მიროსლავ ლაიჩაკი საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების, ეკონომიკისა და ბიზნესის წახალისების მიმართულებით მიმდინარე რეფორმებს მაღალ შეფასებას აძლევს

მიროსლავ ლაიჩაკი საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების, ეკონომიკისა და ბიზნესის წახალისების მიმართულებით მიმდინარე რეფორმებს მაღალ შეფასებას აძლევს

access_time2019-02-11 13:20:08

ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე, სლოვაკეთის რესპუბლიკის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრი დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების, ეკონომიკისა და ბიზნესის წახალისების მიმართულებით საქართველოში მიმდინარე რეფორმებს მაღალ შეფასებას აძლევს და საქართველოს მთავრობას ამ კუთხით მხარდაჭერას უცხადებს, - ამის შესახებ მიროსლავ ლაიჩაკმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრისას განაცხადა.

 

საუბარი შეეხო სლოვაკეთის თავმჯდომარეობის პერიოდში ეუთო-ს დღის წესრიგით გათვალისწინებულ პრიორიტეტებს და სამომავლო გეგმებს. აღინიშნა, რომ სლოვაკეთის თავმჯდომარეობის პირობებში მთავარი ფოკუსი არის კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ჰუმანიტარული მდგომარეობა და ის საკითხები, რა პრაქტიკული ნაბიჯები შეიძლება გადაიდგას კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. 

 


მთავრობის მეთაურმა ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარეს მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერისა და საოკუპაციო ხაზზე სტუმრობისთვის, სადაც მინისტრი ლაიჩაკი არსებულ ვითარებას პირადად გაეცნო. პრემიერმა ასევე ისაუბრა საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივაზე - „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ, რომელიც კონფლიქტის შედეგად დაშორებულ ხალხს შორის ნდობის აღდგენას ისახავს მიზნად.

 

შეხვედრაზე ასევე განიხილეს საქართველოსა და სლოვაკეთს შორის ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები და უსაფრთხოების, ეკონომიკური, ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის მიმართულებით არსებული კავშირების განვითარების პერსპექტივები.






რომან კაკულია ეკონომიკის მინისტრების ცვლილებაზე: არ გვაქვს მკაფიოდ ჩამოყალიბებული ეკონომიკური ხედვა

რომან კაკულია ეკონომიკის მინისტრების ცვლილებაზე: არ გვაქვს მკაფიოდ ჩამოყალიბებული ეკონომიკური ხედვა
access_time2019-04-19 14:00:10
9 თვის განმავლობაში ეკონომიკის მინისტრის თანამდებობაზე მუშაობის შემდეგ გიორგი ქობულია საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად, გიორგი ქობალიასვე მოადგილე, ენერგეტიკის მიმართულებაში ნათია თურნავა დანიშნა. არსებული ინფორმაციით გიორგი ქობულიას თანამდებობიდან გადაყენების საკითხი რამდენიმე კვირის განმავლობაში განიხილებოდა, თუმცა ოფიციალურ მიზეზებზე პრემიერ-მინისტრის კაბინეტში განცხადება არ...

ვარკეთილში „ლიბერთი ბანკის“ ფილიალი დააყაჩაღეს, არიან დაშავებულები

ვარკეთილში „ლიბერთი ბანკის“ ფილიალი დააყაჩაღეს, არიან დაშავებულები
access_time2019-04-19 12:28:33
ვარკეთილში, მე-3 მიკრორაიონში, სუხიშვილის ქუჩაზე „ლიბერთი ბანკის“ ფილიალი დააყაჩაღეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, შემთხვევის შედეგად, 1 ადამიანს თავის არეში აქვს დაზიანება მიღებული. ასევე ვრცელდება ინფორმაცია მეორე პირის დაშავების შესახებაც. შსს-ს ცნობით, დამნაშავეები ჯერ არ დაუკავებიათ. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას...

აღმოაჩინეთ ინდური ალტერნატიული მედიცინა სასტუმრო Georgia Palace Hotel & Spa Kobulet-ში

აღმოაჩინეთ ინდური ალტერნატიული მედიცინა სასტუმრო Georgia Palace Hotel & Spa Kobulet-ში
access_time2019-04-19 13:00:19
სასტუმრო Georgia Palace Hotel & Spa Kobulet-ი ვიზიტორებს  ინდურ მასაჟებს სთავაზობს. როგორც ცნობილია, ინდური აიურვედას ცენტრი სასტუმროში ექსკლუზიურად ფუნქციონირებს 2010 წლიდან, რომელიც კომპლექსურად აერთიანებს როგორც სარელაქსაციო ასევე სამკურნალო მასაჟების ციკლს. რაც ყველაზე...

ინიშნება თუ არა მიხეილ დუნდუა ფინანსთა მინისტრად?

ინიშნება თუ არა მიხეილ დუნდუა ფინანსთა მინისტრად?
access_time2019-04-19 12:14:18
ფინანსთა მინისტრის მოადგილე მიხეილ დუნდუა BM.GE-სთან საუბრისას უარყოფს, რომ ის ფინანსთა მინისტრის თანამდებობაზე შეიძლება დაინიშნოს. რამდენიმე ხნის წინ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მიხელ დუნდუა, შესაძლოა, ფინანსთა მინისტრად დაინიშნოს. ის ჯერ „შემოსავლების სამსახურის“ უფროსად დაინიშნა. თუმცა ამ თანამდებობაზე მხოლოდ 1 თვის განმავლობაში იმყოფებოდა. ამ ხნის განმავლობაში მას მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია, მეტიც, მის შესახებ ვრცელი ინფორმაცია „შემოსავლების სამსახურის“...

„განცდა, რომ ქვეყანას ჰყავდა მინისტრი, რომელმაც ხელი დაატყო ეკონომიკას, დიდი ხანია აღარ არსებობს“

„განცდა, რომ ქვეყანას ჰყავდა მინისტრი, რომელმაც ხელი დაატყო ეკონომიკას, დიდი ხანია აღარ არსებობს“
access_time2019-04-19 11:00:49
“ქვეყანაში გული აღარ გვწყდება მინისტრის ცვლილებისას, არ ვამბობთ, ეს როგორ გაუშვეს, ან რატომ წავიდა.  განცდა, რომ ქვეყანას ჰყავდა მინისტრი, რომელმაც ხელი დაატყო ეკონომიკას, ან ნებისმიერ სხვა სფეროს და მერე მოსახლეობას გული დაწყდა ,რომ იგი ვეღარ გააგრძელებს საქმიანობას საკუთარ პოზიციაზე, დიდი ხანია აღარ არსებობს. ქობულიას მინისტრობის პერიოდში, მნიშვნელოვანი ეკონომიკური ცვლილებები არ გვქონია. ქვეყანაში რაიმე თუ იცვლება, ეროვნულ ბანკთან უფრო მეტადაა...


მსგავსი სიახლეები

up