01.01.2021 -მდე მიწის დაკანონება სოციალური შემწეობით მოსარგებლე ოჯახის სარეიტინგო ქულებზე არ იმოქმედებს.რეგისტრაცია შესაძლებელი ხდება დოკუმენტის ასლით, თუ დაცულია საჯარო რეესტრში, ეროვნულ ან სხვა ადმინისტრაციულ ორგანოს არქივში.საკარმიდამო მიწას დაისაკუთრებს საკომლო წიგნში აღრიცხული, ქონებრივი მდგომარეობაზე ინფორმაციის შეუვსებლად.1.01.2022 -მდე უფასოა.
•დოკუმენტაციის მოძიება და სისტემატიზაცია;
•გარიგებაზე მხარეთა ხელმოწერების დამოწმება;
•სანოტარო მედიაცია;
•საკუთრების უფლების აღიარება;
•ფაქტების კონსტატაცია;
•სამკვიდრო მოწმობის გაცემა.
მართლზომიერად მიიჩნევა, ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხული 4.10.2004 - მდე თვითნებურად დაკავებული მიწები, ნაცვლად 1994 წლის შეზღუდვისა.სისტემური რეგისტრაციისას საკადასტრო სამუშაოებს მხოლოდ აკრედიტებული სუბიექტის სერტიფიცირებული პირები შეძლებენ.
მთავრობის ადმინისატრაციის ცნობით,2016-დან მიმართვიანობა 5-ჯერ, რეგისტრაციის ტემპი 3-ჯერ გაიზარდა.738 483 განაცხადი რეგისტრირდა, დამოუკიდებლობის აღდგენიდან 2016 წლამდე დარეგისტრირებულ ფართობზე 3-ჯერ მეტი.
„კომერსანტი“