მიწის შესახებ კანონი, შესაძლოა წინააღმდეგობაში მოდიოდეს ორმხრივ საინვესტიციო ხელშეკრულებებთან

მიწის შესახებ კანონი, შესაძლოა წინააღმდეგობაში მოდიოდეს ორმხრივ საინვესტიციო ხელშეკრულებებთან

access_time2017-10-09 14:51:59

ინვესტორთა საბჭომ მიწის საკუთრებასთან დაკავშირებული სამუშაო ჯგუფის რეკომენდაციები სასოფლო-სამეურნეო მიწის საკუთრებასთან დაკავშირებულ კანონმდებლობაში ცვლილებების შესახებ მთავრობას წარუდგნა. 



საბჭო აღნიშნავს, რომ საკონსტიტუციო ცვლილება შესაძლოა წინააღმდეგობაში მოდიოდეს ორმხრივი ინვესტიციების ხელშეკრულებებთან, რომელიც საქართველოს 30-მდე ქვეყანასთან აქვს გაფორმებული. 



„ხელშეკრულება ამერიკის შეერთებულ შტატებთან (1995), აღნიშნავს, რომ ამერიკელი ინვესტორებისა და კომპანიებისთვის, არ უნდა იყოს უფრო რთული საინვესტიციო პირობები, ვიდრე ეს ქართველებისთვისაა დაწესებული“, - აღნიშნავს, საბჭო. 



თავის მხრივ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა სხდომაზე განმარტა, რომ ყველა ორმხრივი საინვესტიციო ხელშეკრულება და მოწოდებული რეკომენდაციები დეტალურად იქნება შესწავლილი და შედეგი წარედგინება პარლამენტსა და ხელისუფლების წარმომადგენლებს. 



ამასთან, საბჭოს რეკომენდაციაა, რომ ორგანულ კანონში გათვალისწინებული იყოს ჩანაწერილი უკვე არსებული მიწის ფლობასთან დაკავშირებით. „კანონში უნდა ეწეროს, რომ ინვესტორებს, რომლებიც უკვე ფლობენ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებს, შესაძლებლობა ექნებათ ის გადასცენ ან გაყიდონ ნებისმიერ სხვა უცხოელ პირზე. ეს სიგნალს მისცემს ინვესტორებს, რომ ისინი საქართველოში დაცულები არიან. წინააღმდეგ შემთხვევაში ამან შესაძლოა უზარმაზარი ზიანი მიაყენოს საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოსვლას“. 




რაც უფრო დიდ ხანს გაგრძელდება მიწაზე მორატორიუმი, მით უფრო დაზარალდება ქვეყნის საინვესტიციო კლიმატი“, - განაცხადა ინვესტორთა საბჭოზე ამერიკის სავაჭრო პალატის პრეზიდენტმა.

 

 

BM.GE 

 

 



არაექსპლუატირებადი ტერასები, დაუსრულებელი მოაჯირები, გაუქმებულია მწვანე სახურავი- რა სამშენებლო დარღვევები აღმოაჩინა მუნიციპალურმა ინსპექციამ „გალერია თბილისში“

არაექსპლუატირებადი ტერასები, დაუსრულებელი მოაჯირები, გაუქმებულია მწვანე სახურავი- რა სამშენებლო დარღვევები აღმოაჩინა მუნიციპალურმა ინსპექციამ „გალერია თბილისში“
access_time2020-02-24 20:00:17
მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ „გალერია თბილისი“ 4 000 ლარით დააჯარიმა, მიზეზი ის სამშენებლო სამართალდარღვევებია, რომელიც დედაქალაქის მთავრობამ მრავალფუნქციურ სავაჭრო ცენტრში აღმოაჩინა.   სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება მუნიციპალურმა ინსპექციამ გასული წლის 19 ნოემბერს დაიწყო. ოფიციალური დოკუმენტის მიხედვით ირკვევა, რომ ბიძინა ივანიშვილის...

