ კავშირი დასაქმებულებსა და დამსაქმებლებს შორის სრულად აღდგა. სწორედ მეშახტეების უშუალო ჩართულობით და მათი აზრის გათვალისწინებით განხორციელდა არაერთი მნიშვნელოვანი ცვლილება. 2020 წელს „საქნახშირის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე, მიხაილ სოცკი პოზიტიურად აფასებს:


2019 წლის ოქტომბერში, როდესაც „საქნახშირის“ მმართველობა ჩვენმა კომპანიამ ჩაიბარა, ყველა მომპოვებელი უბანი გაჩერებული იყო, საწარმოში მოპოვებითი სამუშაოები არ მიმდინარეობდა თუმცა, თანამშრომლები სრულად იღებდნენ ხელფასს. ეს მდგომარეობა ჩვენს მოსვლამდე 1 წლის განმავლობაში გრძელდებოდა. არ არსებობდა სამუშაო დისციპლინა, რაიმე პერსპექტივა ან გეგმები. არ იყო მუშაობის, მეტი ნახშირის მოპოვების და მეტი ანაზღაურების მიღების სურვილი. ინფრასტრუქტურა დაძველებული, აღჭურვილობის ტექნიკური მდგომარეობა კი სავალალო გახლდათ. ასეთი მემკვიდრეობა გვერგო 2019 წლის ოქტომბერში. ჩვენ 4 თვის განმავლობაში ვიკლევდით შახტების ტექნიკურ მდგომარეობას, საშტატო განაკვეთს და სახელფასო ფონდს. შედგა კრიზისული გეგმა, რომელიც წარვუდგინეთ სახელმწიფოს. ამის შემდეგ შევედით შახტაში და დავიწყეთ ნახშირის მოპოვება.


რა ცვლილებები განხორციელდა ახალი ხელმძღვანელობის მოსვლის შემდეგ, ბოლო 1 წლის განმავლობაში?


ჩვენ საწარმოს კრიზისურლი მდგომარეობიდან გამოყვანის კონკრეტული გეგმით მოვედით. შახტის ამუშავებასთან ერთად ჩვენმა სპეციალისტებმა მისი კორექტირება ადგილზე არსებული საჭიროებებიდან გამომდინარე დაიწყეს. 4 თვის განმავლობაში გეგმა მთლიანად დამტკიცდა, განვსაზღვრეთ შახტის განვითარების გზები, აუცილებელი ინვესტიციების განხორციელების თანმიმდევრობა და რაც მთავარია, აუცილებელი მიზნებიდან, ამოცანებიდან გამომდინარე შევქმენით ანაზღაურების ახალი სისტემა და ახალი საშტატო განაკვეთი. თავიდან, ჩვენს თანამშრომლებს არ უნდოდათ აღნიშნული ცვლილებების განხორციელება, იყო გაფიცვებიც, თუმცა ეს რთული პერიოდი გავიარეთ. მეშახტეებმა შეძლეს კონცენტრირება და გააზრება, რომ ამ რთულ ეკონომიკურ პირობებში საჭიროა მუშაობა, საკუთარი ძალების მობილიზება, ოჯახებზე და ახლობლებზე ზრუნვა. ისინი მთელი ძალით შეუდგნენ მუშაობას. ზაფხულში 20 სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელშიც მეშახტეები აქტიურად იყვნენ ჩართულები. განვიხილეთ საშტატო განაკვეთისა და ანაზღაურების ახალი სისტემის ინვესტიციის საკითხები, ერთად შევიტანეთ კორექტივები. შედეგად, შახტების განვითარების საერთო გეგმა დამტკიცდა და დაიწყო მისი რეალიზება. ანაზღაურების ახალ სისტემაზე გადასვლის შედეგად გაიზარდა მეშახტეების ხელფასები, შეიცვალა საშტატო განაკვეთი. ახლა კადრების დეფიციტის პრობლემის წინაშე ვდგავართ და ვმუშაობთ მათ შევსებაზე. 2021 წლის გაზაფხულისთვის ამ დეფიციტს აუცილებლად შევავსებთ.


მინდა ხაზი გავუსვა, რომ დიდ ყურადღებას ვამახვილებთ სოციალურ საკითხებზე. აღვნიშნავთ დღესასწაულებს, ვატარებთ სპორტულ-გასართობ ღონისძიებებს (ვირუსის გამო დროებით შევაჩერეთ ღონისძიებები). რეგულარულად გამოდის კორპორატიული გაზეთი, რაც ძალიან კარგი საშუალებაა შახტაში არსებული პრობლემებისა თუ სიახლეების, ასევე ქალაქში მიმდინარე პროცესების განსახილველად.


