იაპონურ კორპორაცია Mitsubishi Electric-ზე კიბერთავდასხმა განხორციელდა. ამის შესახებ გამოცემა Nikkei Asian Review იტყობინება.
გავრცელებული ინფორმაციით, ჰაკერებს შესაძლოა საიდუმლო ინფორმაცია მოეპარათ, რომელიც ბიზნესპარტნიორებთან და სახელმწიფო უწყებებთან კომპანიის კავშირს ეხებოდა. კომპანიის ხელმძღვანელობა თავდასხმაში ჩინელ ჰაკერებს ადანაშაულებს.
Mitsubishi Electric-ი იაპონიაში უმსხვილესი კომპანიაა, რომელიც თავდაცვის სამინისტროს კონტრაქტორია და უწყების კიბერუსაფრთხოებას უზრუნველყოფს.
imedinews.ge