მითები მცირე და საშუალო ბიზნესზე

მითები მცირე და საშუალო ბიზნესზე

access_time2019-02-10 18:00:46

 

ბევრ სუსტად განვითარებულ ქვეყანაში ადამიანებს აქვთ ერთი თვისება - აიტაცებენ რაღაც თემას, რომელზეც შემდეგ საუბრობს ყველა, მაშინაც კი, როდესაც არავინ  იცის საკითხის არსი. რა თქმა უნდა, პირველ რიგში ეს ეხება პოლიტიკოსებს.

 

პოსტსაბჭოთა სივრცეში, მათ შორის საქართველოში, ერთ-ერთი ასეთი საკრალური თემაა  მცირე და საშუალო ბიზნესი. მასზე საუბრობს ყველა პოლიტიკოსი, ყველა ეკონომიკური ექსპერტი, თუ ექსპერტად წოდებული უვიცი.

 

მცირე და საშუალო ბიზნესი არის პასუხი ყველა კითხვაზე და რეცეპტი ყველა დაავადებისთვის, ცოტაც და წმინდანადაც შეირაცხება.

 

რა არის საჭირო წარმოების ასაღორძინებლად? მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება. რა არის საჭირო ახალი სამუშაო ადგილების შესაქმნელად? მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება. რა არის საჭირო ინვესტიციების მოსაზიდად? ალბათ უკვე მიხვდით რაც...

 

მცირე და საშუალო ბიზნესის ირგვლივ პოლიტიკოსები და ექსპერტები ასრულებენ რიტუალურ ცეკვებს კოცონის ირგვლივ, მთავრობები იღებენ კანონებს, ამარტივებენ საგადასახადო ტვირთს, შემოაქვს შეღავათები, და ა.შ.

 

ერთი სიტყვით, სულ რომ არაფერი,მრავალწლიანი შელოცვები უნდა ყოფილიყო საკმარისი მცირე და საშუალო ბიზნესის, და მასთან ერთად საქართველოს ეკონომიკის არნახული აღორძინებისთვის.

 

თუმცა, რეალობა სულ სხვაა. კოლექტიური ცეკვები კოცონის ირგვლივ ვერ შველის საქმეს, ხოლო მცირე და საშუალო ბიზნესი ვერ გასცდა რესტორნებს, წვრილ ვაჭრუკანებს, და სილამაზის სალონებს...

 

საქმე იმაშია, რომ წარმოდგენა, თითქოს მცირე და საშუალო ბიზნესი იხსნის ქვეყანას მრავალწლიანი სიდუხჭირისგან - არის ტიპიური პოსტ-საბჭოთა მითი, რომელსაც არაფარი საერთო არა აქვს რეალობასთან. ეს სტერეოტიპი უკვე გახდა საზოგადოებრივი აზროვნების განუყოფელი ნაწილი, და მას იმეორებენ ავტომატურად, ყოველგვარი დაფიქრების გარეშე...

 

პირველი პრობლემაა -  თვითონ მცნების  - მცირე და საშუალო ბიზნესის - არასწორი და ზედაპირული აღქმა. სწორედ ის ქმნის საქართველოს ტიპის ქვეყნებში აუხდენელ ილუზიებს,  როდესაც ადამიანები ხბოსეული აღტაცებით იმეორებენ - „გერმანიაში სამუშაო ადგილების 80%-ს ქმნის მცირე და საშუალო ბიზნესი“..


 

მართლაც ასეა, თანაც არა მხოლოდ გერმანიაში, მაგრამ... რას ვგულისხმობთ ჩვენ, როდესაც ვახსენებთ მცირე და საშუალო ბიზნესს?

 

საქმე იმაშია, რომ საქართვლოში მოსახლეობის უმრავლესობას აქვს წვრილი ვაჭარის ფსიქოლოგია - აქ ყველაფერი  - მცირე და წვრილია. თბილისი სავსეა ასობით მიკროსკოპული ავტოსერვისით, რაღაცის დამამზადებელი და ამწყობი მცირე საამქროებით, მიკროსკოპული სავაჭრო ობიექტებით.

 

იქ, სადაც განვითარებულ ქვეყნებში მუშაობს ერთი დიდი მაღალტექნოლოგიური ობიექტი, საქართველოშია ათასი მცირე, სადაც მუშაობს ნახევრად წერა-კითხვის უცოდინარი გუშინდელი გლეხები - ყოველგვარი ცოდნის, კვალიფიკაციის, და ტექნოლოგიური აზროვნების გარეშე.

