მიწის რეგისტრაციის რეფორმა 2019 წლის 1 ივლისამდე გრძელდება

მიწის რეგისტრაციის რეფორმა 2019 წლის 1 ივლისამდე გრძელდება

access_time2019-01-09 13:42:00

მიწის რეგისტრაციის რეფორმა 2019 წლის 1 ივლისამდე გრძელდება. რეფორმის ფარგლებში, დაინტერესებული პირის მიერ განცხადებისა და აზომვითი ნახაზის წარმოდგენის შემდეგ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო სარეგისტრაციო წარმოების პროცესში საჭირო ყველა მომსახურებას თავად ახორციელებს.


რეფორმის მიმდინარეობისას მოქალაქეებისთვის უფასოდაა ხელმისაწვდომი შემდეგი სერვისები: საჯარო რეესტრის მიერ სარეგისტრაციო წარმოების პროცესში დოკუმენტაციის მოძიება და სისტემატიზაცია; ნოტარიუსის მიერ გარიგებაზე მხარეთა ხელმოწერის დამოწმება; სანოტარო მედიაცია; მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება; ფაქტების კონსტატაცია; მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაცია, დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების დაზუსტება.


მიწის რეფორმის ამოქმედებიდან გამარტივებული პროცედურებით უკვე 594 ათასზე მეტი განცხადება წარმატებით დარეგისტრირდა. საკუთრების აღიარებისთვის შესაბამის კომისიაში საჯარო რეესტრიდან ამ ეტაპზე, 26 ათასზე მეტი განცხადებაა გაგზავნილი, ხოლო 63 ათასზე მეტ განცხადებაზე საჯარო რეესტრი მოქალაქის ნაცვლად უფლებისდამდგენ დოკუმენტაციას სხვადასხვა უწყებაში თავად იძიებს. ასევე სადავო მიწის ნაკვეთებზე ნოტარიუსთან უფასო მედიაციას საჯარო რეესტრი მოქალაქეებს თავად უნიშნავს, რის შედეგადაც 1443 კომპლექსური საქმე მორიგებით დასრულდა. (მუდმივად განახლებადი მონაცემები განთავსებულია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე https://napr.gov.ge/chart ).



მიწის რეგისტრაციის რეფორმა, რომლის შესაბამისად მიწის რეგისტრაციის პროცედურები გამარტივდა და მოქალაქეთათვის მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გახდა, 2016 წლის 1 აგვისტოდან შევიდა ძალაში. ცვლილება რეფორმის 2019 წლის 1 ივლისამდე გაგრძელების შესახებ უკვე შესულია შესაბამის კანონში „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ და გამოქვეყნებულია „საკანონმდებლო მაცნეში“: https://matsne.gov.ge/document/view/3306633?publication=4&fbclid=IwAR23IrasnhnF_eCp-CPa35GTDklrrPoks_g2jPTbYvoQOfPZ603zEYvMyoo .


მიწის ნაკვეთების დასარეგისტრირებლად დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მიმართონ იუსტიციის სახლებს, საჯარო რეესტრის ფილიალებსა და საზოგადოებრივ ცენტრებს.








მილიარდელი დევიდ კოხი გარდაიცვალა

 მილიარდელი დევიდ კოხი გარდაიცვალა
access_time2019-08-23 19:00:32
მილიარდელი, რომელიც ამერიკული პოლიტიკის გარდაქმნას ცდილობდა და ქველმოქმედებაში მილიარდზე მეტი აქვს დახარჯული, 79 წლის ასაკში გარდაიცვალა. ფაქტის შესახებ კოხის სპიკერმა კრისტიან ნიკოლასმა განაცხადა. ბიზნესმენი, რომლის ქონება 59 მილიად დოლარს შეადგენდა, მსოფლიოში უმდიდრეს  ადამიანებს შორის მეშვიდე ადგილს იკავებდა. შემოსავლის დიდი ნაწილი მან კანზასის ქალაქ ვიჩიტაში დაფუძნებული კომპანია Koch Industries-იდან მიიღო, რომლის წლიური შემოსავალი 110 მილიარდ...

