სამედიცინო სფეროს ექსპერტებმა აკაკი ზოიძის მიერ ჯანდაცვის სფეროსთვის განხორციელებული ღირებული საკანონმდებლო ინიციატივა  ვერ გაიხსენეს

სამედიცინო სფეროს ექსპერტებმა აკაკი ზოიძის მიერ ჯანდაცვის სფეროსთვის განხორციელებული ღირებული საკანონმდებლო ინიციატივა ვერ გაიხსენეს

access_time2019-12-06 10:00:44

უმრავლესობის დეპუტატმა და ჯანდაცვის კომიტეტის თავჯდომარემ აკაკი ზოიძემ რამდენიმე დღის წინ პარლამენტის დატოვების შესახებ განცხადება გააკეთა. მისი პოლიტიკიდან წასვლა კენჭისყრაზე პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩაგდებას უკავშირდება.


„კომერსანტი“ დაინტერესდა სადეპუტატო უფლებამოსილების განხორცილების დროს, რა კანონპრექტი შეიმუშავა ჯანდაცვის კომიტეტის თავჯდომარემ, რომელიც საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობას მოუტანდა და მათ ცხოვრებაზე დადებითად აისახებოდა.


 აკაკი ზოიძის მიერ განხორციელებული კანონპროექტების და მისი დეპუტატობის დროს ჯანდაცვის სფეროში გატარებული მნიშვნელოვანი პროექტების გახსენება ჯანდაცვის სპეციალისტებს სთხოვა.


სამედიცინო სფეროს ექსპერტმა სერგო ჩიხლაძე აკაკი ზოიძის მიერ შემუშავებულ ვერც ერთ საკანონმდებლო ინიციატივის გახსენება ვერ შეძლო. ჩიხლაძე აცხადებს, რომ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა ჯანდაცვის პოლიტიკის გასაუმჯობესებლად ვერანაირი ღიებული ცვლილება ვერ განახორციელა.



„კანონმდებლობის თვალსაზრისით მიჭირს გავიხსენო აკაკი ზოიძის მიერ განხორციელებული პროექტები, იმიტომ რომ კარდინალური ინიციატივა არ ყოფილა. ეს იყო ჩვეულებრივი მიმდინარე პროცესები, რასაც კომიტეტი ყოველდღიურად ახორციელებდა. რევოლუციური ძვრები, რომელიც აღმასრულებელ ხელისუფლებას დააბალანსებდა და ჯანდაცვის სამინისტროს (ხშირ შემთხვევაში უგუნურ ქმედებებს) გაანეიტრალებდა - ასეთი არ მახსოვს. თუმცა, ბატონი აკაკი ჯანდაცვის მიმართულებით ხელისუფლებაში ერთ-ერთი ყველაზე საღი აზრის მქონე ადამიანი იყო, მიუხედავად იმისა, რომ მის პოლიტიკას მთლიანად არ ვიზიარებ. სერგეენკოსთან შედარებით ის უფრო მოქნილი იყო, მაგრამ მისი  არცერთი ცვლილება არ დასრულებულა რაიმე შედეგით, რადგან ჯანდაცვის სამინისტრო ამას ყოველთვის ბლოკავდა. კომიტეტმა ბოლო 3-4 წლის განმავლობაში ვერ შეძლო ვერანირი ღირებული ცვლილების შეტანა ჯანდაცვის პოლიტიკის სასიკეთოდ, რადგან ძირითადი როლი აღმასრულებელ ხელისუფლებას ჰქონდა, რომელიც ყოველთვის სიხისტით გამოირჩეოდა“, - განაცხადა ჯანდაცვის სფეროს ექსპერტმა სერგო ჩიხლაძემ.


აკაკი ზოიძის საპარლამენტო საქმიანო დასამახოვრებელი არ ყოფილა კიდევ ერთი სამედიცინო სფეროს სპეციალისტისთვის. ჯანდაცვის კომიტეტის  ყოფილი თავჯდომარის მიერ განხორციელებულ ღირებულ პროექტი ვერც ჯანდაცვის საკითხებში ექსპერტმა ვატო სურგულაძემ გაიხსენა.


„აკაკი ზოიძის მიერ განხორციელებული ღირებული პროექტი არ მახსენდება. ძალიან კარგი პროექტებით მოვიდა, პარლამენტში ბევრი შეხვედრა იყო, განვიხილავდით სტრატეგიული განვითარების პროექტებს, მაგრამ რეალურად არანაირი შედეგი არ მიგვიღია. ისევ დგას ექთნების არარსებობის პრობლემა, რომელიც საქართველოში ძალიან სერიოზული საკითხია, კლინიკებში მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება არ ხდება, ამიტომ მე არ მახსენდება არცერთი ღონისძიება, რომელმაც შედეგი მოიტანა. თუმცა, დასაწყისი კარგი ჰქონდა და იმედი მქონდა, რომ რაც დაისახა იმის მცირედი ნაწილი მაინც განხორციელდებოდა. საბოლოოთ, მივიღეთ ძალიან უხარისხო ჯანდაცვის სისტემა, ხარისხი ყოველდღიურად ვარდება, ზუსტად იმიტომ რომ არ მოხდა იმ რეგულაციების შემოტანა რაც ამისთვის საჭირო იყო. არ მომხდარა არცერთი ისეთი საკანონმდებლო აქტის განხორციელება, რომელიც ქვეყანას ჯანდაცვის მიმართულებით წინ წაწევდა, იყო მხოლოდ დაპირებები“, - განმარტა ვატო სურგულაძემ.


