მირცხულავა: ქვეყანაში ინჟინრების საკეთებელ საქმეს “აკეთებენ” იურისტები, ექიმები, ფილოლოგები, მუსიკოსები…

მირცხულავა: ქვეყანაში ინჟინრების საკეთებელ საქმეს “აკეთებენ” იურისტები, ექიმები, ფილოლოგები, მუსიკოსები…

access_time2019-01-17 13:10:55

ქვეყანაში ინჟინრების საკეთებელ საქმეს “აკეთებენ” იურისტები, ექიმები, ფილოლოგები, მუსიკოსები…"  ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი დავით მირცხულავა სოციალურ ქსელში წერს.


"ზოგადად უსაფრთხოების საკითხებისადმი სახელმწიფოს მხრიდან არაჯეროვანი ყურადღების უამრავი ფაქტი გვაქვს ქვეყანაში: ესაა ქვანახშირის შახტები სადაც რამდენიმე წლის განმავლობაში უამრავი ადამიანი დაიღუპა. ესაა ვერის ხეობაში წყალდიდობა და უსაფრთხოების რისკების იგნორირება, პროექტირების პერიოდში, ესაა შუახევი ჰესის გვირაბის ჩამონგრევა სადაც საბედნიეროდ ადამიანები არ დაიღუპნენ, ზარალი კი კოლოსალურია, ესაა ფონიჭალაში ბუნებრი გაზის გაჟონვა და აფეთქება, ესაა გუშინ დიღომში მომხდარი ტრაგედია, ფაქტია უამრავი შემთხვევაა და სისტემურ პრობლემასთან გვაქვს საქმე. ესაა უზარამაზარი დეფიციტი შესაბამისი საკანონმდებლო, ნორმატიული აქტების, დარგობრივი რეგლამენტების. გაიხსენეთ როდის ნახეთ (უფროსი თაობის ადამიანებს ემახსოვრებად უფრო) ბოლოს ან გინახიათ თუ არა საერთოდ გაზზე მომუშავე მოწყობილობების და შიდა გაზის გაყვანილობის უსაფრთხოების კონტროლიიორი თქვენს ბინაში, რომელიც წესით ყოველწლიურად მაინც უნდა ამოწმებდეს მოწყობილობების და შიდა ქსელის ტექნიკურ მდგომარეობას.



გინახიათ კი ვინმე ოფიციალური წარმომადგენელი გაზის სადიტრიბუციო კომპანიიდან საჯაროდ, რომ გვირჩევდეს გვთავაზობდეს გაზის გაჟონვის საწინააღმდეგო დეტექტორ ანალიზატორის( ჩამკეტი კლაპანით) მონტაჟს ბინებში უსაფრთხოებისათვის. ასეთი გაზის გაჟონვის დეტექტორები ხომ აუცილებელია გაზის საყოფაცხოვრებელი მომხმარებლებისათვის დასავლეთის ქვეყნებში, მაგალითად გერმანიაში, რომელიც ასევე ამზადებს ამ ტიპის საუკეთესო მოწყობილობებს . და კიდევ ქვეყანაში აშკარაა უკვე და წესადც იქცა ცუდი პრაქტიკა ინჟინრების საკეთებელ საქმეს “აკეთებენ” სხვა სპეციალობის წარმომადგენლები, იურისტები, ექიმები, ფილოლოგები, მუსიკოსები და ასე შემდეგ. რამდენჯერ მინახია ასეთ “ხელმძღვანელებს ” ნახაზის წაკითხვაც უჭირთ და ” გეგმავენ” სამუშაოს… ასე გაგრძელება მართლა არ შეიძლება, საინჟინრო საქმეს ინჟინრები უნდა აკეთებდნენ”, – წერს დავით მირცხულავა.





სოციალური ბარათის პინ კოდის მოქმედების ვადა 15 აპრილამდე გაგრძელდა

სოციალური ბარათის პინ კოდის მოქმედების ვადა 15 აპრილამდე გაგრძელდა
access_time2021-01-15 16:00:05
დღეიდან, ლიბერთის და საქართველოს მთავრობის ერთობლივი გადაწყვეტილებით, სოციალური ტიპის ბარათებს, რომელთა  ,,პინ კოდის” მოქმედების ვადა უკვე დასრულდა ან დასრულდება 31 მარტის ჩათვლით, პინ კოდის მოქმედების ვადა ავტომატურად  2021 წლის 15 აპრილამდე გაუგრძელდებათ.   „ჩვენ გავითვალისწინეთ როგორც ქვეყანაში მიმდინარე კოვიდსიტუაცია, ასევე ჩვენი მომხმარებლის საჭიროებები და ამ გადაწყვეტილებით, კიდევ ერთხელ გავამარტივეთ პროცედურა, შევამცირეთ მომხმარებლის სახლიდან გამოსვლისა და...

