რეგისტრირებული მიწის  რაოდენობა  სამი წლის განმავლობაში 5-ჯერ გაიზარდა

რეგისტრირებული მიწის რაოდენობა სამი წლის განმავლობაში 5-ჯერ გაიზარდა

access_time2019-11-22 11:30:29

საჯარო რეესტრის ადმინისტრაციული წარმოების სამსახურის უფროსმა, ვახტანგ ბოხაშვილმა მიწის რეფორმის შედეგებსა და ახალ კანონპროექტზე რადიო კომერსანტის გადაცემაში „ბიზნესი და სამართალი ნინო ლიპარტიასთან ერთად“ ისაუბრა.


„მიწის რეფორმა ეს არის მიწის რეგისტრაციის გამარტივებული პროცესი,რომელიც ხელს უწყობს მიწის ნაკვეთის მარტივ და ხარისხიან რეგისტრაციას, ვიდრე ეს ხდებოდა წინა წლებში. საქართველოში მიწის რეფორმა 90-იან წლებში განხორციელდა, სამოქალაქო ომის პერიოდში დოკუმენტები ხარვეზიანად გაიცა. საერთო მიწის ნაკვეთის მხოლოდ 30% იყო დაზუსტებულად განაწილებული და დანარჩენ, 70%-ს საქართველოს ერთიან ელექტრონულ რუკაზე ადგილი არ ჰქონდა მონიშნული. ეს ყოველივე ეკონომიკურ ბრუნვას და წინსვლად უშლიდა ხელს“-აცხადებს ბოხაშვილი.


მისი განმარტებით, რეგისტრაციის პროცესი კომპლექსურია, საჭიროა დოკუმენტის შეგროვება და შეფასება ვარგისიანობის კუთხით. კანონის მიღებიდან დღემდე, სამი წლის განმავლობაში 5-ჯერ გაიზარდა რეგისტრირებულთა რაოდენობა. საუბარია, 740 ათასზე მეტ მიწის ნაკვეთზე. ჯამში ნახევარ მილიონ ჰექტარზე მეტი. მიწის ნაკვეთის პირველადი რეგისტრაცია და ცვლილების რეგისტრაცია გვაქვს. მდებარეობა მაშინ იცვლება,როცა რეგისტრაცია წინა წლებშია გაკეთებული, აზომვითი ნახაზი არ შემდგარა ადგილზე.



„პრობლემაა ის,რომ წლების განმავლობაში ამზომველები არ დადიოდნენ ადგილზე, ოფისიდან თვალის ზომით ხაზავდნენ ნაკვეთებს. რის გამოც არაერთი მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია არასწორად განხორციელდა. დღეს უკვე რეგისტრაციის პროცესმა სრულყოფილი სახე მიიღო, მასში ჩართულია ბევრი მოწყება, მათ შორის მუნიციპალიტეტი. რაც შეეხება საფასურის ნაწილს, მიწის რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში გათვალისწინებული ყველა პროცედურა მოქალაქისთვის სრულიად უსასყიდლოა. ეს ეხება როგორც პირველად რეგისტრაციას, ისე ცვლილებას.


2016 წლის კანონმა ასევე გაამარტივა დოკუმენტებისთვის დადგენილი სავალდებულო რეკვიზიტები.ამ წლის ნოემბერში იუსტიციის სამინისტროს მიერ წარდგენილ იქნა კანონპროექტი,რომელიც ითვალისწინებს კანონის კიდევ უფრო მეტად გამარტივებას. პირველ რიგში, კანონი ხდება უვადო მოქმედების. შენარჩუნებულია ერთი ფანჯრის პრინციპი. ახალი კანონი ითვალისწინებს კიდევ ერთ სიახლეს, იმ შემთხვევაში თუ რომელიმე დოკუმენტს სავალდებულო რეკვიზიტები აკლია, მაინც მოხდება რეგისტრაცია. მთავარია დოკუმენტი გაცემული იყოს 2007 წლამდე, დგინდებოდეს სუბიექტი, ფართობი და მისამართი,“-
ამბობს ვახტანგ ბოხაშვილი.


„კომერსანტი“





„ლიბერთი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოში ცვლილებაა

„ლიბერთი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოში ცვლილებაა
access_time2019-12-13 13:17:09
„ლიბერთი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოში ცვლილებაა.აღნიშნულის შესახებ რეესტრში მონაცემები უკვე აისახა. კერძოდ, სს „ლიბერთი ბანკის“ აქციების 75%-ზე მეტის მფლობელი აქციონერი - „ჯორჯიან ფაინენშალ გრუპ ბი.ვის“ გადაწყვეტილებით, საბჭოს დატოვებს დავით შონია. როგორც რეესტრშია მითითებული, შონიამ წასვლის შესახებ კომპანიას თავად მიმართა. შეგახსენებთ, რომ დავით შონია ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს წევრის თანამდებობაზე 2017 წლის ოქტომბერში აირჩიეს....

