სატრანსპორტო ოპერაციების გაუმჯობესება , მიწოდების ჯაჭვის შეუფერხებლად მუშაობა, განვითარებადი ეკონომიკა და სხვ. მნიშვნელოვანი ფაქტორებია ქვეყნის წარმატებისთვის , მაგრამ გლობალურმა პანდემიამ თავისი მძიმე კვალი დატოვა ისევე როგორც სხვადასხვა მიმართულებაზე ასევე სატრანსპორტო სფეროზე, მიუხედავად იმისა რომ სატრანსპორტო მომსახურება ქვეყანაში შეუფერხებლად მიმდინარეობდა , მაინც აღინიშნა მოცულობების მაღალი ვარდნა, აქედან გამომდინარე გარკვეული პრობლემების წინაშე სატრანსპორტო კომპანიებიც აღმოჩნდნენ.
გამონაკლისი არც ჩვენი კომპანიაა აცხადებს კომერსანტთან ინტერვიუსში MGL – ის წარმომადგენელი .
მიუხედავად ქვეყანაში არსებული კრიზისა სატრანსპორტო მომსახურების ნაწილობრივი ტვირთების ტრანსპორტირება , შეიძლება ითქვას დღესდღეობით ყველაზე აქტუალური საშუალებაა. მართალია ჩვენი კომპანიაც აღმოჩნდა გარკვეული სირთულებიის წინაშე, მაგრამ აღნიშნული სატრანსპორტო საშუალება შეუფერხებლად მუშაობს. მნიშნვნელოვან მხარდაჭერას ჩვენი ბულგარული ოფისი და საწყობები წარმოადგენს ქ. სოფიასა და ჰასკოვოში. ევროპიდან ტვირთების კონსოლიდერება ხდება აღნიშნულ საწყობებში და ყოველ კვირეულად თურქეთის თუ ბორანის ტრანზიტული მიმართულებით ნაწილდება საქართველოში, აზერბაიჯანში და სომხეთში.
საქართველოში არსებული კრიზისის გამო ბევრი მოქმედი ბიზნესი ირჩევს ამ საშუალებას რადგან ოპტიმალური სატრანზიტო მარშუტი , მისაღები ფასები და მოქნილი სატრანზიტო ვადები საუკეთესო გამოსავალია.
შეგახსნებთ , რომ კომპანია MGL Georgia საქართველოს ბაზარზე უკვე მე-9 წელია ფიგურირებს და მომხმარებლებს სთავაზობს საერთაშორისო სახმელეთო , საზღვაო , შიდა საკონტეინერო , საჰაერო და სარკინიგზო ტრანსპორტირებას.