მივესალმებთ თუ კომპანიებიც ჩაერთვებიან სოციალური მხარდაჭერის ღონისძიებებში, მაგრამ ჩვენი ხელისუფლების პირობებში არ არის და არ იქნება რომელიმე კომპანია დავიბაროთ და მოვთხოვოთ ამის გაკეთება - ივანე მაჭავარიანი

მივესალმებთ თუ კომპანიებიც ჩაერთვებიან სოციალური მხარდაჭერის ღონისძიებებში, მაგრამ ჩვენი ხელისუფლების პირობებში არ არის და არ იქნება რომელიმე კომპანია დავიბაროთ და მოვთხოვოთ ამის გაკეთება - ივანე მაჭავარიანი

access_time2020-08-07 09:55:16

"მივესალმებთ თუ კომპანიებიც ჩაერთვებიან სოციალური მხარდაჭერის ღონისძიებებში, მაგრამ ჩვენი ხელისუფლების პირობებში არ არის და არ იქნება, რომელიმე კომპანია დავიბაროთ და მოვთხოვოთ ამის გაკეთება", - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა გადაცემაში „პოლიტიკური ინტერვიუ შალვა რამიშვილთან ერთად" სოციალური მხარდაჭერის კუთხით სახელმწიფოსა და ბიზნესის პასუხისმგებლობაზე საუბრისას.


„არც თუ ისე შორეულ წარსულში, ჩვენ გვახსოვს, როდესაც ხელისუფლება ეძახდა ბიზნესს და ვითომდა კეთილშობილური მიზნებით მაგალითად, სთხოვდა: ჩაიბარე რთველი, სადღაც ააშენე სასტუმრო, თუნდაც ეს არაპროფილური ბიზნესი ყოფილიყო კომპანიისთვის. თავად ვიყავი ბიზნესში და იყო შემთხვევა, მითხრეს, რომ ფეხბურთის გუნდი უნდა გვეყიდა. შემდეგ მიხსნიდნენ, რამდენად მომგებიანი შეიძლებოდა გამხდარიყო ფეხბურთის გუნდი. ეს დრო წარსულს ჩაბარდა. დღეს, კომპანიებს აქვთ სოციალური პასუხისმგებლობა, რაც მათთვის რეპუტაციულად ძალიან მნიშვნელოვანია," - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.


მისივე თქმით, დღეს მსოფლიოში მსხვილი კომპანიები ცდილობენ სწორედ სოციალურ პასუხისმგებლობაზე დამყარებული ღირებულებები წარმოაჩინონ.



„ზოგადად, საუბარია იმაზე, რომ კომპანიებს აქვთ ღირებულებები და ისინი იქცევიან როგორც მოქალაქეები - ანუ აქვთ პასუხისმგებლობა, თანაგრძნობა, სოლიდარობა და ა.შ. რაც ძალიან კარგი ტენდენციაა და მსოფლიოში მსხვილი კომპანიები ცდილობენ ადამიანური სახე შეიძინონ. ამ ფარგლებში, რასაკვირველია, ჩვენ არათუ მივესალმებთ პირიქით, ძალიან დადებითად ვუყურებთ თუ კომპანიები მით უფრო კრიზისის პირობებში, ჩაერთვებიან სოციალური მხარდაჭერის ღონისძიებებში. თუმცა, ჩვენ რომელიმე კომპანიას მოვთხოვოთ ამის გაკეთება - დაუშვებელია. ეს იყო ძალიან მანკიერი პრაქტიკა," - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.


როგორც მან აღნიშნა, მისასალმებელია, რომ ბევრმა კომპანიამ საქართველოში ამ კრიზისის პირობებში ბევრი საქველმოქმედო აქცია განახორციელა.


„თუნდაც ის, რომ შესაძლოა, კომპანიას გაუუარესდა ფინანსური მდგომარეობა, მაგრამ თანამშრომლები შეინარჩუნა, თავისთავად ძალიან დიდი ნაბიჯია. ამიტომ ჩვენთვის ყველზე მნიშვნელოვანი და მთავარია, თუკი კომპანიები გაუფრთხილდებიან სამუშაო ადგილებს. სოციალური მხარდაჭერის პროგრამები სახელმწიფოს ფუნქციაა. ბიზნესის ფუნქციაა, პირველ რიგში, გაუფრთხილდნენ თანამშრომლებს, რადგან ეს არის მათი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი აქტივი," - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up