მივდივართ საქართველოში — ტერაბანკი შიდა ტურიზმის მხარდაჭერას აგრძელებს

მივდივართ საქართველოში — ტერაბანკი შიდა ტურიზმის მხარდაჭერას აგრძელებს

access_time2020-07-23 10:45:30

ტერაბანკი შიდა ტურიზმის ხელშეწყობას აგრძელებს და მის მხარდასაჭერად ახალ საიმიჯო კამპანიას „მივდივართ საქართველოში“ იწყებს.


კამპანიის ფარგლებში 4 შერჩეული ტერაგიდი ქვეყნის 4 რეგიონში — რაჭაში, აჭარაში, სამცხე-ჯავახეთსა და სამეგრელოში იმოგზაურებს. ისინი განსხვავებულ მარშრუტებს გაივლიან და მათ შესახებ მოკლე, შემეცნებითი გადაცემებით მაყურებელს ყველა საჭირო და სასარგებლო ინფორმაციას მიაწვდიან. ტერაგიდებს შორის მწერალი გიორგი კეკელიძე, ბროლის ბუს მფლობელი და მწერალი დათო გორგილაძე, წამყვანი და მოგზაური ნუცა გამცემლიძე და იაპონელი ქართველოლოგი იასუჰირო კოჯიმა იქნებიან.


კამპანიის მთავარი მიზანია, ის საინტერესო და ამავდროულად უცხო ადგილები თუ ღირსშესანიშნაობები წარმოაჩინოს, რომლებიც ბევრი ადამიანისთვის ჯერ კიდევ აღმოუჩენელი ან ნაკლებად ცნობილია, მსურველებს მეგზურობა გაუწიოს და მათ საინტერესო შთაბეჭდილებებით სავსე ზაფხულის გატარებაში დაეხმაროს.



როგორც ტერაბანკში აღნიშნავენ, კამპანიის ინსპირაციად იქცა უცხო საქართველო, რომლის აღმოჩენაც ნებისმიერისთვის შთამბეჭდავი და საამაყო იქნება. „ადამიანები საზღვრებს გარეთ მოგზაურობას ირჩევენ ხოლმე, თუმცა მათ საკუთარ ქვეყანაშიც არანაკლებ საინტერესო  სანახაობები, ადამიანები და თავგადასავლები ელოდებათ. გვინდა, ამ ყველაფრის აღმოჩენის პროცესი მაქსიმალურად გავამარტივოთ და ქართული ტურიზმის ინდუსტრიის მხარდაჭერაში, რომელსაც ახლა პანდემიის გამო ბევრი გამოწვევა აქვს, ჩვენი წვლილი შევიტანოთ“, - აცხადებენ ტერაბანკში.


აღსანიშნავია, რომ  მარშრუტების თვალსაჩინოებისთვის, აღმოჩენების გამარტივებისა და გაზიარებისთვის Google-ის რუკაზე ტერაგიდის პროფილიც შეიქმნება. მისი დახმარებით, გიდებსა თუ სხვა მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ, მანამდე უცნობი ღირსშესანიშნაობები მონიშნონ, ფოტოები დაამატონ და საბოლოოდ ამ უცხო ადგილებით შედგენილი რუკა სხვა მოგზაურებსაც გაუზიარონ.


უკვე მეორე წელია ტერაბანკი ქართული ტურიზმის მხარდამჭერ კამპანიებს ახორციელებს. გასული წელს მან „ტერაბანკი მოგზაურებისთვის“ წამოიწყო, რომელიც სხვადასხვა წამახალისებელ ინიციატივას აერთიანებდა და მთელი ზაფხულის განმავლობაში მიმდინარეობდა. კამპანიის ფარგლებში, ტერაბანკის ფილიალები ტურისტული ცენტრების ფუნქციებს ითავსებდნენ, თანამშრომლები კი მოგზაურთა მრჩევლების როლსაც ასრულებდნენ. პარალელურად, ბანკი ტურისტულ ობიექტებსაც ეხმარებოდა და მათ საკუთარ საკომუნიკაციო რესურსს უსასყიდლოდ უთმობდა. ტურიზმის მხარდაჭერა ტერაბანკის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს. კამპანია „მივდივართ საქართველოში“ სწორედ მისი ნაწილია.

(R)

თეგები:
ტერაბანკი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up