მიწოდების ხარვეზების გამო Ikea ფასებს ზრდის - კომპანია მომავალ წელს უარესს მოელის

მიწოდების ხარვეზების გამო Ikea ფასებს ზრდის - კომპანია მომავალ წელს უარესს მოელის

access_time2021-11-04 13:50:00

შვედური ავეჯის გიგანტი, Ikea ფასების გაზრდას აპირებს, რადგან კომპანიაში პროგნოზირებენ, რომ მიწოდების ჯაჭვის გლობალური შეფერხება მომავალ წელსაც გაგრძელდება. Reuters-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში Ikea-მ წლიური მოგების ვარდნა დააფიქსირა, რის მიზეზადაც ტრანსპორტისა და ნედლეულის მაღალი ხარჯები დაასახელა.

„მომავალ წელს კომპანია ამ ხარჯების ნაწილს თავის მაღაზიებზე გადაანაწილებს, რის გამოც ეს მაღაზიები მომხმარებლებს მეტის გადახდას მოთხოვენს,“ - წერს Reuters.

Ikea Group-მა, რომელსაც შემოსავალი, ძირითადად, ფრენჩაიზებზე თავისი პროდუქციის მიყიდვით შესდის, განაცხადა, რომ სექტემბრამდე პერიოდში გადასახადამდელი წლიური მოგება 16%-ით, 1,7 მლრდ ევრომდე შეუმცირდა, ხოლო პანდემიამდელ, 2019 წელთან შედარებით, მოგება 4%-ით შემცირდა.

„კომპანიის შემოსავლებს ყველაზე დიდი დარტყმა საფინანსო წლის მეორე ნახევარში ტრანსპორტსა და ნედლეულზე ფასების მკვეთრმა ზრდამ მიაყენა. მაღაზიებსა და საწყობებში მარაგის შენარჩუნება ჩვენთვის გამოწვევა იყო. მიწოდების ჯაჭვის შეფერხებამ გამოიწვია პროდუქციის ხელმისაწვდომობის მნიშვნელოვანი ვარდნა, საიდანაც ჯერ არ გამოვსულვართ. ჩვენ ველით, რომ ეს 2022 ფისკალურ წელსაც გაგრძელდება," - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

მთავარი ფინანსური დირექტორის, მარტინ ვან დამის თქმით, მიწოდების ჯაჭვის გლობალური კრიზისისა და ენერგომატარებლებზე მაღალი ფასების შედეგები შესაძლოა, გარკვეული დროით გაგრძელდეს და „2022 წელი შედარებით მეტი გამოწვევით უფრო რთული წელი იყოს.“

Ikea-მ წლის განმავლობაში, სექტემბრამდე საცალო მოვაჭრეებისთვის თავის პროდუქციაზე ფასები არ გაზარდა, მაგრამ კომპანია ახლა უკვე აცხადებს, რომ მიმდინარე ფისკალურ წელს ნედლეულსა და ტრანსპორტირებაზე გარკვეულ დიდ ხარჯებს მაღაზიების მფლობელებს გადააბარებს.

„ამ რთულ პირობებში საცალო ვაჭრობისთვის ფიქსირებული ფასების უზრუნველყოფას ვერ გავაგრძელებთ. ჩვენ, ასევე, 2022 ფისკალური წლის განმავლობაში გაზრდილი ხარჯების მხოლოდ ნაწილის ათვისებას ვგეგმავთ,“ - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.


მარტინ ვან დამი ამბობს, რომ მაღაზიის მფლობელებს ექნებათ გარკვეული თავისუფლება, რათა გადაწყვიტონ, გაზრდიან თუ არა, ან რამდენად გაზრდიან ფასებს მყიდველებისთვის.

ოქტომბრის შუა რიცხვებში Ikea-ს აღმასრულებელი დირექტორი, ჯესპერ ბროდინი აცხადებდა, რომ პორტების გადატვირთულობა მიწოდების პრობლემებს იწვევს.

„ასეთი უწესრიგო ცხოვრება მომავალ წელსაც მოგვიწევს,” - ამბობდა მაშინ ბროდინი.

პროდუქციის დეფიციტთან გასამკლავებლად Ikea იძულებული გახდა, გადაზიდვის დამატებითი საშუალებები შეეძინა.


bpn.ge



თეგები:
Ikea



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up