მიწის არასისტემური რეგისტრაცია ფასიანი ხდება

მიწის არასისტემური რეგისტრაცია ფასიანი ხდება

access_time2021-12-20 11:00:04

დაახლოებით 2 კვირაში მიწის უფასო რეგისტრაციის ვადა იწურება. ხელისუფლების გადაწყვეტილებით, პროგრამა გაგრძელდება. ცნობილია, რომ მიწის არასისტემური რეგისტრაცია ფასიანი გახდება. კონკრეტული საფასური ამ ტიპის რეგისტრაციისთვის ჯერჯერობით დადგენილი არ არის. თუმცა, როგორი შეღავათიც არ უნდა დაწესდეს, რეალურად დიდი პრობლემაა რეგისტრაციის მიმართ მოსახლეობის დამოკიდებულება, რის გამოც რეგისტრაციის პროცესი ფაქტობრივად ვერანაირმა შეღავათმა ვერ წაახალისა. ამის ერთ-ერთ მიზეზად დარგის სპეციალისტები მიწასადმი მენტალურ მიდგომას მიიჩნევენ და აცხადებენ, რომ რამდენიმე წელია კიდევ საჭირო, რომ პროცესი დასრულდეს.



რაც შეეხება „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტს, პარლამენტის აგრარულმა კომიტეტმა 14 დეკემბერს შეაფასა.



კანონმდებლებმა იმსჯელეს, თუ როგორ შეიძლება მიწის რეფორმა გაგრძელდეს. კერძოდ, როგორც კომიტეტის სხდომაზე გახდა ცნობილი, 2022 წლის 1-ლი იანვრიდან რეალურად იწყება ახალი ფაზა მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის, რაც ნიშნავს, რომ დღეს არსებული საშეღავათო რეჟიმი შენარჩუნდება სისტემური რეგისტრაციისთვის, ხოლო სპორადული (არასისტემური) რეგისტრაცია ფასიანი გახდება.




ფაქტია, რომ მთავრობის ხელშემწყობი ღონისძიებების, რეგისტრაციის წესების გამარტივების და რიგი შეღავათების მიუხედავად, საქართველოში მიწის რეგისტრაციის საკითხი საბოლოოდ ვერ მოგვარდა. როგორც აგრარული სფეროს სპეციალისტი, პროფესორი პაატა აროშიძე ,,კომერსანტთან“  აღნიშნავს, ერთ-ერთი შემაფერხებელი გარემოებაა მიწის მიმართ ქართველების ტრადიციული დამოკიდებულება, მენტალიტეტი, რის გამოც მოსახლეობის არცთუ მცირე ნაწილი ქონების კანონიერად დასაკუთრებას არ ცდილობს.



,,თავის დროზე საქართველოში, მიწის რეფორმა არასწორად გატარდა, ეს იყო გასული საუკუნის 90-იან წლებში, სისტემური ხარვეზი იყო, რის გამოც მიწების დიდი ნაწილი რეგისტრაციის მიღმა აღმოჩნდა. მაგალითად, აჭარა ამ პროცესს საერთოდ გამოეთიშა. დღეს, ვიღაცას შეიძლება დარეგისტრირებული ჰქონდეს ნაკვეთი და მიწას არ იყენებდეს, რადგან არანაირი ეკონომიკური ინტერესი მის მიმართ არ გააჩნია. ხშირ შემთხვევაში სოფლად მიწები რეესტრში არ არის გატარებული, ტრადიციული ადათ-წესური სამართლით სარგებლობენ გლეხები, რომლებიც თვლიან, რომ მიწები, რომლებსაც მისი მამა-პაპანი იყენებდნენ და ჰქონდათ წლების განმავლობაში, მათია და თავს არავინ იწუხებს, რომ მივიდნენ რეესტრში და დაიკანონონ. მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში მიწის რეგისტრაცია უფასოა, გამარტივებული და შესაძლებელია ამ შეღავათით ისარგებლონ, ინტერესი მაინც არ არის. ამიტომ ეს მიწები აღურიცხავია, რეალურად არავინ იცის რა რაოდენობის მიწაა მოქცეული კერძო საკუთრების ხელში, რამდენი - სახელმწიფოს საკუთრებაში, რაც საბოლოოდ სოფლის მეურნეობაზე აისახება. კომპლექსური საკითხებია, დაწყებული მიწის ფლობით და, დამთავრებული, საბოლოო პროდუქციით“, - ამბობს აროშიძე.



ცნობისთვის, 2016 წლის 1-ლი აგვისტოდან ამოქმედდა კანონი, რომელიც მიწის რეგისტრაციას ამარტივებს და მას მოქალაქეთათვის მაქსიმალურად ხელმისაწვდომს ხდის. საკანონმდებლო ცვლილებების მიზანი იმ სირთულეების აღმოფხვრაა, რომელთაც მიწის ნაკვეთების მფლობელები ქონების რეგისტრაციის პროცესში აწყდებოდნენ. კანონის თანახმად, მიწის ნაკვეთების რეგისტრაციის პროცედურა გამარტივდა; მოიხსნა ბარიერები, რომლებიც მესაკუთრეს ექმნებოდა, ხოლო რეგისტრაციის პროცედურა წახალისდა. ახალი კანონი უძრავი ქონების რეგისტრაციის პროცედურების გამარტივებასა და მესაკუთრის უფლებების დაცვაზეა ორიენტირებული.



საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემით,  ბოლო 6 წელიწადში  წარმატებით დარეგისტრირდა 738 483 განაცხადი, რაც დამოუკიდებლობის აღდგენიდან  2016 წლამდე დარეგისტრირებულ ფართობზე სამჯერ მეტია. სწორედ ამიტომ აქამდე მოქმედი მიწის რეგისტრაციის გამარტივებული წესი გახდება ზოგადი წესი და იმოქმედებს უვადოდ.


მარი ჩიტაია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up