მიუხედავად იმისა, რომ თითოეული დახურული თვე „ისთ ფოინთისთვის“ უდიდესი ზარალია, ვფიქრობთ, რომ ეს არის ერთადერთი გამოსავალი პანდემიის შეჩერებისთვის

მიუხედავად იმისა, რომ თითოეული დახურული თვე „ისთ ფოინთისთვის“ უდიდესი ზარალია, ვფიქრობთ, რომ ეს არის ერთადერთი გამოსავალი პანდემიის შეჩერებისთვის

access_time2020-05-05 14:00:31

„მიუხედავად იმისა, რომ თითოეული დახურული თვე „ისთ ფოინთისთვის“ უდიდესი ზარალია, ვფიქრობთ, რომ ეს არის ერთადერთი გამოსავალი პანდემიის შეჩერებისთვის“, - ამის შესახებ კომერსანტს „ისთ ფოინთის“ მარკეტინგის დირექტორმა თეიკო ლომინაძემ განუცხადა. მისი თქმით, კომპანია საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პირველივე დღიდან მთავრობის ინსტრუქციას მკაცრად მიჰყვება. როგორც თეიკო ლომინაძემ ამბობს  „ისთ ფოინთის“ მენეჯმენტი თითოეულ პარტნიორთან ერთად ცდილობს შეიმუშავოს ის გეგმა, რომელიც მათ ზარალის შემცირებაში დაეხმარებათ. „ისთ ფოინთის“ მარკეტინგის დირექტორი აცხადებს, რომ სავაჭრო ცენტრი იმ ნიშნულზე დაბრუნებას, რომელიც პანდემიის დაწყებამდე ჰქონდა გარკვეული დროის გავლის შემდეგ შეძლებს.  კადრის შენარჩუნება  კი  100 პროცენტით მოხერხდა.

 

„ყოველთვიური ზარალი რომელიც „ისთ ფოინთზე“ უხეშად, რომ ვთქვათ ბოქლომის დადებით მივიღეთ, ძალიან დიდია, კონკრეტულ ციფრებს წლის ბოლოს დავითვლით. ჩვენ ისიც გაანალიზებული გვაქვს, რომ რითეილერები საკმაოდ რთულ მდგომარეობაში იქნებიან, შესაბამისად, მჭიდროდ ვთანამშრომლობთ მათთან, რათა ამ სიტუაციიდან გამოსავალი ერთად ვნახოთ, რაც გულისხმობს რა თქმა უნდა იჯარის ნაწილს.ვფიქრობ, რომ ჩვენი დიდი მხარდაჭერით ისინი შეძლებენ გამოძვრნენ ამ სიტუაციიდან. რა თქმა უნდა გვაქვს ანტიკრიზისული გეგმა, თუმცა, ანტიკრიზისული გეგმა არ შეხებია თანამშრომლების შემცირებას. მოვიქეცით ისე, როგორც კანონითაა გათვალისწინებულია, „ისთ ფოინთის“ დახურვის შემდეგ კომპანიამ ორი თვით აიღო ვალდებულება თანამშრომლებს ხელფასები გადაუხადოს, ორ თვის შემდეგ კი სავაჭრო ცენტი გაიხსენება კიდეც“, - განმარტავს თეიკო ლომინაძე.

 

„კომერსანტის“ კითხვაზე სწორად მოქმედებს თუ არა საქართველოს მთავრობა, „ისთ ფოინთის“ მარკეტინგის დირექტორის პასუხი შემდეგია:

 


„პოლიტიკური განცხადებების გაკეთება არ იქნება ჩვენი მხრიდან სწორი. არავინ იცის სწორი და არასწორი რა არის გამომდინარე იქედან, რომ ყველანი პირველად ვართ ამ სიტუაციაში, ვხედავთ ქვეყნებს სადაც ეკონომიკა გაიხსნა, მაგრამ ვხედავთ ქვეყნებს, სადაც ამ დრომდე შეზღუდულია გარკვეული საქმიანობები. მაგალითად, დანია, რომელმაც სამი თვით დახურა სავაჭრო მოლები. ასე რომ შეიძლება ჩვენ ჩვენი მოსაზრებები გამოვთქვათ, მაგრამ არავინ არ იცის დღეს რომელი გადაწყვეტილებაა სწორი და რომელი არასწორი“, - განაცხადა თეიკო ლომინაძემ.

 

„ისთ ფოინთის“ მარკეტინგის დირექტორი აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილი ანტიკრიზისულ გეგმა  ძირითადად, ფიზიკურ პირებს ეხებოდა. ბიზნესი ახლა ხელისუფლებისგან კონკრეტულ ეკონომიკურ გეგმას ელოდება.

 

„ანტიკრიზისული გეგმა ეხებოდა ეკონომიკური საქმიანობების ეტაპობრივად გახსნას, კონკრეტული ბიზნესის მხარდაჭერის ან სხვა კონკრეტულ ქმედით ნაბიჯთან დაკავშირებით ოფიციალური გადაწყვეტილება არ მოგვისმენია. მიმდინარეობს გარკვეული კონსულტაციები წარდგენილი გეგმაც არ არის სრულფასოვანი, დამუშავების პროცესშია და ეტაპობრივად კიდევ მიმდინარეობს სხვა გადაწყვეტილებების მიღება. კონკრეტული შეთავაზება რომელიც შეიძლება მოგვეწონოს ან არ მოგვეწონოს არ არსებობს, დაველოდოთ როგორ განვითარდება მოვლენები“,- ამბობს „ისთ ფოინთის“ მარკეტინგის დირექტორი. 


ბაჩო ადამია 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up