„მინისტრმა თავად დაგვრთო ნება პაციენტებისთვის დამატებითი თანხები მოგვეთხოვა“ - კარდიოქირურგები ტიკარაძის კრიტიკას პასუხობენ

„მინისტრმა თავად დაგვრთო ნება პაციენტებისთვის დამატებითი თანხები მოგვეთხოვა“ - კარდიოქირურგები ტიკარაძის კრიტიკას პასუხობენ

access_time2021-05-04 10:00:28

2019 წლის ნოემბერში ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ პირველი რეფორმა გაატარა, რომელიც ჯანდაცვის სფეროში მომუშავე ყველა პირმა, მედიკოსმა თუ ექსპერტმა გააკრიტიკა. რეფორმის შედეგად საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული კლინიკებისთვის ერთიანი ტარიფი ამოქმედდა. მთავრობის ეს გადაწყვეტილება კორონავირუსით გამოწვეულმა პანდემიამ გადაფარა, თუმცა რამდენიმე დღის წინ სატარიფო პოლიტიკაზე საუბარი მინისტრს პარლამენტში მაინც მოუხდა.


ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, დადგენილი ოპტიმალური ტარიფების ფარგლებში მნიშვნელოვნად შემცირდა პაციენტების ჯიბიდან გადასახადი, თუმცა კარდიოქირურგიაში კვლავ აქვს ადგილი მათ მიმართ არაკეთილსინდისიერ დამოკიდებულებას და დადგენილი ტარიფების ფარგლების ზევით ხდება მათგან თანხების მოთხოვნა.


სამედიცინო მომსახურებების ერთიან სატარიფო პოლიტიკაზე მუშაობა გასული წლიდან დავიწყეთ. აღნიშნული მიდგომის მნიშვნელოვანი შედეგები უკვე მკაფიოდ დავინახეთ კარდიოქირურგიის მაგალითზე: დადგენილი ოპტიმალური ტარიფების ფარგლებში მნიშვნელოვნად შემცირდა პაციენტების ჯიბიდან გადასახადი, თუმცა ჩვენ ვფლობთ ინფორმაციას, რომ სამწუხაროდ, კვლავ აქვს ადგილი პაციენტების მიმართ არაკეთილსინდისიერ დამოკიდებულებას. დადგენილი ტარიფების ფარგლების ზევით, კვლავ ხდება პაციენტებისთვის თანხების მოთხოვნა სრულიად გაუგებარი მიზეზებით. მსგავს პრეცედენტებზე ჩვენ არაერთხელ გავეცით გაფრთხილება, რომლის გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში, მოგვიწევს სათანადო უწყებებისთვის მიმართვა, რათა გამოიძიონ და რეაგირება მოახდინონ მსგავს ფინანსურ სქემებზე. ჩვენ ვახორციელებთ შესყიდვების პროცესის მუდმივ აუდიტს, რათა გამოვავლინოთ ხარვეზები და კორუფციის თუნდაც მინიმალური რისკი თუ ცდუნება“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.


„კომერსანტი“ კარდიოქირურგებს დაუკავშირდა იმის გასარკვევად თუ რამდენად არსებობს მსგავსი პრეცედენტები კარდიოქირურგიაში და რას გეგმავენ ამის მოსაგვარებლად.



კარდიოლოგი ანზორ მელია ამბობს, რომ ჯანდაცვის მინისტრმა და ყოფილმა პრემიერმა იცოდნენ დადგენილი ტარიფების ფარგლებს ზევით პაციენტებისთვის თანხების მოთხოვნა ანუ ჰონორარის აღება რომ ხორციელდებოდა, რადგან მათ თავად დართეს კლინიკებს ამის უფლება, ამიტომ მისთვის გაუგებარია თუ რატომ წამოჭრა მინისტრმა ეს საკითხი ასეთი სახით.


„ტარიფების ზემოთ პაციენტებისთვის თანხის მოთხოვნის თაობაზე ეკატერინე ტიკარაძესთან და ყოფილ პრემიერ გახარიასთან გვქონდა შეხვედრა და ვუთხარით რომ ახალი ტარიფები რომლებიც გულზე ოპერაციებისთვის არის გათვალისწინებული ძალიან დაბალია, რითაც შეუძლებელია ოპერაციების გაკეთება. მაშინ გახარიამ თქვა, რომ სახელმწიფოს არ ჰქონდა ტარიფის გაზრდის საშუალება, ძველი ტარიფით ავადმყოფი იხდიდა ნაწილს, მაგალითად სახელმწიფო 70%-ს, ხოლო პაციენტი 30%-ს, დადგენილი ტარიფით კი სახელმწიფო დაახლოებით 55%-ს იხდის, პაციენტი კი 45%-ს. შუნტირების შემთხვევა შეფასებული იყო 12500 ლარად და ახალი ტარიფით გახდა 8500 ლარი, ამ ფასად შეუძლებელია რომელიმე კლინიკამ ოპერაცია გააკეთოს, ამიტომ ვთხოვეთ, რომ პაციენტს დამატებითი ჰონორარი გადაეხადა, რათა ოპერაციების გაკეთება შეგვძლებოდა. სამ დღეში გახარიამ მოგვცა ჰონორარის დაწესების უფლება, რომლის საქმის კურსში ტიკარაძეც იყო. ამიტომ მინისტრი მართალია როცა ამბობს, რომ პაციენტებს დამატებით ვახდევინებთ თანხას, რადგან ყველაფერი გაძვირებულია და სხვანაირად შეუძლებელია მუშაობა, თუმცა იმის თქმა რომ მან ეს არ იცოდა და მისთვის სრულიად გაუგებარი მიზეზებით ხდება ჰონორარების აღება, არ ვიცი რაში დასჭირდა და რატომ წამოჭრა ეს საკითხი. ყველაფერი გაგვიძვირდა, გაზი, დენი, წყალი, ოპერაციების ფასი კი დაწიეს, გამოდის რომ ქართული მედიცინის მოსპობა უნდათ“, - ამბობს ანზორ მელია.

 

„საქართველოს გულის რიტმის ასოციაციის“ პრეზიდენტი კახაბერ ეცადაშვილიც აღნიშნავს, რომ ჯანდაცვის მინისტრმა ეს საკითხი თავიდანვე იცოდა და ეთანხმებოდა ექიმებს, რომ კარდიოქირურგიული ოპერაციების ჩასატარებლად დამატებითი სახსრები იყო საჭირო.


„მინისტრმა იცის რომ ეს არის ერთადერთი გზა, რათა ის განსხვავება რაზეც ჩვენ მაშინ ვსაუბრობდით, პაციენტებისგან დაიფაროს, თორემ ახალი ტარიფები უკვე მის საბაზრო ღირებულებას ჩამოუვარდება. როდესაც ვალუტის კურსი ბევრად დაბალი იყო ის ტარიფები ჯერ კიდევ მაშინ იყო წამგებიანი არათუ ახლა. მრავალი მსჯელობის შემდეგ, დეფიბრილატორების საკითხი როგორც გადაწყდა, ისე ალბათ ამასაც ბევრი განხილვა დასჭირდება, სანამ მოგვარდება. იმედია, გადაითვლიან და მივლენ იმ დასკვნამდე რომ ეს ტარიფი წარმოუდგენლად დაბალია. ფაქტია, რომ უკანონოდ არაფერი ხდება და მომატებული გადასახადის შესახებ ინფორმაცია ჯანდაცვის მინისტრს დეტალურად ჰქონდა“, - აღნიშნა  კახაბერ ეცადაშვილმა.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up