 

გერმანიაში 80% მცირე და საშუალო ბიზნესი არაა მხოლოდ სილამაზის სალონი და ხაჭაპურის საცხობი, როგორც საქართველოში - ძირითადად ესაა საწარმოები, სადაც დასაქმებულია 150-მდე ადამიანი, საკმაოდ ძლიერი და მაღატექნოლოგიური ქარხნები, რომელთა ღირებულება აღწევს ათობით მილიონ ევროს.

 

ისინი არიან მცირე და საშუალო BMW-სთან ან Siemens-სთან შედარებით, თორემ საქართველოში მზგავსი საწარმოების ასაშენებლად არის საჭირო მრავალმილიონიანი ინვესტიციები, მაღალი კვალიფიკაციის მუშები და ინჟინრები, შრომის უმაღლესი კულტურა, აზროვნების მასშტაბურობა,  და გასაღების ბაზრები - ანუ, ყველაფერი ის, რაც საქართველოში არ არის.

 

მეორე ფაქტორი, რომელსაც საერთოდ არავინ არ აქცევს ყურადღებას - ზემოაღნიშნული საშუალო ქარხნების გარდა, მცირე და საშუალო ბიზნესის ერთ-ერთი ძირითადი ფუნქციაა მსხვილი ბიზნესისთვის შეკვეთების შესრულება.

 

მაგალითად, დგას მიუნხენში BMW-ს ქარხანა, მსხვილი მეგა-საწარმო, მის ირგვლივ კი, იგივე მიუნხენში ფუნქციონირებს ასობით მცირე კომპანია, რომელიც აწარმოებს სარკეებს, რეზინის სათადარიგო ნაწილებს, ჭანჭიკებს ძრავებისთვის, და სხვა ათას წვრილმანს, რომლის გარეშეც ავტომობილის აწყობა შეუძლებელია.

 

იქვე, მიუნხენში, მუშაობენ სამშენებლო კომპანიები, რომლებიც აშენებენ სახლებს BMW-ს და მასთან დაკავშირებული მცირე საწარმოების თანამშრომლებისთვის, რესტორნები, სადაც სადილობენ BMW-ს და მასთან დაკავშირებული მცირე საწარმოების თანამშრომლები,  სილამაზის სალონები, სკოლები, საბავშვო ბაღები, სუპერმარკეტები..

 

ერთი სიტყვით, მცირე და საშუალო ბიზნესის დიდი ნაწილი პირდაპირაა მიბმული გიგანტურ კორპორაციასთან, რომელიც საბოლოო ჯამში არის ლოკომოტივი, რომლის გარეშეც არაფერი არ იქნებოდა.

 

და ნურავის შეიყვანს შეცდომაში ციფრი „80% - მცირე და საშუალო ბიზნესია“  - ხვალ მიუნხენში რომ დაიხუროს BMW-ს ქარხანა, ამ მცირე და საშუალო საწარმოების 80% გაქრება როგორც გუშინდელი თოვლი  - დარჩენა მხოლოდ რესტორნები, სილამაზის სალონები, ერთი-ორი პატარა საამქრო და ბევრი ბაზრის მოვაჭრე - ზუსტად როგორც საქართველოში.

 

ვერ დამისახელებთ ვერც ერთ ქვეყანას, რომელიც აყვავდა მცირე და საშუალო ბიზნესის წყალობით.

 

საქართველოში უკვე 20 წელია მიდის ღია კარის მტრევა, და უკვე მოვიდა დრო ყველამ გაიგოს - რა თქმა უნდა, მცირე და საშუალო ბიზნესსაც აქვს თავისი ადგილი, თუმცა, ეკონომიკის შესაქმნელად საჭიროა სწორედ რომ მსხვილი ბიზნესი - დიდი ქარხნები,  დიდი სასტუმროები, გიგანტური ჰესები, დიდი ფერმები ათობით, ან ასობით ჰექტარის ფართობზე, მსხვილი ინვესტიციები სოფლის მეურნეობაში.

 

დღეს ბიზნესი უნდა წავიდეს მაქსიმალური კონცენტრაციის და გამსხვილების გზით, და მხოლოდ ეს, საბოლოო ჯამში,  მისცემს ბიძგს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებს, და არა პირიქით.

 

მანამდე კი შეგიძლიან გააგრძელოთ შელოცვები და ცეკვები კოცონის ირგვლივ - მაინც არაფერი გვეშველება...

