მინისტრს აკვიატებული აქვს, რომ ერთი წარბის აწევაზე მთელი სამედიცინო დარგი მის ფეხქვეშ უნდა იყოს გართხმული - ლევან კობერიძე

მინისტრს აკვიატებული აქვს, რომ ერთი წარბის აწევაზე მთელი სამედიცინო დარგი მის ფეხქვეშ უნდა იყოს გართხმული - ლევან კობერიძე

access_time2020-06-25 17:00:32

 „ამ დადგენილებებითა და სანქციებით იჩაგრებიან კარგი კლინიკები, ისინი, ვინც ხარისხიანად მუშაობს, ვინც თავისი პროფესიონალიზმიდან გამომდინარე ცუდი სამედიცინო სერვისის მიწოდებას არ იკადრებს. თუ მართლა სისტემური რეფორმა უნდა ვინმეს, ნებართვები შეუჩერონ იმ კლინიკებს, რომლებიც გარკვეული მაღალჩინოსნების მფარველობაში არიან და მდარე ხარისხის სამედიცინო სერვისს აწვდიან პაციენტებს და თავისთვის მეტ მოგებას ნახულობენ“  - ამის შესახებ „კომერსანტს“ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან კობერიძემ განუცხადა.


ჯანდაცვის სისტემაში არსებული ცვლილებები, დადგენილებები, № 520-ე და  №385-ე დადგენილებები, ბოლოს კი სამინისტროს მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი,რომლის მიხედვითაც ქვეყანაში მოქმედი კლინიკებისთვის სანქციების გამკაცრება იგეგმება - პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ჯანდაცვის ბოლო დინამიკასთან დაკავშირებით მიიჩნევს, რომ ეს ყველაფერი მთავრობის მხრიდან კონკრეტული ქსელური თუ მსხვილი კლინიკებისთვის სასათბურე პირობების შექმნას ემსახურება, რაც მათ სათავეში მყოფი მაღალჩინოსნების ხელშეწყობას ნიშნავს. კობერიძე არ საუბრობს კონკრეტულ კლინიკებსა და მაღალჩინოსნებზე, თუმცა ხაზს უსვამს ქვეყნის უმსხვილესი კლინიკათა ქსელის „ევექსის“ ხელშეუხებლის სტატუსს.


„ თითქოს 520-ე დადგენილება საბიუჯეტო თანხების დაზოგვას ემსახურება, სინამდვილეში ეს არის  არასწორი განფასების შედეგად მიღებული გადაწყვეტილება და ვისაც ხარისხიანი სერვისი აქვს ჯანდაცვაში სწორედ მათ შეუქმნის პრობლემებს. ვინც მდარე ხარისხის მომსახურებას აწვდის მოსახლეობას , მათ უმტკივნეულოდ გადააქვთ ეს ახალ-ახალი რეგულაციები.


რა ნაბიჯებსაც  დგამენ სამინისტროში არის არაპროფესიონალური, არასისტემური და ამოვარდნილი მთლიანად იმ მიმართულებიდან, როგორც ვითარდებოდა სექტორი.  თუ სახელმწიფო კლინიკებისკენ მიდის ჯანდაცვის მინისტრის ხედვა, მაშინ მოვიდეს პარლამენტში და განვიხილოთ ეს საკითხი. ამ შემთხვევაში, ჯერ სახელმწიფო კლინიკებში გააუმჯობესოს მდგომარეობა და მერე დაიწყოს კერძო კლინიკების დაწიოკება. სახელმწიფო ცუდი მენეჯერია - ამის მაგალითია, რესპუბლიკური და ონკოლოგიური საავადმყოფოები. რამდენი წელია შემოწმებაც შეუძლიათ ამ საავადმყოფოების, სასამართლოს გარეშე.რადგან მათია - მაშინ რატომაა ამ საავადმყოფოებში ასეთი ცუდი მდგომარეობა?


მთავრობის ქმედებებიდან გამომდინარე, არ გამოვრიცხავ პოლიტიკურ მდგენელსაც  - ეტყობა არ მოსწონს ვიღაცას არჩევნებამდე ის, რომ ჯანდაცვის სექტორში დასაქმებული 100 000-ამდე ადამიანი  თავს საკმაოდ თავისუფლად გრძნობს, რადგან დამოუკიდებელი სტრუქტურაა კერძო კლინიკები. არ გამოვრიცხავ, რომ ასე დაჩქარებული წესით ამ  დადგენილებების შემოტანა ამ მიზეზითაც იყოს გამოწვეული.  სამინისტროს უნდა რომ სასამართლო ჩამოიშოროს და თვითონ გახდნენ დამსჯელიც და შემავიწროვებელიც, როგორც საბჭოთა პერიოდში არსებული სისტემა იყო.



