მითები ელექტროსიგარეტის მოხმარებასთან დაკავშირებით

მითები ელექტროსიგარეტის მოხმარებასთან დაკავშირებით

access_time2020-03-06 14:16:16

ბლოგის ავტორია დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის სამინისტროს (PHE) მოწვეული ექსპერტი თამბაქოს პროდუქტებისა და თამბაქოს ზიანის შემცირების დარგში მარტინ დოკრელი (Martin Dockrell). ბლოგი დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე არის გამოქვეყნებული.

 

ბევრს ალბათ წაგიკითხავთ დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის სამინისტროს (PHE) მიერ ელექტროსიგარეტების შესახებ გამოქვეყნებული ანგარიში, ან გინახავთ მის შესახებ მედიაში მომზადებული მასალა. შეიძლება ითქვას, რომ ელექტროსიგარეტები ცოტათი მარმაიტის ჯემს წააგავს, რომელიც ასევე იწვევს უთანხმოებას, როგორც საზოგადოებაში ისე მედიაში.


გასაკვირი არ არის, რომ არსებობს მრავალი უზუსტობა და ცდომილება ელექტროსიგარეტების მოხმარების შესახებ. წინამდებარე ბლოგი განიხილავს რამოდენიმე ყველაზე გავრცელებულ მითს და მათ შესახებ წარმოადგენს ფაქტებს.


დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ჩატარებული სამეცნიერო კვლევები, ისევე როგორც სხვა მრავალი აკადემიური ნაშრომი აჩვენებს, რომ ელექტროსიგარეტები, მართალია არ არიან ურისკო პროდუქტები, მაგრამ არსებული მტკიცებულებები ნათლად უსვამენ ხაზს, რომ  ისინი მოწევასთან შედარებით, გაცილებით ნაკლებად მავნე ალტერნატივას წარმოადგენენ.


მიმოხილვაში გამოყენებულია ისეთი ორგანიზაციების შეფასებები, როგორიცაა: დიდი ბრიტანეთის სიმსივნეთა კვლევის ორგანიზაცია (Cancer Research UK), საზოგადოებრივი ჯანდაცვის ორგანიზაცია (Action on Smoking and Health), ექიმების სამეფო კოლეჯი (Royal College of Physicians), ბრიტანეთის სამედიცინო ასოციაცია (British Medical Association), ასევე აშშ-ის მეცნიერებათა, ინჟინერიისა და მედიცინის ეროვნული აკადემია (National Academies of Sciences, Engineering, and Medicine).


მითი 1  - ელექტროსიგარეტები არ რეგულირდება და არ ვიცით რა შედის მათ შემადგენლობაში


დიდ ბრიტანეთში მოქმედებს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი რეგულაციები ელექტროსიგარეტებთან მიმართებით. 2016 წელს მიღებული რეგულაციების თანახმად (Tobacco and Related Products Regulations 2016), ელ-სიგარეტები უნდა აკმაყოფილებდეს როგორც შემადგენლობითა და უსაფრთხოების ზომებით, ასევე შეფუთვისა და ეტიკეტირების მოთხოვნებით სახელმწიფოს მიერ დადგენილ სტანდარტებს. ამასთანავე, კანონმდებლობა ხაზს უსვამს, რომ მომხმარებელს უნდა ჰქონდეს საკმარისი ინფორმაცია რათა, მან ინფორმირებული არჩევანის გაკეთება შეძლოს .


პროდუქტის სრული შემადგენლობა მწარმოებლებმა უნდა გააცნონ დიდი ბრიტანეთის მედიცინისა და ჯანდაცვის პროდუქტების მარეგულირებელ სააგენტოს (MHRA).