WIZZ AIR აანონსებს WIZZ AIR ABU DHABI-ს დაარსების სამომავლო გეგმას

WIZZ AIR აანონსებს WIZZ AIR ABU DHABI-ს დაარსების სამომავლო გეგმას
access_time2019-12-13 09:10:25
Wizz Air-მა, ევროპის ყველაზე ეკო მეგობრულმა და წამყვანმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანიამ ცენტრალურსა და აღმოსავლეთ ევროპაში, დღეს დააანონსა, რომ აბუ-დაბის დეველოპმენტ ჰოლდინდგის კომპანია PJSC (“ADDH”)-თან პარტნიორობით დაარსდება Wizz Air  Abu Dhabi, არაბთა გაერთიანებული საამიროები. ახლადშექმნილი ავიკომპანია იქნება Wizz Air-ის პირველი ავიახაზი ევორპის...

„გრანთ თორნთონი“: „2019 წელი აუდიტორული კომპანიებისთვის ზრდის წელი აღმოჩნდა“

„გრანთ თორნთონი“: „2019 წელი აუდიტორული კომპანიებისთვის ზრდის წელი აღმოჩნდა“
access_time2019-12-12 18:30:34
რადიო კომერსანტის გადაცემაში „ჩემი აუდიტორი“ „გრანთ თორნთონის“ მმართველმა პარტნიორმა ვახტანგ ცაბაძემ საფინანსო ბაზარზე არსებული ვითარება შეაჯამა. მისი თქმით, 2019 წელი აუდიტორული კომპანიებისთვის ზრდის წელი აღმოჩნდა, რაც ნაწილობრივ, ქვეყანაში ხელისუფლების მხრიდან განხორციელებული რეფორმების დამსახურებაა. „2018 წელთან შედარებით, 2019 წელს ბაზარი კიდევ უფრო გაიზარდა. 2018 წელს პირველად იყო,როცა პირველ და მეორე...

„ევექსის“ და იმედი L-ის მმართველი კომპანიის - GHG-ის აქციების ღირებულება ლონდონის ბირჟაზე განახევრდა

„ევექსის“ და იმედი L-ის მმართველი კომპანიის - GHG-ის აქციების ღირებულება ლონდონის ბირჟაზე განახევრდა
access_time2019-12-13 12:30:19
საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის (GHG) აქციების ფასი ლონდონის საფონდო ბირჟაზე ეცემა. ბოლო 2 წელში ღირებულება განახევრდა. თუ 11/2017 ფასი იყო საშუალოდ 3.5 გირვანქა სტერლინგი იყო, 11/2019 -ისთვის 1.6 ფუნტ სტერლინგამდე (GBP) შემცირდა. გასულ კვირას, აქციები დაიხურა GBP1.62 -ით, კლებაა 1.67% (w.w), ოქტომბერთან შედარებით კი 10%-ით. ნავაჭრია 354 000 აქცია, GBP 1.60 – 1.68 დიაპაზონში. თვის საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობაა - 78 000 აქცია. ჯგუფმა წლის პირველ 9 თვეში 703...

„ეროვნული ვალუტის სწრაფი გამყარება მოკლევადიან პერიოდში პროდუქტის გაიაფებაზე არ აისახება“

„ეროვნული ვალუტის სწრაფი გამყარება მოკლევადიან პერიოდში  პროდუქტის გაიაფებაზე არ აისახება“
access_time2019-12-13 11:50:57
მიმდინარე კვირის განმავლობაში ეროვნული ვალუტის კურსი მკვეთრად მყარდება. დღეს Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.86 ლარსაც კი გაუტოლდა, რაც გასული რამდენიმე თვის განმავლობაში ლარის ყველაზე მყარი კურსია. რა გავლენა ექნება ეროვნული ვალუტის გამყარებას ბიზნესგარემოზე და შესაძლებელია თუ არა გადაიხედოს ფასები? „ეროვნული ვალუტის მკვეთრი ცვლილება საქართველოს ეკონომიკას დაანგრევს.“-ამის შესახებ „კომერსანტს“ კომპანია საქკაბელის“ მმართველმა პარტნიორმა...


მსგავსი სიახლეები

up