სკანდალურად ცნობილი მირზა-შაფის პროექტი იყიდება

სკანდალურად ცნობილი მირზა-შაფის პროექტი იყიდება

access_time2019-10-08 14:00:18

მირზა-შაფის სკანდალურად ცნობილი პროექტი იყიდება. ამის შესახებ პროექტის ინვესტორმა, კომპანია CAPITAL PARTNERS OF GEORGIA-ს დამფუძნებელმა გიორგი სვანიძემ „კომერსანტს“ ექსკლუზიურად განუცხადა. მისი ინფორმაციით, მირზა-შაფზე უარის თქმის რამდენიმე მიზეზი არსებობს, მათ შორისაა, ფინანსები.



„გავდივარ პროექტიდან. წელს ზეთისხილის მსოფლიოს ასოციაციის საბჭოს წევრიც ვხდები და გამოდის, რომ მთლიანად აგრო სექტორზე ვარ გადართული. მირზა-შაფის პროექტს მირჩევნია ისეთმა ინვესტორმა მოკიდოს ხელი, ვისაც შესაბამისი გამოცდილება აქვს. გარკვეული ინტერესი უკვე არის. ამ ეტაპზე დეტალებზე ვერ ვისაუბრებ,“-აცხადებს სვანიძე.



როგორც ცნობილია, მირზა-შაფის პროექტის მშენებლობის დაწყება წლების წინ დაანონსდა. 2019 წლის მარტში გიორგი სვანიძე „კომერსანტთან“ აცხადებდა, რომ პროექტი სავარაუდოდ, რამდენიმე თვეში დაიწყებოდა. მაშინ ფინანსების მოძიება მიმდინარეობდა.




გიორგი სვანიძე არ ასახელებდა შესაძლო ინვესტორის ვინაობას, თუმცა, აცხადებდა, რომ ეს უცხოური კაპიტალი იქნებოდა და პროექტში წილობრივი ფორმით შევიდოდა. კომპანიას თბილისის მერიისგან სამშენებლო ნებართვა უკვე  მიღებული აქვს.კრიტიკოსები პროექტს აბანოთუბნის არქიტექტურისთვის შეუსაბამოდ მიიჩნევდნენ და ამბობდნენ, რომ ამ ტერიტორიაზე უსახური კუბების ფორმის ნაგებობების განთავსება მიუღებელია.



„მირზა შაფის“ პროექტზე აქტიურად მუშაობდნენ ისტორიკოსები, ცნობილი არქიტექტორები, რათა პროექტი მაქსიმალურად ჩამჯდარიყო აბანოთუბანში, ბოტანიკური ბაღის სიმწვანეში და ყველასთვის მისაღები ყოფილიყო. პროექტის ფარგლებში მსოფლიო ბრენდ „კემპინსკისთან„ სასტუმროს მშენებლობის შესახებ შეთანხმებაა გაფორმებული.



პროექტში 60 მილიონამდე დოლარის ინვესტიცია უნდა ჩაიდებული იყო. იგეგმებოდა 1200-მდე ადამიანის დასაქმება.პროექტით გათვალისწინებულია მაქსიმუმ 2-4 სართულიანი ტერასიანი შენობების, ბიზნესცენტრების, ბუტიკ-ოტელების, სხვადასხვა ქვეყნის კულტურის სახლების, საგამოფენო დარბაზების მშენებლობა.


