„მიწის ნაკვეთებზე მოთხოვნა გაიზარდა“ - რა ღირს მიწის ნაკვეთი თბილისსა და მის შემოგარენში

„მიწის ნაკვეთებზე მოთხოვნა გაიზარდა“ - რა ღირს მიწის ნაკვეთი თბილისსა და მის შემოგარენში

access_time2020-06-02 13:00:23

მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსის პანდემიამ მნიშვნელოვანი ნეგატიური გავლენა იქონია სხვადასხვა სექტორზე, მიწის ნაკვეთებზე მოთხოვნა გაიზარდა.თუმცა მოთხოვნის გაზრდის პარალალურად, ფასი სტაბილურობას ინარჩუნებს.


მიწის ნაკვეთებს დედაქალაქის სხვადასხვა უბანში სხვადასხვა ფასად ნახავთ. კვადრატული მეტრის ფასი მისი მდებარეობის მიხედვით განისაზღვრება. ღირებულებაზე გავლენას ახდენს ისიც, თუ რამდენად ახლოა იგი ცენტრალურ გზასთან, საზოგადოებრივ ტრანსპორტთან, რამდენად განვითარებულია ირგვლივ ინფრასტრუქტურა და რამდენად უზრუნველყოფილია კომუნიკაციები - ელექტროენერგია, ბუნებრივი აირი, წყალი და ა.შ.


უძრავი ქონების პორტალ ss.ge-დან გამოთხოვილი ინფორმაციით, თბილისსა და თბილისთან მდებარე ტერიტორიებზე მიწის ნაკვეთის ფასი ასე გამოიყურება:


(აღებულია მინიმალური ფასი)

თბილისი - 10 დოლარიდან

საგურამო - 6 დოლარიდან

კოჯორი - 12 დოლარიდან

წყნეთი - 100 დოლარიდან იწყება

ტაბახმელა - 18 დოლარიდან

წავკისი - 25 დოლარიდან



მიწის ნაკვეთების მიმართ რომ ინტერესი იზრდება, ამაზე ss.ge-ს კიდევ ერთი მონაცემები მიუთიღებს. როგორ ss.ge-ს სტატისტიკიდან ირკვევა, 2020 წლის მარტში თბილისსა და თბილისის შემოგარენში მიწის ნაკვეთის გაყიდვის მიზნით 37 ახალი განცხადება განთავსდა, აპრილსა და მაისში ეს რიცხვი მნიშვნელოვნად გაიზარდა, კერძოდ, აპრილში 287 ახალი განცხადება დაიდო, მაისში კი - 706.


რაც შეეხება იმ ვიზიტორების რაოდენობას, რომლებიც თბილისსა და შემოგარეში მიწის ნაკვეთების ყიდვა-გაყიდვით არიან დაინტერესებულები, მარტში საიტზე 18 126, აპრილში - 22 051 და მაისში - 25 994 დაფიქსირდა.


როგორც კომპანია modern real estate-ის დამფუძნებელი და დირექტორი, საქართველოს უძრავი ქონების ეროვნული ასოციაციის დამფუძნებელი და მმართველი საბჭოს წევრი ნატა მოდებაძე „ბიზნესპრენიუსთან“ საუბრისას აცხადებს, მიწის ნაკვეთებზე მოთხოვნა პანდემიის შემდეგ მნიშვნელოვნად გაიზარდა.


„უძრავი ქონების ასოციაციაში, წამყვან კომპანიებთან და ოფიციალურად რეალტორებთან, ადამიანებთან, რომლებიც ამ ბიზნესით ყოველდღიურად არიან დაკავებულები, ჩავატარეთ კვლევა სხვადასხვა მიმართულებით. ერთ-ერთი ასეთი მიმართულება მიწის ნაკვეთები იყო. ამიტომ ეს მონაცემები ასოციაციის წევრი კომპანიის შედეგებზეა დაყდნობილი.


უნდა აღინიშნოს, რომ მიწის ნაკვეთი სხვა სფეროა და ბინების გაყიდვისგან და გაქირავებისგან განსხვავდება. მიწა ძალიან სპეციფიკურია, ეს არაა 3-ოთახიანი ბინა, რომელსაც ტიპიურად შეაფასებ. ყველა მიწას ღრმა შესწავლა და კვლევა სჭირდება, ამიტომ მიწის შეძენა რაღაც ფუქნციით არის აუცილებელი.


ზოგადად მიწის ნაკვეთები დაყოფილია სხვადასხვა სეგემენტებად. ქალაქში, რომელიც კომერციული დანიშულებისთვის გამოდგება, ასევე თბილისის გარშემო სააგარაკე, გარდა ამისა არის სასოფლო-სამეურნე მიწები, რომელიც ასევე თავის მხრივ სხვადასხვა სეგემენტებად იყოფიან.


დღეს მიწაზე მოთხოვნა გაზრდილია, ამ მიმართულებით ბაზარი ძალიან აქტიურია. ადრე თუ მაგალითად, კვირაში 10 ადამიანი რეკავდა, დღეს 100 რეკავს. შესაბამისად, მიწები ძალიან მოთხოვნადი გახდა, თუმცა ფასებში ცვლილება არ შეინიშნება.“ - განაცხადა მოდებაძემ.


მისი თქმით, მოთხოვნა გაზრდილი თბილისთან ახლოს სააგარაკე მიწებზე, ყველაზე ნაკლებად მოთხოვნადი ქალაქში სამშენებლო მიწებია, რადგან დეველოპერებმა ჯერ არ იციან მოვლენები როგორ განვითარდება.


„ მოთხოვნა ასევე გაზრდილია სასოფლო-სამეუნეო მიწებზე, კახეთისკენ ასევე დასალეთითაც. რამდენად აქტიურად იყიდება ამას ვერ გეტყვით, თუმცა დაინტერესება ნამდვილად არსებობს. მოთხოვნის გაზრდაზე სწორედ პანდემიამ იმოქმედა. ადამიანებს სურვილი გაუჩნდათ, რომ სოფლის მეურნეობით დაკავდნენ და მიწასთან ურთიერთობა უფრო დააფასეს. ყოველთვის ვამბობ რომ ყველაზე დიდებული მიწა გვაქვს და უნდა გავუფრთხილდეთ.


უძრავი ქონების ბაზარი ისეთი სეგმენტია, რომ თუ ქვეყანაში კრიზისია, შედეგები მაშინვე არ იგრძნობა. კრიზისის შემდგომი შედეგები ცოტა შემდეგ ვლინდება. ეს ეხება არამარტო მიწას, არამედ მთლიან უძრავ ქონების სეგმენტს.


საერთოდ უძრავი ქოების ბაზარზე ძალიან დიდი მნიშვნელბა აქვს, თუ როგორ მოიქცევიან ბანკები. მათზეა დამოკიდებული სესხი გაცემა არ გაცემა, შესაბამისად ამაზე იქნება დამოკიდებული უძრავი ქონების ბედი.“ - აღნიშნა ბოდებაძემ.


bpn.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up