მივმართავ საქართველოს მთავრობას, არ გაატაროს რუსული ინტერესები საქართველოში - ვასო ურუშაძე რუსეთთან პირდაპირი ფრენების შესაძლო აღდგენაზე

მივმართავ საქართველოს მთავრობას, არ გაატაროს რუსული ინტერესები საქართველოში - ვასო ურუშაძე რუსეთთან პირდაპირი ფრენების შესაძლო აღდგენაზე

access_time2023-02-03 13:30:26

საქართველოს და რუსეთს შორის ფრენების უპირობოდ აღდგენა იქენაბა სახელმწიფოს ინტერესების საზიანო, იმ ფონზე როცა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის, ევროკავშირის მიერ რუსული ავიაკომპანიებისთვის ევროპის საჰაერო ცა დახურულია, - აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაცია Hub Georgia-ს დამფუძნებელი ვასო ურუშაძე. ის საქართველოს მთავრობას მიმართავს, არ გაატაროს რუსული ინტერესები, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს ეკონომიკურ ანექსიას. მისი მოთხოვნაა ასევე, რომ ორ ქვეყანას შორის ,,საჰაერო მიმოსვლის შესახებ” დისკუსია მოექცეს საერთაშორისო სამართლებრივ ჩარჩოში და წარიმართოს EASA-ს ჩართულობით. 



„დღეს, ორ ქვეყანას შორის საავიაციო ხელისუფლებების ურთიერთობებს 1993 წელს გაფორმებული „საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და რუსეთის ფედერაციის მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება“ არეგულირებს, რომელიც ცალმხრივად, რუსეთის მხრიდან ჯერ 2006 წელს დაირღვა, შემდეგ 2008 წელს საომარი მოქმედებებისას და უკვე მესამედ, 2019 წელს 20 ივნისის მოვლენების შემდეგ. რუსეთთან ურთიერთობის მწარე გამოცდილებამ კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რომ ამ ქვეყანასთან, ორმხრივ ფორმატში მოლაპარაკებებს და დადებულ შეთანხმებებს არანაირი სამართლებლივი ძალა არ გააჩნია. რუსეთის მხრიდან შეთანხმების ცალმხრივად და არაერთხელ დარღვევის მიუხედავად, საქართველოს არ გააჩნია ბერკეტი, დაიცვას საკუთარი სახელმწიფოებრივი ინტერესები და ეროვნული ავიაკომპანიები. ამის გამო, მილიონობით ლარის ზარალი ადგება საქართველოს ეკონომიკას და კერძო სექტორს.



აქედან გამომდინარე, მივმართავ საქართველოს მთავრობას, არ გაატაროს რუსული ინტერესები საქართველოში, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს ეკონომიკურ ანექსიას და კატეგორიულად მოითხოვოს, რომ ორ ქვეყანას შორის ,,საჰაერო მიმოსვლის შესახებ” დისკუსია მოექცეს საერთაშორისო სამართლებრივ ჩარჩოში. კერძოდ, პროცესი უნდა წარიმართოს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის და მოკავშირის-ევროკავშირის, კერძოდ “EASA”-ს (ევროპის სამოქალაქო ავიაციის სააგენტო) ჩართულობით.




საქართველოს და რუსეთს შორის ფრენების უპირობოდ აღდგენა იქენაბა სახელმწიფოს ინტერესების საზიანო, იმ ფონზე როცა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის, ევროკავშირის მიერ რუსული ავიაკომპანიებისთვის ევროპის საჰაერო ცა დახურულია. აღნიშნულთან დაკავშირებითაც საქართველოს მთავრობას დღემდე არ გააჩნია მკაფიოდ ჩამოყალიბებული პოზიცია. მაშინ როცა შპს „საქაერონავიგაცია“ ევროპის საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ორგანიზაციის EUROCONTROL-ის წევრია. მისი ერთ-ერთი უმთავრესი ფუნქცია საჰაერო სივრცის რეგიონალურ დონეზე კონტროლია. აღნიშნულ ფუნქციას, ერთიანი ევროპული ცის რეგულაციის ფარგლებში, EUROCONTROL-ი ასრულებს ევროკავშირის მიერ დაკისრებული ვალდებულების შესაბამისად.



ცნობისთვის, რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, 27 თებერვალს ევროკავშირმა ოფიციალურად განაცხადა, რომ რუსული ავიაკომპანიებისთვის საჰაერო სივრცე დაიხურება.



კერძოდ, EU-ს ცა დაიხურა რუსეთის მოქალაქეების მფლობელობაში მყოფი, რუსეთში რეგისტრირებული და რუსეთის სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი ავიაკომპანიებისთვის. სანქცია გავრცელდა კერძო თვითმფინავებზეც, ისინი დაშვება/აფრენას ევროკავშირის საჰაერო სივცეში ვერ შეძლებენ.



სამწუხაროდ ევროკავშირის ამ გადაწყვეტილებას თავის დროზე არ გამოეხმაურა საქართველოს მთავრობა და არ შეასრულა მასზე ნაკისრი ვალდებულებები, შესაბამისად ამჟამად საქართველოს საჰაერო სივრცე ღიაა რუსეთის როგორც სამოქალაქო, ასევე სამხედრო ავიაციისთვის.



არსებული ვითარების ფონზე, რათა საქართველო არ აღმოჩნდეს პუტინის აგრესიის უნებლიე ხელშემწყობი, მოვითხოვთ, რომ საქართველომ შეასრულოს EUROCONTROL-თან აღებული ვალდებულება და რუსეთთან ფრენების აღდგენაზე საუბრის ნაცვლად საჰაერო სივრცე ჩაკეტოს რუსული ავიაკომპანიებისთვის“, წერს სოციალურ ქსელში ვასო ურუშაძე. 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up