 

ავტორი: თენგიზ აბლოთია





ვანის ღვინის ქარხანა „არგონავტები“ სავარაუდოდ, 2021 წელს გაიხსნება

ვანის ღვინის ქარხანა „არგონავტები“ სავარაუდოდ, 2021 წელს გაიხსნება
access_time2020-01-17 15:35:47
ბიზნესმენმა, „ჯიდიჯი ჯგუფის“ დამფუძნებელმა  ბეჟან წაქაძემ  ვანში, ღვინის ქარხანა „არგონავტების“ გახსნა 1 წლით გადადო. ამის შესახებ „კომერსანტს“ უკვე მის საკუთრებაში არსებულ ღვინის ქარხანას „არგონავტებს“ 2021 წელს გახსნის,შესაბამისად, ქარხანა ყურძენს მომავალი წლის ოქტომბერში მიიღებს. მიზეზი, რის გამოც პროექტის განხორციელება დროებით გადაიდო, ადგილზე არსებული სამუშოებია.  „როდესაც ეს ქარხანა ვიყიდე, მეგონა, რომ სხვა მოცემულობა დამხვდებოდა. როგორც...

იტალიელები ქუთაისში ჩამოვიდნენ – „გვინდა, კარგი კლუბი შევქმნათ“

იტალიელები ქუთაისში ჩამოვიდნენ – „გვინდა, კარგი კლუბი შევქმნათ“
access_time2020-01-17 14:40:38
ქუთაისში ფაბიო მანინი და იტალიელი ბიზნესმენების ჯგუფი იმყოფებიან, რომლებსაც ქუთაისის „ტორპედოს“ საკუთრებაში აყვანა სურთ.ქუთაისელ გულშემატკივართა კლუბმა „ჩვენ ვართ ტორპედო“-მ იტალიელი ბიზნესმენის მიერ შეხვედრის შემდეგ გაკეთებული კომენტარი გაავრცელა. „ქუთაისში იმისთვის ვარ, რომ ვიყიდო და ვმართო ქუთაისის „ტორპედო”. ამ საკითხს ქუთაისის მერიასთან განვიხილავ. ველოდებით, რომ ეს შეთანხმება, რაც შეიძლება მალე დავასრულოთ. მანამდე კი სპონსორის ვალდებულებები დავაზუსტეთ, რაც ჩვენ...

„ჯანდაცვის ახალი რეფორმა, სწორი თუ მცდარი ნაბიჯები“

„ჯანდაცვის ახალი რეფორმა, სწორი თუ მცდარი ნაბიჯები“
access_time2020-01-17 13:59:43
„ჯანდაცვის ახალი რეფორმა, სწორი თუ მცდარი ნაბიჯები”- ამ სახელწოდებით KAS EPRC ეკონომიკურმა არენამ გამოქვეყნა კვლევა, რომელიც ეძღვნება საქართველოში მიმდინარე ჯანდაცვის რეფორმას. დოკუმენტი ზოგადად მიმოიხილავს საქართველოს ჯანდაცვის სისტემას, ჰოსპიტალურ სექტორში განხორციელებულ ცვლილებს. კვლევის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო საყოველთაო ჯანდაცვის სისტემის უპირატესობებს და  ნაკლოვანებებს. ყურადღება ასევე გამახვილებულია 520-ე დადგენილებაზე, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში...

დეპუტატები, რომლებიც საკუთარ ქონებას არასრულად უთითებენ - რა დარღვევები გამოვლინდა დეკლარაციებში

დეპუტატები, რომლებიც საკუთარ ქონებას არასრულად უთითებენ - რა დარღვევები გამოვლინდა დეკლარაციებში
access_time2020-01-17 16:00:18
254 ჯარიმა და 75 გაფრთხილება - ასეთია საჯარო სამსახურის ეროვნული ბიუროს მიერ 2019 წელს შემოწმებული საჯარო მოხელეების დეკლარაციების მონიტორინგის...

დეველოპერებს კომერციული ბანკების არაპროფილური აქტივები ისევ პრობლემებს უქმნის

დეველოპერებს კომერციული ბანკების არაპროფილური აქტივები ისევ პრობლემებს  უქმნის
access_time2020-01-17 13:10:50
ახალ საბანკო რეგულაციებს მრავალი ბიზნეს ასოციაცია, თუ ლობისტური ჯგუფი ეწინააღმდეგებოდა. რეგულაციების ერთ-ერთი მთავარი მოწინააღმდეგე სამშენებლო სექტორი იყო. დეველოპერები რეგულაციებს იმ მოტივით აკრიტიკებენ, რომ “კვალიფიციური დაკრედიტების ჩარჩო” სამშენებლო ბიზნესს მნიშვნელოვან დარტყმას მიაყენებდა. თუმცა, რეგულაციებიდან ერთი წლის თავზე, ოფიციალური მონაცემებითაც გამოჩნდა, რომ საბანკო რეგულაციებმა სამშენებლო სექტორს პრობლემები არ შეუქმნა და მეტიც, სებ-ის მონაცემებით იპოთეკური დაკრედიტება,...


მსგავსი სიახლეები

up