„მიუხედავად მთავრობის ამ  მცდელობისა, ჩვენ ისედაც ღარიბი ერი ვართ და კიდევ უფრო დიდი შანსია, რომ გავღარიბდეთ“

„მიუხედავად მთავრობის ამ მცდელობისა, ჩვენ ისედაც ღარიბი ერი ვართ და კიდევ უფრო დიდი შანსია, რომ გავღარიბდეთ“

access_time2020-04-17 10:45:21

პანდემიის დროს საქართველოში დახურულმა სავაჭრო ობიექტებმა და დაწესებულებებმა ეკონომიკური კრიზისკენ დაჩქარებული სვლის დასაწყისი შექმნა.  ეკონომიკურ კრიზისზე უსახსროდ  დარჩენილი მოსახლეობაც მეტყველებს.მსოფლიოში ეკონომიკური კრიზისის დაწყებას გაეროს კვლევაც ადასტურებს, სადაც ნათლად ჩანს, რომ ბოლო 30 წლის განმავლობაში გლობალური სიღარიბის მაჩვენებლის ზრდის პირველი შემთხვევა იქნება.

 

პანდემიის დასრულების დროს დედამიწის 7.8-მილიარდიანი მოსახლეობის ნახევარი, შესაძლოა სიღარიბეში ცხოვრობდეს.

 

გაეროს დასკვნას ეთანხმება  მაჟორიტარი დეპუტატი კახაბერ ოქრიაშვილი და აცხადებს, რომ  კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური შედეგი საქართველოსთვისაც მძიმე იქნება .დეპუტატის თქმით, სიღარიბეში მცხოვრები ადამიანების რაოდენობა გაიზრდება, თუმცა, ამ სიღარიბიდან ქვეყანა კონკრეტული გეგმის დახმარებით უნდა ამოვიდეს.  

 

„გაერო და მისი კვლევები არც გვჭირდება იმის დასადგენად, რომ კორონავირუსის შემდეგ ბევრი ადამიანი გაღარიბდება. ეკონომიკა გაჩერებულია, ისედაც ღარიბი ქვეყანა ვართ და უფრო გავღარიბდებით. ყველაფერი გაჩერებულია ერთეული კომპანიების გარდა, შიდა პროდუქტი არ იქმნება.ისედაც მყიფე ეკონომიკა ვაჭრობაზე და ტურზმზე იყო დამოკიდებული და მთლიანად გაუქმდა ეს საკითხი. არ მინდა პესიმისტი ვიყო, თუმცა, მძიმე პერიოდი გველოდება წინ.“-ამბობს კახაბერ ოქრიაშვილი.

 


მაჟორიტარი დეპუტატი არსებული ვითარების დროს ოპტიმისტურ საკითხად პარტნიორი ქვეყნების დახმარებას მიიჩნევს და აცხადებს, რომ მათგან მიღებული თანხა ქვეყანაში გონივრულად უნდა განაწილდეს.

 

„ოპტიმისტური თემა ის არის, რომ ჩვენი პარტნიორი ქვეყნები ფინანსურად გვეხმარებიან, მაგრამ ეს თანხა არ უნდა შევჭამოთ და რეალური წარმოების სერიოზული კლასტერები უნდა გავაჩინოთ, რომელიც როგორც შიდა მოხმარებას მოემსახურება, ისე ექსპორტზეც გავა და  დამატებით თანხებს შემოიტანს .სადაც შეგვიძლია, რომ ჩვენ ჩვენი თავი დავაკმაყოფილოთ, ყველა კომპონენტი უნდა იყოს შესწავლილი და მასზე ვიმუშაოთ.“-აღნიშნა ოქრიაშვილმა.

 

„კომერსანტის“ კითხვაზე, იდგმება თუ არა კორონავისურის პერიოდში სწორი ნაბუჯები, იმისთვის, რომ ქვეყანამ სამომავლოდ კრიზისი არ განიცადოს კახაბერ ოქრიაშვილი პასუხობს, რომ ამ კონკრეტული შემთხვევების  დროს, რაც კორონავირუსს უკავშირდება მთავრობის ყველა გადაწყვეტილება იყო ზუსტი და დროული.

 

„90-იანი წლებიდან დაწყებული ყველა მთავრობას პრობლემა ჰქონდა, მათ შორის, „ქართული ოცნების“ მთავრობებსაც, მაგრამ ახლა covid-19-ის  პრობლემა დადგა, ვიტყოდი რომ კარგად უმკლავდებიან ყველაფერს. ჯერჯერობით ნდობას ვუცხადებ მთავრობის ყველა გადაწყვეტილებას, რაც გიორგი გახარიამ გააკეთა ყველა ნაბიჯი იყო დაბალანსებული, დროული და  სწორი.მიუხედავად მთავრობის ამ  მცდელობისა, ჩვენ ისედაც ღარიბი ერი ვართ და კიდევ უფრო დიდი შანსია, რომ გავღარიბდეთ.თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ხელი არ გავანძრიოთ და უქმად ვისხდეთ. პირიქით, ეს ჩვენთვის უნდა იყოს მოტივაცია, ბიძგი რომ უფრო შემართებით ვაკეთოთ საქმე.


ზოგი ადამიანი უბრალოდ უქნრაა და ასე არაფერი გამოვა. ყველამ ჩვენი წვლილი უნდა შევიტანოთ გადარჩენისთვის, თუნდაც, მცირედით და ამ მცირედში ვგულისხმობ იმ საკარმიდამო მეურნეობას, რომელიც ბევრს მიტოვებული აქვს და ფუნქცია დაუკარგეს. ისტორიას გადავხედოთ, როდესაც ძალიან გვიჭირდა უფრო მაგრად ვიბრძოდით. დალხენილი  ქართველი  ჩვენი დიდი პრობლემაა.“-ამბობს ოქრიაშვილი.



ნათია ლომიძე





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up