მითი 2 - ელექტროსიგარეტები მავნებელია, რადგანაც მათ შემცველობაში ნიკოტინი შედის


სოციოლოგიური კვლევები აჩვენებენ, რომ ათიდან ოთხი მწეველი ფიქრობს, რომ სიგარეტის მოწევასთან დაკავშირებული დაავადებების მნიშვნელოვან ნაწილს სწორედ ნიკოტინი იწვევს. მაშინ როდესაც სამეცნიერო მტკიცებულებები აჩვენებს, რომ ნიკოტინი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ნაკლები ზიანის მატარებელია, ვიდრე ათობით სხვა ქიმიური ნივთიერება, რომელიც სიგარეტის კვამლში შედის.


ელექტროსიგარეტების ორთქლი არ შეიცავს კუპრსა თუ ნახშირბადის მონოქსიდს - თამბაქოს კვამლში შემავალ ორ ყველაზე მავნე ნივთიერებას, რომლებიც პირდაპირ არიან დაკავშირებული მძიმე დაავადებების განვითარებასთან.



ამასთანავე, ელექტროსიგარეტის ორთქლი შეიცავს სიგარეტის მოწევით გამოყოფილ სხვა ქიმიურ ნივთიერებებს, თუმცა ჩვეულებრივ სიგარეტთან შედარებით, გაცილებით შემცირებული რაოდენობით.


დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ვიდეო - ელექტროსიგარეტების შესახებ (ემბედი)



მითი 3 - ელ-სიგარეტების ორთქლის შესუნთქვა მავნეა გარშემომყოფთათვის

მტკიცებულებები აჩვენებს, რომ პასიური მწეველობა მავნეა და სწორედ ამიტომ, დიდ ბრიტანეთში მოქმედებს შესაბამისი კანონი, რომელიც კრძალავს დახურულ საზოგადეობრივი თავშეყრის ადგილებსა და სამუშაო ადგილებზე მოწევას.თუმცა, ბრიტანული კანონმდებლობის მიხედვით,  ეს აკრძალვები არ მოიცავენ ვეიპინგს და ორგანიზაცები თავისუფალნი არიან საკუთარი პოლიტიკის შემუშავებაში, საკუთარ ტერიტორიაზე, ელ-სიგარეტების გამოყენების შესახებ.


ელექტროსიგარეტების სითხე, ჩვეულებრივ, შედგება ნიკოტინის, პროპილენგლიკოლის ან/და გლიცერინის და არომატიზატორისგან.


ბრიტანეთის ჯანდაცვის სააგენტოს მიერ, 2018 წელს მომზადებულმა ანგარიშმა, ვერ გამოავლინა იდენტიფიცირებული რისკის „პასიური ვეიპინგთან“ მიმართებით.


თუმცა, ამასთანავე, სამინისტრო მიუთითებს, რომ იმ ადამიანებს, რომელთაც აქვთ ასთმა ან რესპირატორული სისტემის სხვა დაავადებები, შესაძლოა მგრძნობიარენი იყვნენ  ბუნებრივი გარემოს სხვადასხვა გამაღიზიანებლის მიმართ, როგორიცაა ყვავილის მტვერი, ცივი ჰაერი და სხვა. სწორედ ამიტომ, ბრიტანეთის ჯანდაცვის სააგენტო ურჩევს ორგანიზაციებს მხედველობაში მიიღონ ეს გარემოება და თუ საჭიროა, შეცვალონ მიდგომა ელ-სიგარეტების გამოყენების შესახებ პოლიტიკის შემუშავებისას.


მითი 4 - ელექტროსიგარეტებმა შესაძლოა, არასრულწლოვნებში თამბაქოს მოხმარების ზრდას შეუწყონ ხელი


დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მომზადებულა ანგარიშმა, ჯერჯერობით, ვერ აჩვენა ვერანაირი მტკიცებულება იმ მოსაზრების გასამყარებლად, რომ ელ-სიგარეტები ახალგაზრდა ადამიანებისათის მოწევის დაწყების გზას წარმოადგენს. კვლევები აჩვენებს, რომ ახალგაზრდების მხრიდან ელექტროსიგარეტების გამოყენებას მხოლოდ ეპიზოდური ხასიათი აქვს, თუმცა რეგულარული გამოყენება იშვიათია და მხოლოდ უკვე მწეველებისთვისაა დამახასიათებელი. ამასთანავე, დიდი ბრიტანეთის ახალგაზრდა პოპულაციაში მოწევის დამწყებთა რაოდენობა წლების განმავლობაში ინარჩუნებს დაღმავალ ტრენდს.