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებისთვის შემოსავლების სამსახურში მიმდინარე რეფორმების შესახებ ონლაინ შეხვედრა გაიმართა

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებისთვის შემოსავლების სამსახურში მიმდინარე რეფორმების შესახებ ონლაინ შეხვედრა გაიმართა
access_time2021-01-15 14:50:43
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის (BAG) წევრი კომპანიების წარმომადგენლებს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილემ, მამუკა ბარათაშვილმა საგადასახადო კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებები გააცნო.     შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს ორი ძირითადი საკითხი, კერძოდ  დაქირავებულ პირთა შესახებ ახალი ელექტრონული რეესტრი, რეესტრში ინფორმაციის ასახვის წესი და დღგ-ის კვალიფიციური გადამხდელის პროგრამა.  ასევე საუბარი შეეხო ზოგადად...

გვჭირდება პასუხი 1-ლი თებერვლიდან სასტუმროები იხსნება თუ არა, ჯავშნები მივიღოთ თუ არ მივიღოთ - ალავერდაშვილი

გვჭირდება პასუხი 1-ლი თებერვლიდან სასტუმროები იხსნება თუ არა, ჯავშნები მივიღოთ თუ არ მივიღოთ - ალავერდაშვილი
access_time2021-01-15 15:00:56
„ის თემა, რომ 1-ელი თებერვლიდან ცა გაიხსნება, ჩვეულებრივი ტყუილი მგონია და არ მჯერა - ტურიზმი ვერ გადავარჩინეთ და ახლა მთავარი თემაა აღვადგინოთ ტურიზმი, - ამის შესახებ „სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის“ დამფუძნებელმა შალვა ალავერდაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, ტურიზმის სექტორს ქვეყანაში 2 კვირის განმავლობაში, მინიმუმ 10 მილიონ დოლარზე მეტის შემოტანა შეუძლია.     „ტურიზმის სექტორში ხდება აბსოლუტური გაუგებრობა. მივხვდით, რომ ჩვენი სექტორი საერთოდ აღარ...

ქართული ვაშლის ექსპორტის ზრდას შეფუთვის პრობლემა აფერხებს

ქართული ვაშლის ექსპორტის ზრდას შეფუთვის პრობლემა აფერხებს
access_time2021-01-15 16:00:22
ერთ ჯგუფში შემავალმა ვაშლის მწარმოებლებმა Tiriphoni Gardens, Kvarkhiti Agro და AgroGori-მ 2020 წელს, კარგი მოსავლის მიუხედავად, თავიანთი პროდუქციის ექსპორტი ვერ დაიწყეს - ამის მიზეზი შესაბამისი შეფუთვის არარსებობა გახდა. თუმცა, ეს არაა ერთადერთი პრობლემა, რომელიც ჯგუფის წინაშე 2020 წელს იდგა. საიტი EastFruit ჯგუფის დირექტორს ზურაბ გოჯიაშვილს გაესაუბრა.   - როგორი იყო ამ სეზონში მოსავალი თქვენს...

ადამიანები აღარ იყენებენ ნაღდ ფულს, არ დადიან სტუმრად და არ იხდიან დაბადების დღეებს - როგორ შეიცვალა ცხოვრების სტილი პანდემიის პერიოდში

ადამიანები აღარ იყენებენ ნაღდ ფულს, არ დადიან სტუმრად და არ იხდიან დაბადების დღეებს - როგორ შეიცვალა ცხოვრების სტილი პანდემიის პერიოდში
access_time2021-01-15 17:00:47
ადამიანები აღარ იყენებენ ნაღდ ფულს, არ დადიან სტუმრად და არ იხდიან დაბადების დღეებს, - პანდემიამ ადამიანების ქცევებზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა. COVID-ის გავლენა თბილისელების ქცევასა და ცხოვრების სტილზე მარკეტინგულმა კომპანია...


მსგავსი სიახლეები

up