ორშაბათს გაეროს ჰუმანიტარული საკითხთა კოორდინაციის ოფისის (OCHA) ცნობით, სირიის ჩრდილო-დასავლეთის რეგიონში, რომელიც ორშაბათს დამანგრეველი მიწისძვრით დაზარალდა, 4,1 მილიონი ადამიანი ჰუმანიტარულ დახმარებას საჭიროებს.
CNN - ის ცნობით ამ ადამიანების უმრავლესობა ქალები და ბავშვები არიან, მიწისძვრის დამანგრეველ შედეგთან ერთად სირიის თემები მკაცრი ზამთრის ფონზე ქოლერის გავრცელების საფრთხეს ებრძვიან.
„გაერო და პარტნიორები ადგილზე ინფორმაციის ნაკადის შეზღუდვის ფონზე სიტუაციას აკვირდებიან, ინფრასტრუქტურული ზარალის შეფასება ამ დროისთვის რთულია და გზები გადაკეტილია როგორც თურქეთში, ასევე ჩრდილო-დასავლეთ სირიაში“, - დასძინა OCHA-მ.