ბელარუსის დედაქალაქში დემონსტრაციების დაწყებიდან ყველაზე მასშტაბური საპროტესტო აქცია იმართება. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იტყობინება.
Tut.by-ს მონაცემებით, მინსკში სულ მცირე 200 ათასი ადამიანია შეკრებილი. ისინი სკანდირებენ: „გმირებს არ დავივიწყებთ, საშას არ ვაპატიებთ“ და „წადი“. მანამდე, როცა აქციის მონაწილეები შეკრების ადგილს უახლოვდებოდნენ მედია 60-100 ათას მონაწილეზე წერდა.
ანამდე მინსკში ლუკაშენკოს მომხრეების აქცია გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა თავად ბელარუსის პრეზიდენტმა მიიღო. სხვადასხვა მონაცემებით, დემონსტრაციაში 50-დან 70 ათასამდე ადამიანი მონაწილეობდა.
ბელარუსში ლუკაშენკოს გადადგომას და საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებისგადახედვას უკვე მეშვიდე დღეა ითხოვენ. თავიდან დემონსტრაციებს ძალის გამოყენებით შლიდნენ, მაგრამ ქუჩის გამოსვლები არ შეწყდა და მილიციამ მასობრივი დაკავებები შეწყვიტა.
Imedinews