მიუღებელი და არასწორია, რომ ქვეყანა დამოკიდებული იყოს იმპორტირებულ პროდუქციაზე -  ირაკლი ღარიბაშვილი

მიუღებელი და არასწორია, რომ ქვეყანა დამოკიდებული იყოს იმპორტირებულ პროდუქციაზე - ირაკლი ღარიბაშვილი

access_time2021-09-05 15:45:37

მომდევნო სამი წლის განმავლობაში 2 მილიარდ 500 მილიონი ლარის ინვესტიციას განვახორციელებთ ადგილობრივი წარმოების განსავითარებლად და წასახალისებლად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ ცაგერის მერობის კანდიდატის წარდგენისას განაცხადა. 


ღარიბაშვილის შეფასებით, მიუღებელი და არასწორია, რომ ქვეყანა იყოს დამოკიდებული იმპორტირებულ პროდუქციაზე. 





„კარგად მოგვეხსენება, რომ წლების განმავლობაში, მოყოლებული მას შემდეგ, რაც ჩვენ აღვიდგინეთ დამოუკიდებლობა და დაინგრა საბჭოთა კავშირი, ასევე დაინგრა და ხშირ შემთხვევაში ჩვენი უგუნური პოლიტიკით და ჩვენი ყოფილი მმართველების უგუნური პოლიტიკით, თავად დაანგრიეს და დაშალეს, ფაბრიკები, საწარმოები, ქარხნები. აუცილებელია ამ ყველაფრის აღდგენა, რომ მეტი დასაქმება მოვახდინოთ ჩვენი მოსახლეობის, მეტი დოვლათი შეიქმნას, რომ ეტაპობრივად ჩავანაცვლოთ იმპორტირებული საქონელი.


არ შეიძლება და მიუღებელია, არასწორია, რომ ქვეყანა იყოს დამოკიდებული იმპორტირებულ პროდუქციაზე. რა თქმა უნდა, იმპორტიც უნდა იყოს, ყველაფერი, მაგრამ აუცილებელია ჯერ ჩვენს თავს მივხედოთ, ჩვენს მოსახლეობას მივხედოთ და თვითუზრუნველყოფილი, თვითკმარი ქვეყანა გავხდეთ, როგორც მინიმუმ სოფლის მეურნეობის პროდუქციით, რისი უდიდესი, უზარმაზარი პოტენციალიც გაგვაჩნია, მართლაც ამ უნიკალურ მხარეში, რომელიც ცნობილია, ცნობილი ვენახებით, ვაზის ჯიშებით, ღვინით.




რა თქმა უნდა, განვავითარებთ ტურიზმს და სპეციალურ პროგრამებს წარმოგიდგენთ უახლოეს თვეებში ცაგერის მუნიციპალიტეტისთვის, ეს იქნება კონკრეტულად მორგებული თქვენს მუნიციპალიტეტზე, რომ მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ ტურიზმის განვითარებას ცაგერის მუნიციპალიტეტში. ამას გარდა, მე ვახსენე სოფლის მეურნეობის პროგრამები და ასევე ადგილობრივი წარმოების მიმართულებით ჩვენს მიერ გადასადგმელი, დამატებითი უფრო ძლიერი ნაბიჯები. იქნება მორგებული სპეციალური პროგრამები, რომელიც ხელს შეუწყობს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას, პატარა საწარმოების განვითარებას”, - განაცხადა ღარიბაშვილმა.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up