„მინისტრმა მიიწვია მხოლოდ იმ ბაღების წარმომადგენლები, სადაც მთავრობის წევრებს დაჰყავთ ბავშვები და შეღავათებზეც მათ ესაუბრა“ - ასოციაცია

„მინისტრმა მიიწვია მხოლოდ იმ ბაღების წარმომადგენლები, სადაც მთავრობის წევრებს დაჰყავთ ბავშვები და შეღავათებზეც მათ ესაუბრა“ - ასოციაცია

access_time2020-12-14 11:00:57

„კერძო ბაღებს, ისევე როგორც პანდემიით დაზარალებულ სხვა ბიზნესებს,  სხვადასხვა მიმართულებით დავეხმარებით“, - განაცხადა ნათია თურნავამ კერძო ბაღების წარმომადგენლებთან შეხვედრისას, რომელთაც საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით შეხვდა.


მინისტრის თქმით, შეხვედრაზე განხილული იქნა სექტორში პანდემიის გამო არსებული პრობლემები, რადგან ეს არის საკმაოდ დაზარალებული სფერო, ის ერთ-ერთი პირველი მოყვა შეზღუდვებში, რაც განპირობებული იყო ეპიდემიოლოგიური ვითარებით. მათ აქვთ ისეთი პრობლემები, რომელიც მსგავსია სხვა ბიზნესების პრობლემებთან - მათ შორის არის ბანკის სესხები და პროცენტების გადახდა, საიჯარო ქირის გადახდა და პრობლემები გადასახადებთან დაკავშირებით.


მინისტრთან შეხვედრას კერძო ბაღების ძალიან მცირე ნაწილი ესწრებოდა, დანარჩენი მათგანისთვის კი შეხვედრის და შეთანხმების დეტალები დღემდე უცნობია. საქართველოს კერძო საბავშვო ბაგა-ბაღების ასოციაციის ხელმძღვანელი პავლე ქალიაშვილი „კომერსანტთან“ აღნიშნავს, რომ მინისტრმა მიიწვია მხოლოდ ისინი, სადაც მთავრობის წევრებს დაჰყავს ბავშვები და მათთან დაახლოებულები არიან, შეღავათებზეც სწორედ მათ ესაუბრა. მისი თქმით, ასოციაციამ, რომელიც 140 ბაღს აერთიანებს შეხვედრაზე მიწვევა, კრიტიკული განწყობის გამო არ დაიმსახურა.


„ჩვენი ასოციაციის წარმომადგენლები ნათია თურნავასთან შეხვედრაზე არ ყოფილან, 15 ბაღამდე რომლებიც ფულიანი მოქალაქეების ბაღებს წარმოადგენს მხოლოდ იქედან ესწრებოდნენ, ესენია „ალუბლები“, mother.ge, family და კიდევ რამდენიმე. დაახლოებით 6 ბაღი იყო მიწვეული, საქართველოში როგორც ხდება ძირითადად იმ პრინციპით შეირჩა, ნათია თურნავას ბავშვი დაჰყავს ერთ-ერთ ბაღში, მათ ერთმანეთთან რაღაცეები გაარკვიეს და შემდეგ შეიკრიბნენ. მინისტრმა მიიწვია მხოლოდ ისინი, სადაც მთავრობის წევრებს დაჰყავს ბავშვები და მათთან დაახლოებულები არიან, შეღავათებზეც მათ ესაუბრა. რაც შეეხება კომპენსაციებს და ბანკებთან შუამდგომლობის დეტალებს ჩვენთვის არაფერია ცნობილი. მე ყოველთვის კრიტიკულიად ვარ განწყობილი და ალბათ ამის გამო არ მითხრეს, თუმცა ჩვენს ასოციაციაში შემავალ არცერთი ბაღის წარმომადგენელი არ მიიწვიეს, ჩუმად მოხდა ყველაფერი.



