მიწის დეგრადაციის პრევენციისთვის, საქართველოში საძოვრების მდგრადი მართვის პოლიტიკის შემუშავება იწყება

მიწის დეგრადაციის პრევენციისთვის, საქართველოში საძოვრების მდგრადი მართვის პოლიტიკის შემუშავება იწყება

access_time2020-10-23 22:00:00

მიწის დეგრადაციის პრევენციისთვის, საქართველოში საძოვრების მდგრადი მართვის პოლიტიკის შემუშავება იწყება. ინფორმაციას გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) ავრცელებს.



„ახალი პროექტის გასაცნობად, მთავრობის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და არასამთავრობო სექტორის 45-მდე წარმომადგენლის შეხვდა ონლაინ რეჟიმში გაიმართა. პროექტი, სახელწოდებით „მიწის დეგრადაციის ნეიტრალური ბალანსის (LDN-ის) ეროვნული მიზნების მიღწევა დეგრადირებული საძოვრების აღდგენისა და მდგრადი მართვის გზით“, ორწლიანია და მიზნად ისახავს საქართველოს ხელშეწყობას მიწის დეგრადაციის ნეიტრალური ბალანსის (LDN) ეროვნული მიზნების მიღწევაში, დეგრადირებული საძოვრების აღდგენისა და მდგრადი მართვის გზით.



გაცნობითი შეხვედრის დროს, დაინტერესებულმა მხარეებმა და პროექტის პარტნიორებმა, პროექტით გათვალისწინებული ღონისძიებები, სამოქმედო გეგმა, განხორციელების მეთოდოლოგია, მთავარი მიზნები და ამოცანები განიხილეს. ორი წლის განმავლობაში, იგეგმება პოლიტიკის დოკუმენტებისა და ინსტიტუციური ჩარჩოების დახვეწა, რომელთა საშუალებით მოხდება საძოვრების მდგრადი მართვის პრინციპების დანერგვა. ასევე იგეგმება ეროვნული და ადგილობრივი დაინტერესებული მხარეების კომპეტენციების ამაღლება და გაძლიერება, რომ მათ მდგრადი მართვის პრაქტიკების ათვისება და ეფექტური გამოყენება შეძლონ. საკოორდინაციო ღონისძიებების გატარება და ცოდნის გაზიარება ასევე შეუწყობს ხელს აღნიშნული პრაქტიკების ფართომასშტაბიან დანერგვასა და ათვისებას.
პროექტის განხორციელების შედეგად, იგეგმება შემდეგი შედეგების მიღწევა:



• საძოვრების მდგრადი მართვის ეროვნული კანონმდებლობის შემუშავება.



• 20 000 ჰა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების მართვის გეგმების (სტრატეგიული და საოპერაციო) შემუშავება, მონაწილეობითი მიდგომით, გურჯაანის, დმანისისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებისთვის.


• 747 ჰა-ზე საძოვრების მართვის მდგრადი, მონაწილეობითი მართვის პრაქტიკის (ძოვების მართვა, სარეველების კონტროლი, ადგილობრივი ჯიშების ხელშეწყობა, ნიადაგის განოყიერება, ტერასების მოწყობა, მომთაბარე საქონლისთვის საწყურებლების, ელეტრო ღობეებისა და მობილური საჩრდილობლების მოწყობა, მზის ენერგიაზე მომუშავე საპილოტე წყლის ჭის მოწყობა).


• 200-მდე სახელმწიფო უწყების წარმომადგენლებისა და ფერმერების შესაძლებლობების გაძლიერება საძოვრების მდგრადი მართვის კუთხით.



პროექტი ინიცირებულია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ და დაფინანსებულია გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) მიერ. მას გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) ახორციელებს. აღმასრულებელი ორგანიზაციაა კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრი (REC Caucasus). პროექტის პარტნიორია კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN)“ – ნათქვამია ინფორმაციაში.





თეგები:
FAO



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up