მიშელ ბაჩელეტი - აშშ-ის სანქციები ვენესუელაში მილიონობით ადამიანზე ნეგატიურად აისახება

მიშელ ბაჩელეტი - აშშ-ის სანქციები ვენესუელაში მილიონობით ადამიანზე ნეგატიურად აისახება

access_time2019-08-09 20:15:54

აშშ-ის სანქციები ვენესუელაში მილიონობით ადამიანზე ნეგატიურად აისახება. ამის შესახებ გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა, მიშელ ბაჩელეტმა განაცხადა.


მიშელ ბაჩელეტმა ვაშინგტონის მიერ დაწესებული ეკონომიკური ემბარგო გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ აკრძალვები ლათინური ამერიკის ქვეყნის ყველაზე მოწყვლად საზოგადოებას შეეხება და კიდევ უფრო რთულ მდგომარეობაში ჩააგდებს.


ახალი სანქციების ფარგლებში აშშ-მა საკუთარი ქვეყნის ტერიტორიაზე ვენესუელას მთავრობის წარმომადგენლების და მათთან დაკავშირებული ორგანიზაციების აქტივები დაბლოკა. ამასთან ერთად, აშშ-ში მათთან ნებისმიერი სახის ეკონომიკური ოპერაციები აიკრძალა. გამონაკლისია მხოლოდ ჰუმანიტარული დახმარების დროს განხორციელებული ოპერაციები.



ვენესუელას საწინააღმდეგო ემბარგო ნიკოლას მადუროს უკანონო უზურპაციას უკავშირდება, რომელიც ვენესუელაში კვლავ გრძელდება. თეთრი სახლის ლიდერის განცხადებით, ვენესუელაში ადამიანის უფლებები გამუდმებით ირღვევა.


ვენესუელაში ვითარება განსაკუთრებით 21 იანვრის შემდეგ დაიძაბა, როდესაც ნიკოლას მადუროს წინააღმდეგ მასშტაბური დემონსტრაციები დაიწყო. ოპოზიციონერმა ხუან გუაიდომ კი, თავი ქვეყნის დროებით პრეზიდენტად გამოაცხადა. ამის პარალელურად, ვენესუელა უმძიმეს ეკონომიკურ და სოციალურ კრიზისს განიცდის. ჰიპერინფლაციის გამო, ქვეყანაში საკვებისა და სამედიცინო მედიკამენტების დეფიციტია. შედეგად, ქვეყანა მილიონობით ადამიანმა დატოვა და თავი მეზობელ სახელმწიფოებს შეაფარა.


აშშ 50 სახელმწიფოდან ერთ-ერთია, რომელიც ნიკოლას მადუროს მთავრობას არ აღიარებს და ოპოზიციონერ ხუან გუაიდოს ემხრობა.


1ტვ


თეგები:
ვენესუელა



ბიძინა ივანიშვილის გარემოცვა ჩართული არის ელიტარულ კორუფციაში

ბიძინა ივანიშვილის გარემოცვა ჩართული არის ელიტარულ კორუფციაში
access_time2020-02-25 19:00:51
პარლამენტის დარგობრივ სხდომაზე ფინანსთა მინისტრი არ მივიდა. ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრმა ლევან კობერიძემ გადაცემაში „პოლიტიკის ფორმულა“  განაცხადა,რომ ფინანსთა მინისტრმა ისინი მოატყუა. „ჩვენ გავაგზავნეთ ფინანსთა და ჯანდაცვის მინისტრებთან წერილი,რომ მობრძანებულიყვნენ ფრაქციაში და კონკრეტულ საკითხებზე გვესაუბრა. ეს საკითხებია დღგ-ს ნაწილში ყალბი აქტივის შექმნა, ტელევიზიების მიერ არგადახდილი დღგ და აზარტული თამაშები.  კითხვები გვქონდა...

როგორ მივაღწიოთ ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდას საქართველოში?

როგორ მივაღწიოთ ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდას საქართველოში?
access_time2020-02-25 17:00:17
ISET-ი ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით კვლევას აქვეყნებს. მათი ინფორმაციით,საქართველოში ბოლო ათწლეულებში ეკონომიკური პოლიტიკის გარკვეული ინიციატივები ერთმანეთთან შეუსაბამობაში მოდის. მაგალითად, ერთი მხრივ, მთავრობა ცდილობს, წაახალისოს მცირე ფერმერები, გადაინაცვლონ ეკონომიკის სხვა სექტორებში (რისთვისაც წარმოების ხელშემწყობ სააგენტოებს აარსებს), მეორე მხრივ, ეხმარება მათ სხვადასხვა პროგრამებით (მაგ. კოოპერატივების მხარდაჭერით), აიმაღლონ პროდუქტიულობა და დარჩნენ სოფლის მეურნეობაში....

გლობალური პანდემია შესაძლოა მსოფლიოს 1 ტრილიონი დოლარი დაუჯდეს

გლობალური პანდემია შესაძლოა მსოფლიოს 1 ტრილიონი დოლარი დაუჯდეს
access_time2020-02-25 20:00:35
შემაშფოთებელი პერსპექტივა იმის, რომ კორონავირუსის მასშტაბური გავრცელება გლობალიზაციის ეპოქის პირველი მძლავრი პანდემია აღმოჩნდეს, ბადებს ეჭვებს მსოფლიოს ეკონომიკურ სტაბილურობაზე. კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 3000-ს მიაღწია, დაფიქსირდა 80 000-ზე მეტი შემთხვევა.  იტალიაში ვირუსის გავრცელებამ ეკონომიკის უმდიდრეს ზონებს დარტყმა მიაყენა. ზოგი ეკონომისტი საუბრობს, თუ რა შეიძლება გამოიწვიოს არათანაბარმა განვითარებამ გლობალურ...

876 ათასი ლარი ავეჯის შესაძენად – ვინ მართავს ბათუმის სტადიონს

876 ათასი ლარი ავეჯის შესაძენად – ვინ მართავს ბათუმის სტადიონს
access_time2020-02-25 18:00:17
ბათუმის საფეხბურთო სტადიონისთვის ავეჯის შესაძენად აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს შპს „სტადიონმა“ ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა. სკამების, მაგიდების, დივნების, კარადების და სხვა ინვენტარის შესაძენად აჭარის ბიუჯეტიდან 876 ათასი ლარია გამოყოფილი.ავეჯის დიზაინი, დეტალური ტექნიკური მახასიათებლები, განლაგების სქემა და ნახაზები ტენდერის პირობებშია...

როგორ კარგავს ბიუჯეტი მნიშვნელოვან თანხებს თხევადი აირის იმპორტიდან

როგორ კარგავს ბიუჯეტი მნიშვნელოვან თანხებს თხევადი აირის იმპორტიდან
access_time2020-02-25 15:45:46
თხევადი აირი (LPG) სულ უფრო პოპულარული ხდება ქართველ მომხმარებელში და ამას აქვს არაერთი მიზეზი. მაგალითად არაოფიციალური მონაცემებით (ოფიციალური სტატისტიკა არ იწარმოება), თუ 2 წლის წინ ამ საწვავზე მომუშავე ავტომანქანების რაოდენობა 1 000 ავტომობილს აღწევდა, დღეს მათი რიცხვი 10 000 ავტომობილს აჭარბებს. LPG -ის სწრაფი პოპულარობის მიზეზი კი როგორც ვახსენეთ რამდენიმეა. პირველი და, რა თქმა უნდა, მთავარი არის ფასი. ერთი კოლოგრამი LPG-ის ღირებულება, საშუალოდ 1.25 ლარია. საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ...


მსგავსი სიახლეები

up