დამსაქმებელთა ასოციაციის და English Book Education-ის ერთობლივ ნეთვორქინგ ღონისძიებას უმასპინძლებენ

დამსაქმებელთა ასოციაციის და English Book Education-ის ერთობლივ ნეთვორქინგ ღონისძიებას უმასპინძლებენ
access_time2020-02-24 14:30:17
ბიზნეს გაერთიანება - საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციისა და English Book Education-ის ორგანიზებით “ნეთვორქინგ” ღონისძიება გაიმართება, რომელსაც 100-მდე კომპანიის წარმომადგენელი დაესწრება. საქართველოში დღითიდღე აქტუალური ხდება TOEIC ტესტი, რომლის ჩაბარებაც 1979 წლიდან აუცილებელი მოთხოვნაა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში საერთაშორისო ორგანიზაციებში თანამშრომლების მისაღებად. ღონისძიების მიზანია, მონაწილეებმა მიიღებენ ინფორმაცია თავიანთი ბიზნეს საქმიანობის სტანდარტების გაუმჯობესების...

რუსეთის დუმის დეპუტატი გენადი ონიშენკო სვირინგების აკრძალვას ითხოვს

რუსეთის დუმის დეპუტატი გენადი ონიშენკო სვირინგების აკრძალვას ითხოვს
access_time2020-02-24 18:30:23
რუსეთის დუმის დეპუტატი,განათლების კომიტეტის მდივანი   გენადი ონიშნეკო  რუსულ რადიოსთან ინტერვიუში სვირინგების საშიშროებაზე ალაპარაკდა. ონიშენკო მიიჩნევს, რომ სვირინგების მიმართ სიყვარული სქესობრივი ჰორმონების სიჭარბეს უკავშირდება. „ეს უფრო მძიმე გამოვლინებაა იმ სულიერი ინტელექტუალური კრიზისის, რომელსაც საზოგადოება გაინცდის. საერთოდაც, ეს სვირინგები უნდა აიკრძალოს.“ - განაცხადა პარლამენტარმა. მისი თქმით, სვირინგებით სხეულის...

ფაბიო მანინი -„ქუთაისის „ტორპედოს“ დიდი ისტორია აქვს,ჩვენ ამ სახელით სასტუმროს აშენება გვინდა“

ფაბიო მანინი -„ქუთაისის „ტორპედოს“ დიდი ისტორია აქვს,ჩვენ ამ სახელით   სასტუმროს აშენება გვინდა“
access_time2020-02-24 16:30:04
„არ ვეძებდი მცირე და უმნიშვნელო კლუბებს, მინდოდა საუკეთესო. ქუთაისის „ტორპედო“  არაერთი თასის მფლობელი გახდა, ორი წლის წინ ასევე დიდი გამარჯვება მოიპოვა, შესაბამისად ჩავთვალე, რომ ეს საუკეთესო ვარიანტი იყო ჩემთვის“-ამის შესახებ „კომერსანტთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში  ქუთაისის „ტორპედოს“ ახალმა მფლობელმა,იტალიელმა ბიზნესმენმა ფაბიო მანინიმ...

ლარის გამყარების ტრენდი გრძელდება - Bloomberg-ზე 1 დოლარი 2.8063 ლარად ივაჭრება

ლარის გამყარების ტრენდი გრძელდება - Bloomberg-ზე 1 დოლარი 2.8063 ლარად ივაჭრება
access_time2020-02-24 16:00:14
ბოლო რამდენიმე დღეა ლარი Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში მყარდება. დღეს დილიდან ვაჭრობა $1/₾2.8260-ით დაიწყო, 16:00 საათისთვის 1 დოლარი 2.8063-ის ნიშნულზეა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 21 თებერვლის   ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.8299 ლარი შეადგინა.  სოფო ქსოვრელი


მსგავსი სიახლეები

up