სოფო ქსოვრელი 





რატომ ჭიანურდება ბათუმის ბულვარის გაგრძელების და ჭოროხზე ხიდის მშენებლობის საკითხი

რატომ ჭიანურდება ბათუმის ბულვარის გაგრძელების და ჭოროხზე ხიდის მშენებლობის საკითხი
access_time2020-02-17 19:00:13
საქართველოს მთავრობის დაკვეთით უნდა მომზადებულიყო კვლევა, რომელიც ბათუმის ბულვარის, სანაპიროზე გზის გაგრძელებას, ჭოროხზე ახალი ხიდის მშენებლობას და გონიოს ყოფილი პოლიგონის განვითარებას შეეხებოდა. შესაბამისი დაფინანსება ერთი წლის წინ მოძიებული იყო, თუმცა, მთავრობამ კვლევის ჩატარება მაინც ვერ უზრუნველყო. მთავრობა საჭირო თანხას ამ ეტაპზე ხელახლა ეძებს. „ბათუმელებმა“ აღნიშნულ საკითხზე ინფორმაციის მისაღებად, წერილობით, საქართველოს მთავრობას და რეგიონული...

DailyMail: სტალინის საბჭოთა რივიერა - წყალტუბოს შთამბეჭდავი აბანოები და სანატორიუმები

DailyMail: სტალინის საბჭოთა რივიერა -  წყალტუბოს შთამბეჭდავი აბანოები და სანატორიუმები
access_time2020-02-17 20:00:57
წყალტუბო, რომელიც ადრე ცნობილი იყო, როგორც საბჭოთა კავშირის რივიერა, დღეს ფოტოგრაფების საყვარელი ადგილია. ევროპელი ფოტოგრაფი ამოს ჩაპლი იანვარში 3 დღით ეწვია ამ ქალაქს, რომელზე დაყრდნობითაც ბრიტანულმა გამოცემა Dailymail-მა წყალტუბოს საბჭოთა ნაგებობებს ვრცელი ფოტორეპორტაჟი მიუძღვნა.    Radio Free Europe-ის  ფოტოგრაფის თქმით, კურორტი წყალტუბო საქართველოში ყველაზე გასაოცარი ადგილია  დიდი კრისტალური ჭაღებითა და...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-02-17 21:30:17
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.გადახდის სისტემა, რომელიც “თაღლითობის” საშუალებას იძლევა სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა თბილისის სატრანსპორტო კომპანიის შემოსავლები შეისწავლა და მნიშვნელოვანი...

„ქართულ ოცნებას“ ქვეყანა არ უყვარს, თორემ მას ასე უდიერად არ მოექცეოდნენ“

„ქართულ ოცნებას“ ქვეყანა არ უყვარს, თორემ მას ასე უდიერად არ მოექცეოდნენ“
access_time2020-02-17 18:00:43
„საქართველოში ერთადერთი სფერო,რომელიც ვითარდებოდა იყო ტურიზმი. გასულ წელს კი სექტორი კრიზისში შევიდა. ამის მიზეზი კი „ქართული ოცნების“ არასწორი სტრატეგიაა.“- ამის შესახებ „ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ რადიო „კომერსანტის“  გადაცემა „ცოდნა და წარმატება“ ნანა ტოხვაძესთან ერთად ისაუბრა. მისი თქმით, სფერო,რომელიც დამოუკიდებლად ვითარდებოდა, ჩამოშლის...

გიორგი ზედელაშვილის დედის კომპანიამ სახელმწიფო ბიუჯეტიდან 105 მილიონ ლარზე მეტი მიიღო

გიორგი ზედელაშვილის დედის კომპანიამ სახელმწიფო ბიუჯეტიდან 105 მილიონ ლარზე მეტი მიიღო
access_time2020-02-17 15:00:40
“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” რეგულარულად ახორციელებს სახელმწიფო შესყიდვების მონიტორინგს. კვლევისას გამოიკვეთა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის ყოფილი პირველი მოადგილის - გიორგი ზედელაშვილის დედის კომპანიას, შპს “საგზაო სამშენებლო-სარემონტო კომპანია სერპანტინს” დომინანტური პოზიცია უკავია ტენდერებსა და გამარტივებულ შესყიდვებში. “სერპანტინმა” მხოლოდ კახეთის რეგიონში განხორციელებული პროექტებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან, 2013 წლიდან დღემდე,...


მსგავსი სიახლეები

up