შეგახსენებთ, რომ აკაკი ზოიძეს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა 3 წლის განმავლობაში ეკავა.

 

ნინო თამაზაშვილი





„კომერსანტის“ 28 იანვრის TOP 10 თემა

„კომერსანტის“ 28 იანვრის TOP 10 თემა
access_time2020-01-28 21:30:47
„კომერსანტის“ 28 იანვრის TOP 10 თემა 1.„არჩევნების წინ ბიუჯეტში უფრო მეტი სახსრების მობილიზებას ცდილობენ“ – „საქსტატი“ ჩრდილოვანი ეკონომიკის დარგების აღრიცხვას იწყებს 2.„ქართული ოცნების“ პრემიებზე დახარჯული მილიონები და 112-ის გაუმართავი...

„ხალხი ცდილობს თავი შეიკავოს როგორც ჩინური პროდუქციისგან, ასევე დაწესებულებებში სტუმრობისგანაც“-კორონავირუსის გავლენა ჩინურ რესტორნებზე

„ხალხი ცდილობს თავი შეიკავოს როგორც ჩინური პროდუქციისგან, ასევე დაწესებულებებში სტუმრობისგანაც“-კორონავირუსის გავლენა ჩინურ რესტორნებზე
access_time2020-01-28 18:15:26
ჩინეთში დაფიქსირებული კორონავირუსი მსოფლიო ყურადღების ცენტრშია. რამდენიმე ქვეყანამ ჩინეთიდან პროდუქციის შეტანაც კი აკრძალა. ინტენსიურად მოწმდება აეროპორტებში მგზავრების მდგომარეობაც. საქართველოში ჩინეთიდან ცოცხალი ცხოველის შემოყვანა აიკრძალა. აკრძალვების ფონზე „კომერსანტი“ დაინტერესდა რა მდგომარეობაა საქართველოში არსებულ ჩინურ რესტორნებში. შემცირდა თუ არა სტუმრების რაოდენობა ან შეჩერებულია თუ არა დაწესებულებების იმ ნედლეულით მომარაგება, რომელიც ჩინეთიდან...

ჩინეთის კორონავირუსმა iPhone-ის წარმოება საფრთხის წინაშე დააყენა

ჩინეთის კორონავირუსმა iPhone-ის წარმოება საფრთხის წინაშე დააყენა
access_time2020-01-28 20:20:26
ჩინეთში გავრცელებული კორონავირუსი, რომელმაც უკვე 100 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, iPhone-ების წარმოებას აფერხებს.  Bloomberg-ის მონაცემებით,  ჩინეთის ხელისუფლების მიერ მიმოსვლაზე შეზღუდვების დაწესებამ Apple-ის საწარმოო ჯაჭვში რღვევები შეიტანა. „ვერ წარმომიდგენია სცენარი, რომლის შემთხვევაშიც მიწოდების ჯაჭვი არ გაირღვევა, ამისთვის საკმარისია ნედლეულის, წარმოების, ტესტირებისა და მიწოდების მცირე სერიოზული შეფერხებაც კი“ - განუცხადა Bloomberg-ს ანალიტიკოსმა...

ბათუმში Ibis Styles-ისა და Novotel living-ის სასტუმროები გაიხსნება

ბათუმში Ibis Styles-ისა და Novotel living-ის სასტუმროები გაიხსნება
access_time2020-01-28 17:15:35
ბათუმში, კახაბრის დასახლებაში მრავალფუნქციურ კომპლექსში სასტუმროების 2 საერთაშორისო ბრენდი იქნება წარმოდგენილი. ბრენდების შემოყვანაზე Ibis Styles-სა და Novotel living-თან კომპანია „ეიერ-მერიდიანსმა“ მოლაპარაკებებს უკვე მიაღწია. ამ დროისთვის გაფორმებულია 20 წლიანი ხელშეკრულება Ibis Styles-თან, Novotel living-თან კი გაფორმებულია მემორანდუმის თანახმად, 20 წლიანი ფრანშიზა უახლოეს 3 თვეში გაფორმდება. ეს ორი შეთანხმება გახდა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის...

მაია ცქიტიშვილი: „მსოფლიოში მესამე ადგილზე ვართ საგადასახადო ტვირთის სიმცირის მიხედვით“

მაია ცქიტიშვილი: „მსოფლიოში მესამე ადგილზე ვართ საგადასახადო ტვირთის სიმცირის მიხედვით“
access_time2020-01-28 17:00:05
ზოგადად, ქვეყანაში საგადასახადო ტვირთის შესაფასებლად გამოიყენება მაჩვენებელი, რომელიც საგადასახადო შემოსავლების მთლიან შიდა პროდუქტთან ფარდობას ზომავს. მაია ცქიტიშვილი საწარმოს კომერციულ მოგებაში პირდაპირი გადასახადების ფარდობით მაჩვენებელს გულისხმობს, რომელიც მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების რეიტინგის ერთ-ერთი კომპონენტია. რადგან გამოსვლისას პოლიტიკოსი ბიზნეს-კონიუნქტურაზე საუბრობდა, აღნიშნული მაჩვენებლის გამოყენება მიზანშეწონილია, თუმცა საბოლოო ჯამში, კონკრეტიკა არასაკმარისია და განცხადება...


მსგავსი სიახლეები

up