სებ-ი ვალდებულია ხაზარაძის განცხადებით დაინტერესდეს და განმარტება გააკეთოს - აკაკი ჩარგეიშვილი

სებ-ი ვალდებულია ხაზარაძის განცხადებით დაინტერესდეს და განმარტება გააკეთოს - აკაკი ჩარგეიშვილი
access_time2019-08-23 17:00:11
„საქართველოს ეროვნული ბანკი ვალდებულია დაინტერესდეს და შესაბამისი განმარტება გააკეთოს მამუკა ხაზარაძის განცხადებაზე, რომელიც ძალიან დამაინტრიგებელია. საზოგადოებაში კითხვები გაჩნდა და საჭიროა ამ კითხვებს დროულად გაეცეს პასუხი. ჩვენ ვართ სხვადასხვა ბანკის მომხმარებელი, ამიტომ ეს უფრო გააღრმავებს საფინანსო ორგანიზაციებსა და საზოგადოებას შორის ისედაც უკვე დიდი ხნის...

სოფელ საყავრესთან ტყეში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია - რა რესურსით ებრძვის სახანძრო-სამაშველო დეპარტამენტი ხანძრებს

სოფელ საყავრესთან ტყეში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია - რა რესურსით ებრძვის სახანძრო-სამაშველო დეპარტამენტი ხანძრებს
access_time2019-08-23 15:30:18
გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ საყავრესთან ტყის მასივში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია. მეხანძრე-მაშველებმა, სასაზღვრო პოლიციის სამი ვერტმფრენის დამხარებით ტყის ხანძრის ლოკალიზება შეძლეს. 3 ათასი მეხანძრე, 304 - სახანძრო ავტოტრანსპოტრი, სამაშველო...

ADB საქართველოსთან თანამშრომლობის ახალი სტრატეგია დაამტკიცა - სესხების მოცულობა შემდგომი ხუთი წლის განმავლობაში 2 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს

ADB საქართველოსთან თანამშრომლობის ახალი სტრატეგია დაამტკიცა - სესხების მოცულობა შემდგომი ხუთი წლის განმავლობაში 2 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს
access_time2019-08-23 12:30:39
აზიის განვითარების ბანკმა (ADB) დღეს საქართველოსთან თანამშრომლობის ახალი სტრატეგია დაამტკიცა. ბანკის ცნობით, 2019-2023 წლების თანამშრომლობის ხუთწლიანი სტრატეგია, მხარს უჭერს საქართველოს მთავრობის განვითარების სტრატეგიას, რომელიც ეფექტურობის გაზრდასა და სიღარიბის შემცირებას ისახავს მიზნად მეზობელ ქვეყნებთან და დანარჩენ მსოფლიოსთან ეკონომიკური ინტეგრაციის გზით. ქვეყანასთან თანამშრომლობის ახალი სტრატეგია მიმართული იქნება სავაჭრო კავშირების გაღრმავებაზე,...

ზაზა ფაჩულიამ „არქი“ იყიდა!

ზაზა ფაჩულიამ „არქი“ იყიდა!
access_time2019-08-23 10:55:30
ცცნობილი ქართველი კალათბურთელი, NBA-ს ორგზის ჩემპიონი ზაზა ფაჩულია დეველოპერული კომპანია „არქის“ წილის მფლობელი გახდა. ფაჩულიას “არქისთან” მრავალწლიანი ურთიერთობა აკავშირებს და მისი მონაწილეობით კომპანიამ არაერთი მარკეტინგული აქტივობა განახორციელა. 21 აგვისტოს, კი ზაზა ფაჩულიასა და “არქის” თანამშრომლობამ განსხვავებული ფორმა შეიძინა. გაფორმებული მემორანდუმის მიხედვით ფაჩულიამ კომპანიის წილი იყიდა და ილია წულაიასთან და მენი ბენიშთან ერთად „არქის“ თანამფლობელი...


მსგავსი სიახლეები

up