მთავრობას არაერთხელ მივმართეთ, 5 სამთავრობო უწყებას ასოციაციამ წერილები გავუგზავნეთ და დახმარება ვთხოვეთ, ამის საფუძველზე ივანე მაჭავარიანს დაევალა რომ საგადასახადო საკითხთან დაკავშირებით მიიღოს გადაწყვეტილება. ეროვნული ბანკიდან გვითხრეს რომ დაინტერესებულმა პირებმა უნდა დავრეკოთ ცხელ ხაზზე, ჩავაწერინოთ მონაცემები, რათა კომერციულ ბანკებთან ჩვენი მდგომარეობა გადაამოწმონ და შემდეგ რას იზამენ არ ვიცით. რაც შეეხება ფულად კომპენსაციას, ამ გადაწყვეტილებას პრემიერ-მინისტრისგან ველოდებით.


ძალიან მძიმე მდგიმარეობაა, ჩემს ასოციაციაში პირველი „ლოკდაუნის“ დროს რეგისტრირდებოდა 270 ბაღი, რომელიც 5200 თანამშრომელს ითვლიდა. ახლა 140 ბაღია დარჩენილი და 3600 თანამშრომელი, თუმცა ყოველდღიურად იხურებიან, ფინანსურ ვალდებულებებს ვეღარ უმკლავდებიან, ასევე დიდი წნეხია ბანკების მხრიდან, ისინი დღემდე სთხოვენ სესხის დაფარვას და ამბობენ რომ მთავრობის მხრიდან ბაღებთან შეღავათებზე წასვლაზე საუბარი არ ყოფილა“, - აცხადებს პავლე ქალიაშვილი.

 

თუმცა, ბავშვთა საგანმანათლებლო ცენტრი „ალუბლების“ დამფუძნებელი ნათია გურგენიძე „კომერსანტთან“ საუბრისას ამბობს, რომ მინისტრთან შეხვედრაზე მხოლოდ პროცესებში აქტიურად ჩართული კერძო ბაღების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, რაც შეეხება შეღავათებს, მათ ყველა ბაღი მიიღებს, მიუხედავად იმისა იყვნენ თუ არა შეხვედრაზე.


„ჩვენი კერძო ბაღების სექტორი მეათე თვეა დახურულია და ამ ხნის განმავლობაში შემოსავალი არ გვქონდა. სექტემბერში უნდა გავხსნილიყავით, თუმცა სამჯერ გადაიდო თარიღი, მოვემზადეთ იმისთვის რომ ყველა რეგულაცია დაგვეცვა, ყველაფერი შევიძინეთ და ძალიან დიდი თანხა დავხარჯეთ, თუმცა მხოლოდ ორი კვირა ვიმუშავეთ. 10 თვის განმავლობაში ძალიან ბევრ უწყებას მივმართეთ, თუმცა ნათია თურნავასთან შეხვედრა იყო ყველაზე ნაყოფიერი მათ შორის რაც კი აქამდე მომხდარა. სამწუხაროდ გვაიგივებდნენ საჯარო ბაღებთან, რომელიც ჩვენთან არაფერ კავშირშია. მინისტრმა მოგვისმინა და გვითხრა, რომ აუცილებლად დაგვეხმარებიან, გვაქვს მიმდინარე ვალდებულებები, გვაქვს სესხები, რომელსაც ამბობენ რომ აუცილებლად დაასუბსიდირებენ. ამავე დროს, მეიჯარეებთან შუამდგომლობას შეგვპირდნენ, ასევე გადასახადების გადავადებას და შესაძლოა საშემოსავლო და ქონების გადასახადის გაუქმებაც მოხდეს. აგრეთვე, „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში ჩაგვრთავენ. უმეტესად ამ საკითხებზე იყო საუბარია და უკვე დაიწყო მუშაობა.


რაც შეეხება სხვა ბაღების კრიტიკას, ამ შეხვედრის ორგანიზატორი პირადად მე ვიყავი, შესაბამისად 10 წარმომადგენლის შეკრება მთხოვეს და ვინც ამ ათი თვის განმავლობაში პროცესში აქტიურად იყო ჩართული, ყველა მათგანს დავუკავშირდი. ყველა კერძო ბაღს შეეხება ეს შეღავათები და ვფიქრობ ისინი კრიტიკის ნაცვლად, ჩვენი მადლიერები უნდა იყვნენ. თუ არიან ზუსტად კლასიფიცირებული ის სეგმენტი, რომლებზეც ეს შეღავათები გაითვლება, აუცილებლად ყველაფერს მიიღებენ“, - განაცხადა ნათია გურენიძემ.


ნინო თამაზაშვილი


თეგები:
ბაღი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up