მითია, რომ პანდემიის დასასრული ახლოვდება - ფაქტები და მითები ომიკრონზე

მითია, რომ პანდემიის დასასრული ახლოვდება - ფაქტები და მითები ომიკრონზე

access_time2022-01-21 22:30:00

მითია ინფორმაცია, რომ COVID-19-ის „ომიკრონ“ ვარიანტი მსუბუქი დაავადებაა,- ამის შესახებ „ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის“ ევროპის ოფისის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, სადაც ომიკრონის შტამის შესახებ ფაქტებსა და მითებზეა საუბარი.



ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ „ომიკრონ“ ვარიანტი „დელტასთან“ შედარებით ნაკლებად მძიმე დაავადებას იწვევს, თუმცა, იგი საშიშ ვირუსად რჩება არავაქცინირებულთათვის. ამასთან, „ომიკრონი“ განსაკუთრებულად დიდ საფრთხეს წარმოადგენს ქვეყნებში, სადაც ვაქცინაციის მაჩვენებელი დაბალია.



ანგარიშის თანახმად, „ომიკრონი“ ჯანდაცვის სისტემებისთვის დიდ საფრთხეს წარმოადგენს, რადგან გავრცელების მაღალი კოეფიციენტი აქვს. მიუხედავად იმისა, რომ იგი „დელტასთან“ შედარებით ნაკლებად მძიმე დაავადებას იწვევს, შემთხვევების სწრაფი ზრდა გამოიწვევს ჰოსპიტალიზაციის ზრდას, რაც ზეწოლას მოახდენს ჯანდაცვის სისტემებზე და გაძნელდება როგორც COVID-19-ით ინფიცირებული, ასევე სხვა დაავადების მქონე პაციენტების მკურნალობა.



მითია ინფორმაცია, რომ ვაქცინა „ომიკრონის“ წინააღმდეგ არ მუშაობს, პირიქით, ვაქცინაცია წარმოადგენს საუკეთესო დაცვას ამ შტამისგან. მოსალოდნელია, რომ ვაქცინირებული ადამიანები დაცულები იქნებიან „ომიკრონით“ გამოწვეული მძიმე დაავადებისა და სიკვდილისაგან, ისევე, როგორც ეს „დელტა“ ვარიანტის შემთხვევაში მოხდა. ვაქცინაცია იწვევს ორგანიზმის იმუნურ პასუხს ვირუსზე, რომელიც ადამიანებს იცავს არა მხოლოდ ცირკულაციაში ამჟამად არსებული ვარიანტებისგან, არამედ, სავარაუდოდ, COVID-19-ის მომავალი მუტაციებით გამოწვეული მძიმე დაავადებისაგანაც.




ჯანმოში აცხადებენ, რომ ომიკრონი გაციებაზე ბევრად საშიში დაავადებაა და არავაქცინირებული ადამიანები ყველაზე მაღალი რისკის წინაშე იმყოფებიან.



მითია, რომ თუ ადამიანი COVID-19-ით ერთხელ მაინც ყოფილა ინფიცირებული, „ომიკრონისგან“ დაცულია. ორგანიზაციის განცხადებით, „ომიკრონი“ იწვევს COVID-19-ით რეინფიცირების შემთხვევების ზრდას. სრული ვაქცინაციაა კი (მათ შორის ბუსტერ დოზა) ამცირებს „ომიკრონისა“ და COVID-19-ის ყველა სხვა ვარიანტისგან გამოწვეული მძიმე დაავადებისა და სიკვდილის რისკს.



COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინისაგან გამომუშავებული იმუნიტეტი დროთა განმავლობაში სუსტდება. ბუსტერ დოზა აძლიერებს იმუნიტეტს და ვაქცინირებულ მოქალაქს ამჟამად ცირკულაციაში არსებული ვარიანტებისა და მომავალი მუტაციებისაგან იცავს. ბუსტერ დოზით ვაქცინაცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რისკ-ჯგუფებისთვის (60+ ასაკის ხანდაზმულები, ქრონიკული დაავადების მქონე პირები და სამედიცინო პერსონალი.)



არსებული მტკიცებულებების საფუძველზე, „დელტა“ ვარიანტის წინააღმდეგ გამოყენებული უსაფრთხოების ზომები (პირბადე, დისტანცია, ხელების ხშირი დაბანა, ხალხმრავალი ადგილებისაგან თავის არიდება, დაცემინება და დახველება მოხრილ იდაყვში და კარგი ვენტილაციის უზრუნველყოფა) ეფექტურია „ომიკრონის“ წინააღმდეგაც.



ორგანიზაციის ინფორმაციით, მითია, რომ „ომიკრონ“ ვარიანტის გავრცელებასთან ერთად პანდემიის დასასრული ახლოვდება. სპეციალისტების განცხადებით, პანდემიის დასრულებამდე ჯერ კიდევ გრძელი გზაა გასავლელი.


businessformula.ge


თეგები:
პანდემია



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up