მიწის სპორადული რეგისტრაცია 300 ლარი გახდა

მიწის სპორადული რეგისტრაცია 300 ლარი გახდა

access_time2022-02-06 21:00:58

2022 წლიდან მიწის სპორადული რეგისტრაცია ფასიანი გახდა. როგორც საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს, მიწის საკუთრების უფლების რეგისტრაცია 3 თვის ვადაში მოქალაქეს 300 ლარი დაუჯდება.

“სისტემური რეგისტრაციის გეოგრაფიულ არეალში მდებარე მიწის ნაკვეთზე სპორადული რეგისტრაციის ფარგლებში,„მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფისშესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ჟ“ და „რ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულიმართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) ან საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე,საკუთრების უფლების რეგისტრაცია, საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების საკადასტრო მონაცემებისდაზუსტება/ცვლილება − 3 თვის ვადაში − 300 ლარი,” – განუმარტეს “აგროგარემო TV-ს” საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში.

მიწის სისტემური რეგისტრაცია უფასოა. მისი დარეგისტრირების შემთხვევაში პირს სოციალურად დაუცველის სტატუსი არ შეუჩერდება, ანუ სოციალური დახმარების მიღება არ შეუწყდება.

რას ნიშნავს მიწის სისტემური და სპორადული რეგისტრაცია და რა განსხვავებააა მათ შორის?

სისტემური რეგისტრაციის ინიციატორია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოა. ამ შემთხვევში რეგისტრაცია გეგმა–გრაფიკით მიმდინარეობს, საამზომველო სამუშაოებს  საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო აწარმოებს. ის უფასოა.

სპორადული რეგისტრაცია მოქალაქის მიმართვის საფუძველზე იწყება. საამზომველო სამუშაოებსაც მოქალაქე აწარმოებს. ის ფასიანია და 300 ლარი გახდა.

ცნობისთვის, მიწის სისტემური რეგისტრაციის პარალელურად, საჭიროების შემთხვევაში, მოქალაქეებს მიწის სპორადული წესით რეგისტრაციაც შეეძლებათ.


მიწის სისტემური რეგისტრაციის პროგრამა სამ წლიანი პროქტია, რომელიც1 200 000 ჰექტრის აზომვასა და რეგისტრაციას გულისხმობს.  


საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემით,  ბოლო 6 წელიწადში  წარმატებით დარეგისტრირდა 738 483 განაცხადი, რაც დამოუკიდებლობის აღდგენიდან  2016 წლამდე დარეგისტრირებულ ფართობზე სამჯერ მეტია. სწორედ ამიტომ აქამდე მოქმედი მიწის რეგისტრაციის გამარტივებული წესი გახდება ზოგადი წესი და იმოქმედებს უვადოდ.


როგორც სააგენტოში განმარტავენ, დღეს არსებული მდგომარეობით, ქვეყანაში მიწების 1/3 დაურეგისტრირებელია. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო 2024 წლის ბოლომდე ეტაპობრივად უზრუნველყოფს ყველა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სისტემურ რეგისტრაციას.


ავტორი: ბელა გელაშვილი.

წყარო: “აგროგარემო TV” 




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up