„მიუხედავად იმისა,რომ დაგვიანებულია...

„მიუხედავად იმისა,რომ დაგვიანებულია..." - სამი სასწრაფო ნაბიჯი ბიზნესის გადასარჩენად

access_time2020-11-26 11:00:03

ამ ზამთარს ბევრი ბიზნესი ვერ გადაიტანს, ბევრი უკვე იხურება და ასევე ბევრი ადამიანი დარჩება უმუშევარი. მინიმუმ 6 თვიანი შეღავათებია საჭირო. ასევე, ქონების გადასახადი უნდა დაპაუზდეს. ეს ყველაფერი რეალობაში რომ ვაქციოთ, პირველ რიგში, კომუნიკაცია უნდა აღდგეს, რომელიც არ არსებობს,“ - შეღავათები, კომუნიკაციის ნაკლებობა, კადრების შენარჩუნებაში ხელშეწყობა - რას სთხოვს ბიზნესი სახელმწიფოს და როგორ შეძლებს ეპიდსიტუაციასთან გამკლავებას კერძო სექტორი?  „კომერსანტი“ ბიზნეს სექტორის წარმომადგენლების პოზიციით დაინტერესდა კითხვაზე - რომელია ის პირველი და აუცილებელი 3 ნაბიჯი, რაც ახლა მთავრობამ უნდა გადადგას მეორე ტალღის უმძიმესი ფინანსური შედეგების თავიდან ასარიდებლად? – ICR ჯგუფის დამფუძნებლის კახა ხაზარაძის მიერ ბიზნეს სექტორისთვის გამოწერილი „დანიშნულება“ ასეთია - მეტი კომუნიკაცია, საბაჟო დაბეგვრასთან დაკავშირებული შეღავათი და საშემოსავლო შეღავათების მინიმუმ 6 თვით გახანგრძლივება.


მიუხედავად იმისა,რომ დაგვიანებულია, რა შეიძლება მთავრობამ ბიზნესისთვის გააკეთოს?

პირველი პრობლემა ის არის, რომ ის კომუნიკაცია რაც დღესაა ბიზნესსა და მთავრობას შორის, ფასადურია, ვინაიდან არ ხდება რეალობის გაზიარება და საერთო პრობლემატიკაზე საუბარი. დავიწყეთ საუბარი მარტში, მაგრამ დღემდე ისე მოვედით, რომ არანაირი ქმედება, კომუნიკაციის ნაწილში არ შემდგარა. როცა კომუნიკაცია არ გაქვს ბიზნესთან, ეს ნიშნავს, რომ მაგარი ხარ და იცი, როგორ მართო სიტუაცია, მაგრამ სახეზე გვაქვს,რომ - როგორც პანდემიის მართვაში, ისე ბიზნეს-მენეჯმენტშიც კრიზისია.

მეორე იმ სფეროსთვის, რომელსაც მე წარმოვადგენ, მნიშვნელოვანი მოთხოვნრაც მარტში გვქონდა, იგივეს ვაყენებთ ახლაც, რომ დღგ საბაჟოდან იქნეს გადატანილი რეალიზაცია,რაც მინიმუმ ამოსუნთქვის საშუალებას მისცემს ბიზნესს. მაშინაც უარი თქვეს და არ მგონია, რომ ახლა მაინც გაიზიარონ.

მესამე არის ის, რომ დამიანების შენარჩუნებისთვის გაგრძელდეს ის შეღავათები, რამაც მოგვცა საშუალება დაგვეტოვებინა პერსონალის 90%.  საშემოსავლო გადასახადთან დაკავშირებული შეღავათები მინიმუმ 6 თვის განმავლობაში მაინც უნდა გაგრძელდეს.  მერე გაზაფხულს შევხედავთ და არსებული სიტუაციიდან გამომდინარე მივიღებთ გადაწყვეტილებას.  


როცა ამდენი პრობლემა გაქვს, მიზეზი საკუთარ თავში უნდა ეძებო - ქვეყანაში ინვესტიციები არ შემოედინება, პოლიტიკური კრიზისია, სასამართლო ფაქტობრივად არ არსებობს. არის ის პრობლემები,რომლებიც ბიზნესს აწუხებს დღეს. აღარ ვსაუბრობ ლარზე და მის დევალვაციაზე. ერთი პრობლემა და ერთი მიზეზი არ არსებობს, მთელი კოქტეილი გვაქვს,“- განმარტავს კახა ხაზარაძე.

 

ცნობისთვის, „აი სი არ ჯგუფი“ ფეხსაცმლის, ტანსაცმლის, აქსესუარების, ავეჯის 80-მდე საერთაშორისო ბრენდს, კვების ობიექტებს და 400-მდე მაღაზიას აერთიანებს.

 

მარიამ მორგოშია






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up