მირზა-შაფის პროექტი დასამტკიცებლად თბილისის მერიაში შევიდა

მირზა-შაფის პროექტი დასამტკიცებლად თბილისის მერიაში შევიდა

person access_time2016-02-26 09:04:40

მირზა-შაფის პროექტი დასამტკიცებლად თბილისის მერიაში შევიდა. ამის შესახებ პროექტის განმახორციელებელი კომპანია CAPITAL PARTNERS OF GEORGIA-ს დამფუძნებელი გიორგი სვანიძე „კომერსანტთან" აცხადებს. მისი თქმით, პროექტის გადამუშავებული ვარიანტი მერიისგან მშენებლობის ნებართვის მიღებას ელოდება.


სვანიძის ინფორმაციით, როდესაც მერია ნებართვას გასცემს, კომპანია მშენებელი კომპანიის შესარჩევად საერთაშორისო ტენდერს გამოაცხადებს. მისი თქმით, გაზაფხულზე მშენებლობა ყველა შემთხვევაში უნდა დაიწყოს.

 

პროექტის ფარგლებში მსოფლიო ბრენდ „კემპინსკისთან" სასტუმროს მშენებლობის შესახებ შეთანხმებაა გაფორმებული.



სვანიძე ამბობს, რომ პროექტში 60 მილიონამდე დოლარის ინვესტიცია ჩაიდება და 1200-მდე ადამიანი დასაქმდება. CAPITAL PARTNERS OF GEORGIA-ს დამფუძნებელი განმარტავს, რომ პროექტი მაქსიმალურად ჩამჯდარი იქნება ბოტანიკური ბაღის სიმწვანეში და მთლიანობაში იქ არსებულ განაშენიანებაში.


პროექტით გათვალისწინებულია მაქსიმუმ 2-4 სართულიანი ტერასიანი შენობების, ბიზნესცენტრების, ბუტიკ-ოტელების, სხვადასხვა ქვეყნის კულტურული სახლების, საგამოფენო დარბაზების მშენებლობა. მირზა შაფის ქუჩაზე კონკურსში გამარჯვებული პროექტის ფარგლებში სასტუმრო აპარტამენტიც აშენდება, რითიც საქართველოში "კემპინსკის" ბრენდი შემოვა.


კრიტიკოსები პროექტს აბანოთუბნის არქიტექტურისთვის შეუსაბამოდ მიიჩნევენ და ამბობენ, რომ ამ ტერიტორიაზე უსახური კუბების ფორმის ნაგებობების განთავსება მიუღებელია.



კომპანიები, რომლებიც კორონავირუსის პანდემიის დროს თითქმის ან სრულიად გაკოტრდნენ

კომპანიები, რომლებიც კორონავირუსის პანდემიის დროს თითქმის ან სრულიად გაკოტრდნენ
access_time2020-07-05 20:00:36
კორონავირუსის პანდემიამ მსოფლიოს მასშტაბით არნახული ეკონომიკური კრიზისი გამოწვია და მასშტაბებიდან გამომდინარე 2008 წლის ეკონომიკურ კრიზისსაც გადააჭარბა. პანდემიის გამო მსოფლიოს...

რა წესები უნდა დაიცვან ტურ-ოპერატორებმა, გიდებმა და მძღოლებმა - განახლებული რეკომენდაციები

რა წესები უნდა დაიცვან ტურ-ოპერატორებმა, გიდებმა და მძღოლებმა - განახლებული რეკომენდაციები
access_time2020-07-05 18:30:55
სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, განახლდა და დამტკიცდა ახალი რეკომენდაციები. მათ შორისაა რეკომენდაციები ტურ-ოპერატორებისთვის, გიდებისთვის და...

დაკეტილი სკოლები - სექტემბრიდან სწავლება შერეული სისტემით გაგრძელდება

დაკეტილი სკოლები - სექტემბრიდან სწავლება შერეული სისტემით გაგრძელდება
access_time2020-07-04 18:00:12
გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს ოფისის წარმომადგენელმა დღეს მმართველ გუნდს პირდაპირ უთხრა, რომ სექტემბერში სწავლა ჩვეულ რეჟიმში უნდა განახლდეს. ღასან ხალილი ხელისუფლებას მოსწავლეთა საუკეთესო ინტერესების დაცვისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, სკოლების დაკეტვა ბავშვებზე ნეგატიურ გავლენას...

საპენსიო დანაზოგებით, შესაძლოა, სახელმწიფო საწარმოები დაფინანსდეს

საპენსიო დანაზოგებით, შესაძლოა, სახელმწიფო საწარმოები დაფინანსდეს
access_time2020-07-04 16:00:24
ფინანსთა მინისტრის მოადგილის, ნიკოლოზ გაგუას ინფორმაციით, დაგროვებითი საპენსიო სქემის დანაზოგებით, მთავრობა სახელმწიფო საწარმოების დაფინანსების შესაძლებლობას...

გიორგი კაპანაძე – აზარტული თამაშების ბრუნვა 14 მილიარდამდე იყო, საიდანაც 200 მილიონამდე თანხაა გადახდილი ბიუჯეტში

გიორგი კაპანაძე – აზარტული თამაშების ბრუნვა 14 მილიარდამდე იყო, საიდანაც 200 მილიონამდე თანხაა გადახდილი ბიუჯეტში
access_time2020-07-05 11:30:02
აზარტული თამაშების რეგულირებასთან დაკავშირებით პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი აცხადებს, თუკი ამ ბიზნესს ჩავკეტავთ, იგი იატაკქვეშ გადაინაცვლებს და გაცილებით უფრო მძიმე მაფიოზური სიტუაცია შეიქმნება. როგორ უნდა ავიცილოთ თავიდან მსგავსი სიტუაცია, რომ...


მსგავსი სიახლეები

up