მიწის სისტემური რეგისტრაციის საპილოტო პროექტი იწყება

მიწის სისტემური რეგისტრაციის საპილოტო პროექტი იწყება

access_time2017-07-14 10:49:05

მიწის რეგისტრაციის სახელმწიფო რეფორმის მეორე ეტაპის - სისტემური რეგისტრაციის საპილოტო პროექტის ფარგლებში, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლების, მედიატორების, კონტრაქტორი კომპანიისა და რეგიონული ფასილიტატორების დახმარებით, საჯარო რეესტრი რეგისტრაციისათვის საჭირო ყველა პროცედურას თავად განახორციელებს.

 

საჯარო რეესტრის ინფორმაციით, მოქალაქეები, რომლებიც მიწის ნაკვეთებს სათანადო საბუთების არქონის, დოკუმენტებში არსებული ხარვეზების, სამეზობლო დავების, საკადასტრო აზომვითი ნახაზისთვის საჭირო საფასურის თუ სხვა მიზეზების გამო ვერ ირეგისტრირებდნენ, ნაკვეთების რეგისტრაციას უფასოდ, მარტივად და ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე შეძლებენ.

 

"საპილოტო პროექტი გეოგრაფიული მრავალფეროვნების გათვალისწინებით წინასწარ შერჩეულ 12 დასახლებაში: მანგლისში, ჯიმითში, არბოშიკში, არხილოსკალოში, სალხინოში (ვანის მუნიციპალიტეტი), კარალეთში, ზარიძეებში, ვედიდკარში, ლახამულაში, საგურამოში, მზისგულსა და შუახევში განხორციელდება. პროექტით უფასოდაა გათვალისწინებული როგორც მიწის რეგისტრაციის პროცედურა, ისე რეგისტრაციისთვის საჭირო ყველა მომსახურება: უფლების დამადასტურებელი დოკუმენტების მოძიება და აღრიცხვა, საკადასტრო აზომვითი ნახაზის მომზადება, საკადასტრო მონაცემების ცვლილება, საკადასტრო აზომვითი ნახაზის გარეშე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის დაზუსტება, ნოტარიუსის მიერ მხარეთა ხელმოწერის დამოწმება, მოსაზღვრე ნაკვეთების მესაკუთრეებს შორის არსებულ დავების მედიაციის გზით მოგვარება, თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება.


 

მიწის რეგისტრაციის სახელმწიფო რეფორმა 2016 წლის 1 აგვისტოს დაიწყო და ორ ეტაპად ხორციელდება. რეფორმის პირველი ეტაპი - სპორადული რეგისტრაციები, რომლის ფარგლებში საჯარო რეესტრი დოკუმენტაციის მოძიებას და სარეგისტრაციო წარმოებას მოქალაქეთა ინდივიდუალური მომართვის შემდეგ იწყებს, მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს. 180 000-მდე რეგისტრაცია საჯარო რეესტრმა წარმატებით დაასრულა. რეფორმის მეორე ეტაპის - სისტემური რეგისტრაციების საპილოტო პროექტის ფარგლებში კი მიწები წინასწარ შერჩეულ გეოგრაფიულ არეალებში, სისტემურად და პროაქტიულად მოპოვებული და დამუშავებული მონაცემების საფუძველზე დარეგისტრირდება.

 

„ირიგაციისა და მიწის ბაზრის განვითარების" პროექტის მიწის ბაზრის განვითარების კომპონენტს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, მსოფლიო ბანკის ხელშეწყობით ახორციელებს. საპილოტო პროექტი უფლების რეგისტრაციის პროცედურების გამარტივებას, საკუთრების უფლების დაცვას, სისტემური რეგისტრაციის ეროვნული სტრატეგიის შემუშავებასა და ერთიანი სარეგისტრაციო და საკადასტრო ბაზის სრულყოფას ემსახურება", - განმარტავენ საჯარო რეესტრში.




მაჟორიტარი დეპუტატები NDI-ის კვლევის შედეგებზე - 90-იან წლების შემდეგ ჩემს მუნიციპალიტეტში პროგრესი თვალშისაცემია

მაჟორიტარი დეპუტატები  NDI-ის კვლევის შედეგებზე - 90-იან წლების შემდეგ  ჩემს მუნიციპალიტეტში პროგრესი თვალშისაცემია
access_time2019-09-17 19:00:57
გამოკითხულთა 49 % ფიქრობს,  რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება, რაც ბოლო 10 წლის მანძილზე ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. 63% ამბობს, რომ საქართველოს ამჟამინდელი ეკონომიკური მდგომარეობა ცუდია; 84%- ეკონომიკურ პრობლემებზე პასუხისმგებლობას უმთავრესად მთავრობას აკისრებს. 54% ამბობს, რომ გასულ წელს მკურნალობა გადადო, რადგან ფინანსური შესაძლებლობა არ ჰქონდა. 48% -ის თქმით,...