ასევე არ არსებობს მტკიცებულება იმ მოსაზრების გასამყარებლად, რომ ვეიპინგი „ნორმალიზებას უკეთებს მოწევას.“ უკანასკნელი წლების განმავლობაში - ანუ იმ პერიოდში, როდესაც ვეიპინგი შედარებით უფრო გავრცელებული გახდა, იმ ახალგაზრდების რაოდენობა, რომელთაც მიაჩნიათ, რომ მოწევა „არ არის კარგი“ ასევე მზარდი ხასიათის მატარებელია.


რასაკვირველია, ბრიტანეთის ჯანდაცვის სააგენტო მომავალშიც  გააგრძელებს სიგარეტებისა და ელექტროსიგარეტების გამოყენების შესახებ საზოგადოებრივი აზრის კვლევებს, ისევე როგორც მოწევის ტენდენციების მონიტორინგს.


მითი 5 - თამბაქოს ინდუსტრია, ელ-სიგარეტებს ტროას ცხენის მსგავსად იყენებს, რათა ადამიანებმა გააგრძელონ მოწევა

 

ჯერჯერობით არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ ელექტროსიგარეტები ადამიანებს უბიძგებენ მოწევის გაგრძელებისაკენ - დიდ ბრიტანეთში არსებული სურათი ამის საწინააღმდეგოს ამტკიცებს. ელ-სიგარეტების მომხმარებელთა რაოდენობა, რომლებიც წარსულში მწეველები იყვნენ, გაცილებით გაიზარდა ბოლო წლების განმავლობაში.


დიდ ბრიტანეთში, სადაც ელექტროსიგარეტების ზრდასრულ მომხმარებელთა რაოდენობა 3.2 მილიონს შეადგენს, მათმა ნახევარზე მეტმა მთლიანად დაანება მოწევას თავი. 770 000-მა მწეველმა თავი დაანება როგორც მოწევას, ასევე ვეიპინგსაც. ამავე დროს, დანებების წარმატების სტატისტიკური მონაცემები უმჯობესდება და ვხედავთ მწეველთა როდენობის აჩქარებულ კლებას, რომელიც ამჟამად დიდ ბრიტანეთში შეადგენს რეკორდულად დაბალ - 14.9%-ს. ამ მაჩვენებლით, დიდი ბრიტანეთი დასავლეთ ევროპის მასშტაბით ყველაზე კარგ პოზიციაზეა.


მითი 6 - ელექტროსიგარეტები მომხმარებლებს სიგარეტისთვის თავის დანებებაში არ ეხმარება


ჩვენი მიმოხილვისაგან დამოუკიდებლად,  2019 წლის თებერვალში, გამოქვეყნდა ჯანდაცვის კვლევების ეროვნული ინსტიტუტუტის (NIHR) დაფინანსებით ჩატარებული მსხვილი კლინიკური გამოკვლევის შედეგები. ნაშრომმა, რომელიც 900-მდე მონაწილეს აკვირდებოდა გამოავლინა, რომ მოწევისათვის თავის დანებების საშუალებებით სარგებლობისას,  სტანდარტული ელ-სიგარეტი იყო ორჯერ უფრო ეფექტური მოწევისათის თავის დანებებაში - იმ კომბინაციასთან შედარებით, რომელსაც თავად მწეველი ირჩევდა, ნიკოტინის ჩანაცვლების თერაპიის ფარგლებში (NRT).


მიმოხილვის მიგნებების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, შეგიძლიათ იხილოთ ბლოგი: E-cigarette evidence update - patterns and use in adults and young people.


(R)

 

 






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up