ქარხანა სამი წლით დაიკეტება!
სხვა ბაზრებზე Mitsubishi Pajero ჯერ კიდევ იყიდება, თუმცა, იაპონიაში Pajero-ს გაყიდვა 2019 წელს შეწყდა.
გაყიდვები იაპონიის გარეთაც არ ბრწყინავს. ეს გასაკვირიც არაა, რადგან ამჟამინდელი მოდელი 2006 წლიდან გამოდის. Mitsubishi-მ იაპონიაში ქარხნის სამი წლით დაკეტვა გადაწყვიტა.
Pajero-ს ქარხანაში Delica D5-ის მინივენი და Outlander კროსოვერ სუვიც იწყობა. სავარაუდოდ, ამ ავტომობილების წარმოებას სხვა ქარხნებში გადაიტანენ.
Mitsubishi-ს ბორდის შეხვედრა 27 ივლისს იგეგმება და, სავარაუდოდ, ქარხნის შესახებ გადაწყვეტილებაზე და კომპანიის სამომავლო გეგმებზე ისაუბრებენ.
შესაძლოა, ყველაფერი დაკარგული არ არის. Renault Nissan Mitsubishi Alliance მაისში ოფიციალურად გამოცხადდა. მოსალოდნელია,Pajero ახალ, Nissan Armada-ს პლატფორმაზე ვიხილოთ.
2013 წლის ტოკიოს ავტოშოუზე GC-PHEV ფლაგ ინ ჰიბრიდის პრეზენტაციის შემდეგ, ავტომწარმოებელმა Pajero-ს განახლებაზე მიგვანიშნა. 2015 წელს კი უფრო მცირე ზომის Pajero Sport-ი გამოუშვა.
crystalauto.ge