„ომეგა ჯგუფი“ მამუკა ხაზარაძეს პასუხობს

„ომეგა ჯგუფი“ მამუკა ხაზარაძეს პასუხობს
access_time2019-09-17 17:00:35
„ომეგა ჯგუფი“ საზოგადოებრივი მოძრაობა “ლელოს“ დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის მიერ ტელეეთერში გაკეთებულ კომენტართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „ომეგა ჯგუფის” განმარტებით, მამუკა ხაზარაძის განცხადება, რომ 2016 წლის 21 და 22 აპრილს ადგილი არ ჰქონია „ომეგა ჯგუფში“ შემავალი კომპანიების კუთვნილი 4 მილიონი ლარის “თიბისი ბანკიდან” უკანონოდ გაცემას, რასაც შედეგად მოჰყვა აღნიშნული თანხის გამოძალვა, სინამდვილეს არ შეესაბამება და აღნიშნული თანხა არასამუშაო საათებში, საბანკო...

„ცხინვალელი“ ავტომფლობელები ვლადიკავკაზში საპროტესტო აქციებს მართავენ

„ცხინვალელი“ ავტომფლობელები ვლადიკავკაზში საპროტესტო აქციებს მართავენ
access_time2019-09-17 18:00:54
ოსი ავტომფლობელები, რომლებსაც ავტომობილები ჰყავთ ე.წ. „სამრეთ ოსეთის“ ნომრებით, უკვე რამდენიმე დღეა რუსეთში ავტომობილების დროებით შემოყვანის ახალ წესებს აპროტესტებენ. რადენიმე აქცია უკვე ჩატარდა სასაზღვრო პუნქტ ზარამაგთან და ვლადიკავკაზში, ჩრდილოეთ ოსეთის საბაჟოს ოფისთან. რუსეთის მიერ ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარების შემდეგ, ჩრდილოეთ ოსებმა მოიფიქრეს ქვეყანაში მოქმედი ავტომობილების განბაჟების უკიდურესად მაღალი განაკვეთის თავიდან არიდების სქემა - კერძოდ, ისინი...

ოთარ ნადარაია - იპოთეკურ სესხზე 200 ათას ლარიანი ზღვარი შეიძლება, გაიზარდოს, თუმცა დაშვებული უნდა იყოს მულტი სავალუტო დაკრედიტება

ოთარ ნადარაია - იპოთეკურ სესხზე 200 ათას ლარიანი ზღვარი შეიძლება, გაიზარდოს, თუმცა დაშვებული უნდა იყოს მულტი სავალუტო დაკრედიტება
access_time2019-09-17 16:00:04
მარეგულირებელი ჩარჩოს შემოღება აუცილებელი და გარდაუვალი იყო, – ამის შესახებ საბანკო რეგულაციებთან დაკავშირებით „თიბისი ბანკის“ მთავარმა ეკონომისტმა, ოთარ ნადარაიამ განაცხადა. ნადარაიას შეფასებით, უპირველეს ყოვლისა, ეს ეხება 50 პროცენტიან ეფექტურ საპროცენტო ლიმიტს, რადგან განსაკუთრებით არასაბანკო სექტორში, ამან პრობლემური სესხების წილი გაზარდა. „შესაბამისად, ეს გამკაცრება ვფიქრობ, აუცილებელი იყო და ეს საერთო აზრია. გამოიწვია თუ არა ამან საცალო...

ტერიტორიების მორიგი დავა მეზობელ სახელმწიფოსთან - საზღვრის მონაკვეთი, სადაც ხუჯაბის სამონასტრო კომპლექსი მდებარეობს, შესაძლოა, სომხეთს გადაეცეს

ტერიტორიების მორიგი დავა მეზობელ სახელმწიფოსთან - საზღვრის მონაკვეთი, სადაც ხუჯაბის სამონასტრო კომპლექსი მდებარეობს, შესაძლოა, სომხეთს გადაეცეს
access_time2019-09-17 20:00:45
სოციალურ ქსელში დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველო-სომხეთის საზღვრის დამდგენმა კომისიამ მუშაობა დაასრულა და ივერიის ღვთისმშობლის ქართული მონასტერი (ხუჯაბის სამონასტრო კომპლექსი) და მის ირგვლივ მდებარე არპის ნაციონალური ტყე-პარკი სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე ოფიციალურად 1 სექტემბრიდან აღმოჩნდა. ინფორმაციას სოციალური ქსელების მომხმარებლების მხრიდან აღშფოთება მოჰყვა, მიუხედავად იმისა, რომ დაზუსტებული ინფორაცია ან ოფიციალური დოკუმენტი არ...


მსგავსი სიახლეები

up