ყველაზე აქტუალური და მნიშვნელოვანი საკითხი შრომის უსაფრთხოებაა, რა ღონისძიებები გატარდა ამ მიმართულებით?
შრომის უსაფრთხოებას უდიდესი ყურადღება ეთმობა, ამ მიმართულებით დიდი ძალისხმევა იხარჯება. სამუშაო ადგილზე დაუშვებელია ნებისმიერი მცირე დარღვევაც კი, უსაფრთხოების ზომები ყველა თანამშრომლის მიერ 1000 %-ით უნდა იყოს დაცული და კომპანიის ხელმძღვანელობა ამას განსაკუთრებულად აკონტროლებს. თავიდანვე, გერმანელ სპეციალისტებთან ერთად შევისწავლეთ არსებული სიტუაცია, ჩვენს მოსვლამდე მომხდარი უბედური შემთხვევები, გამოვავლინეთ სუსტი ადგილები, რომლებიც გაორმაგებულ ყურადღებას ან კარდინალურ ცვლილებებს საჭიროებდა. ამ ღონისძიებების შედეგად შევცვალეთ შრომის უსაფრთხოების მაკონტროლებლების შტატი. შრომის უსაფრთხოების ტექნიკის მიმართლებით განსაკუთრებული გადამზადება გაიარეს როგორც მაკონტროლებლებმა, ისე შახტის მთელმა პერსონალმა. ინსტრუქტაჟის გავლის შემდეგ ჩააბარეს გამოცდები. ასევე, გავამკაცრეთ კონტროლი ფეთქით სამუშაოების ჩატარებაზე.



რა გაკეთდა შრომითი პირობების გაუმჯობესების კუთხით?


შემუშავდა შრომის ანაზღაურების ახალი სისტემა, რომლის საშუალებითაც ხდება ქვა-ნახშირის მოპოვების გაზრდის სტიმულირება. საწარმოს მუშაობაზე ამან ყველანაირი თვალსაზრისით არსებითი გავლენა იქონია. ეს სისტემა დიფერენცირებულად ესადაგება ყველა პროფესიას. მისი საშუალებით მეშახტეების ანაზღაურება 20-35%-ით გაიზარდა. ასევე, მოხდა აღჭურვილობის მოდერნიზაცია, ახალი აღჭურვილობის შემოტანა, გაკეთდა კაპიტალური რემონტი. ჩვენმა სპეციალისტებმა მოპოვების ახალი სტანდარტი შეიმუშავეს. ორმაგი ძალებით შევუდექით მოპოვების გაძლიერებას და ველოდებით დადებით შედეგებს მოპოვების რაოდენობისა და შრომის უსაფრთხოების მიმართულებით.


წლის მიწურულს, როგორ შეაფასებთ 2020 წელს?


გასული წელი ჩვენთვის დიდი გამოწვევების წელი იყო - ახალ საწარმოში მოვედით, არაერთი პრობლემა და გაურკვევლობა დაგვხვდა, ბევრი საკითხი იყო გადასაწყვეტი. გარდა ამისა, მსოფლიოს მსგავსად, ისეთ პრობლემას შევეჯახეთ, როგორიც არის პანდემია. ორკვირიანი გაჩერების შემდეგ კვლავ ავმუშავდით. ამ პერიოდში თანამშრომლები სრულად იღებდნენ ანაზღაურებას. პერმანენტულად საწარმოში ტარდება კოვიდ ტესტები და მიმდინარეობს თანამშრომლების ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგი. შეიძლება ითქვას, რომ ამ პრობლემას გავუმკლავდით, თუმცა მიუხედავად ამისა, განვითარებულმა მოვლენებმა გარკვეული გავლენა იქონია ჩვენი გეგმების განხორციელებაზე. ამ ბარიერების და რთული გამოწვევების მიუხედავად, საერთო ჯამში, წელმა პოზიტიურად ჩაიარა. ფაქტობრივად ყველა გეგმა და დავალება განვახორციელეთ, რომელიც „საქნახშირში“ მოსვლისას დავსახეთ. გარდა ამისა, პატარ-პატარა ნაბიჯებით მივიწევთ წინ და აღვადგინეთ კონტაქტი ადმინისტრაციასა და შახტის კოლექტივს შორის. ამან დადებითი გავლენა იქონია მოპოვებაზეც და წლის დასაწყისთან შედარებით ნახშირის მოპოვება ორჯერ გაიზარდა. პროდუქციის ხარისხი, რომელსაც ჩვენი გამამდიდრებელი ფაბრიკა გამოიმუშავებს, გადავიდა ახალ საფეხურზე.


როგორია თქვენი გეგმები 2021 წლისთვის?


პირველ რიგში, ჩვენი მთავარი გეგმა არის ის, რომ დავასრულოთ სრული მოდერნიზაციის პროცესი, ბოლომდე მივიყვანოთ ტექნიკური პარკის კაპიტალური სარემონტო სამუშაოები (საშახტო ტრანსპორტის, ამწე მექანიზმების, მომპოვებელი ველების ჩათვლით). ასევე, გვინდა ავამუშაოთ პირველი უბანი, -300 და -275 ჰორიზონტებზე გავიყვანოთ ახალი ველები, განვაახლოთ საველე გვირაბების გაყვანითი სამუშაოები. ახალი წლიდან კი, ჩვენ მიერ გატარებული ღონისძიებების მიზანი მშვიდ მუშაობასა და 30 000 ტონის გარანტირებულ მოპოვებაზე გადასვლაა.


— რა არის საჭირო ამ გეგმების განსახორციელებისა და კომპანიის შეუფერხებელი მუშაობისთვის?


ნებისმიერ საქმეში სტაბილურობა ყველაზე მნიშვნელოვანია. იმისათვის რომ შახტა განვითარდეს, ჩვენი ყველა გეგმა და ინვესტიცია წარმატებით განხორციელდეს, პირველ რიგში საჭიროა, რომ ქვეყანაში სტაბილური პოლიტიკურ-ეკონომიკური მდგომარეობა იყოს და რა თქმა უნდა, დასრულდეს პანდემია.


(NS)






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up