 მინისტრს აქვს აკვიატებული იდეა რომ მისი ერთი წარბის აწევაზე მთელი სამედიცინო დარგი მის ფეხქვეშ უნდა იყოს გართხმული - სხვას ვერაფერს ვერ დავარქმევ,“- განმარტავს კობერიძე.


როგორია ჯანდაცვის განვითარების ძირითადი ხედვა, რა შედეგის მოლოდინით იდგმება ეს ნაბიჯები კლინიკებში სანქციების გამკაცრებასთან დაკავშირებით, როგორია ჯანდაცვის მომავალი, თუკი ამ ტემპით მოხდება ცვლილებების განხირციელება? ვინ იგებს და ვინ აგებს მომავლის ასპარეზზე და ამ ხედვით, არის თუ არა პირველ ადგილზე პაციენტისთვის ხარისხის მიწოდება? ლევან კობერიძე განმარტავს, რომ ამ ყველაფრის ეფექტი, სერვისების დაბალ ხარისხს ან საერთოდ გარკვეული სერვისების გაქრობას გამოიწვევს, რადგან სანქციების შედეგად კლინიკა, როგორც ეკონომიკური სუბიექტი ვეღარ იფუქნციონირებს, აღარ გაკეთდება რთული ოპერაციები და პაციენტები უცხოეთის კლინიკებს მიმართავენ.


„ამ სანქციებით, ჩვენ უკუეფექტს მივიღებთ - პაციენტსაც გაუუარესდება სერვისების მიწოდება, კარგი კლინიკები ისეთ პირობებში ჩავარდებიან ბოლოს, რომ მათ მუშაობას აზრი არ ექნება, დარჩებიან მხოლოდ მსხვილი ქსელური საავადმყოფოები, როგორიცაა ევექსი. იხეირებენ სწორედ ასეთი მსხვილი ქსელური კლინიკები იმიტომ, რომ მათი ხმა  რატომღაც ამ პროტესტში არ ისმის.


ბაზარზე გარკვეული სამედიცინო სერვისები გაქრება კიდეც იმიტომ, რომ კლინიკები უბრალოდ ინვესტიციას  აღარ გააკეთებენ მაღალტექნოლოგიურ განვითარებაში, რადგან სახსრები აღარ ექნებათ. რთული ოპერაციები აღარ კეთდება კარდიოქირურგიაში. მომავალში პაციენტებს ან ჯიბიდან ჩუმად დამატება მოუწევთ თანხების ან საზღვარგარეთ წასვლა. უკონტროლო ძალაუფლება ეძლევა სამინისტროს,  რომ კლინიკებთან მიმრთებაში  როგორც უნდა ისე დასაჯოს. ხელისუფლებას  აწყობს მორჩილებაში მყოფი ყველა სექტორი, მითუმეტეს წინასაარჩევნო პერიოდში.  


ეს არის ჯანდაცვის პოლიტიკის შემადგენელი ცვლილებები და ამის განხილვა უნდა ხდებოდეს პარლამენტში და შემდეგ უნდა  ხდებოდეს ასეთ რეფორმატიულ აქტებზე მსჯელობა, რა არა ის რომ ახლა უხეში ჩარევებით ცდილობს თითქოს სამინისტრო სექტორის მკურნალობას,“- განაცხადა ლევან კობერიძემ.


საქართველოს მთავრობის № 520-ე და  №385-ე დადგენილებების ამოქმედების შემდეგ ჰოსპიტალური სექტორის გამოწვევაა ახალი საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომლის დაჩქარებული წესით განხილვასაც ტიკარაძის უწყება ცდილობდა და რომელიც საკანონმდებლო ორგანოს შესაბამის კომიტეტს ნანახი არ ჰქონდა. ამ კანონპროექტით მკაცრდება სანქციები საქართველოში მოქმედი კლინიკებისთვის. მომზადებული კანონპროექტი კიდევ ერთხელ გახდა როგორც დეპუტატების, ასევე ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლების კრიტიკის საგანი. სამედიცინო სექტორის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ თუ კანონპროექტის განხილავა არ დაიწყება ისედაც რთულ სიტუაციაში მყოფი ჰოსპიტალური სექტორი კიდევ უფრო მძიმე გამოწვევების წინაშე აღმოჩნდება.

 

მარიამ მორგოშია




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up