მინისტრმა განმარტა რა კრიტერიუმებით ხდება საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების მასშტაბურ პროგრამაში სოციალურად დაუცველი პირების ჩართვა

მინისტრმა განმარტა რა კრიტერიუმებით ხდება საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების მასშტაბურ პროგრამაში სოციალურად დაუცველი პირების ჩართვა

access_time2022-09-23 16:20:00

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, პარლამენტში ინტერპელაციის წესით წარსდგა. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.


ზურაბ აზარაშვილი საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების მასშტაბურ პროგრამასთან დაკავშირებით პარტია „საქართველოსთვის“ წევრების კითხვებს პასუხობს.



დეპუტატები დაინტერესდნენ, თუ ვინ ახორციელებს პროგრამის ბენეფიციართა შერჩევას და ჩართულია, თუ არა ამ შერჩევის პროცესში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები. ასევე ახდენენ თუ არა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები სარეკომენდაციო ხასიათის სიების შედგენასა და წარდგენას შესაბამის უწყებაში.



ზურაბ აზარაშვილმა აღნიშნა, რომ მსგავსი პრაქტიკა არ არსებობს და ვრცლად განმარტა, თუ როგორ ხდება დასაქმების მასშტაბურ პროგრამაში სოციალურად დაუცველი პირების ჩართვა.




ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით პროგრამის მოსარგებლეთა სიას, კრიტერიუმების მიხედვით, სოციალური მომსახურების სააგენტო ადგენს და შემდეგ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს გადასცემს.



დასაქმების სააგენტო, სიაში მყოფ სოციალურად დაუცველ შრომისუნარიან პირებთან პროაქტიულად მუშაობს, უწყვეტ რეჟიმში ახდენს მათთან კომუნიკაციას და მათ ინფორმირებას.



„პირველ რიგში დაკავშირება მოხდა სოციალურად დაუცველ ისეთ ოჯახებთან, სადაც 3, 4, 5 და მეტი შრომისუნარიანი პირი ცხოვრობდა.“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.



მისი თქმით, პროგრამით დაინტერესებული სოციალურად დაუცველი პირების პირველად შერჩევას დასაქმების კონსულტანტები ახდენენ. ფასდება სოციალურად დაუცველი პირის ცოდნა, უნარები და სამუშაო გამოცდილება. შეფასების შედეგად სოციალურად დაუცველი პირები პირობითად, შემდეგ ჯგუფებად იყოფა: სოციალურად დაუცველები, რომლებსაც აქვთ სამუშაო სტაჟის ხანგრძლივი წყვეტა და შესაბამისად მათი ცოდნა და უნარები ვერ პასუხობს შრომის ბაზრის მოთხოვნებს; სოციალურად დაუცველები, რომლებსაც სურთ ღია შრომის ბაზარზე დასაქმება, მიუხედავად კვალიფიკაციისა; სოციალურად დაუცველები, რომლებიც ეწევიან არაფორმალურ ეკონომიკურ საქმიანობას ან არიან არაფორმალურად დასაქმებულები. პროფილირების შედეგებიდან გამომდინარე, დასაქმების კონსულტანტები, სოციალურად დაუცველ პირს სთავაზობენ დასაქმებას საზოგადოებრივ სამუშაოებზე, დასაქმებას ღია შრომის ბაზარზე, მოკლევადიან პროფესიული მომზადება-გადამზადების კურსებში ჩართვას და შემდეგ დასაქმებას ღია შრომის ბაზარზე, საკუთარი არაფორმალური დასაქმების ან არაფორმალური ეკონომიკური საქმიანობის ფორმალიზებას.



„ნებისმიერი ერთი შეთავაზებით სარგებლობის შემთხვევაში, სოციალურად დაუცველი პირის ოჯახი 4 წლის განმავლობაში უწყვეტად ინარჩუნებს სარეიტინგო ქულას, ფულად და არაფულად დახმარებას“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.







„სასაზღვრო-გამტარ პუნქტ „დარიალში“ მგზავრთა ნაკადი მნიშვნელოვნად შემცირდა“ - შსს

„სასაზღვრო-გამტარ პუნქტ „დარიალში“ მგზავრთა ნაკადი მნიშვნელოვნად შემცირდა“ -  შსს
access_time2022-09-30 13:33:32
„სასაზღვრო-გამტარ პუნქტ „დარიალში“ მგზავრთა ნაკადი მნიშვნელოვნად შემცირდა“, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს, მათივე  ინფორმაციით   ასევე შემციდა საქართველოს ყველა სასაზღვრო გამშვებ პუნქტში რუსეთის ფედერაციის მოქალაქეთა მიერ საზღვრის კვეთის რაოდენობა. „კერძოდ, 29 სექტემბრის 10:00 სთ-დან 30 სექტემბრის 10:00 სთ-მდე საქართველოს საზღვარი ყველა სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გავლით გადმოკვეთა რუსეთის ფედერაციის 6109 მოქალაქემ,...

„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ შენობა ბიზნესმენმა სოსო ფხაკაძემ იყიდა

„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ შენობა ბიზნესმენმა სოსო ფხაკაძემ იყიდა
access_time2022-09-30 13:06:19
საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობა ბიზნესმენმა სოსო ფხაკაძემ იყიდა. აღნიშნული ბიზნესმენმა ბიზნესპარტნიორს თავად დაუდასტურა.   ჩვენი ჯგუფი დიდი ხანია ახორციელებს კომერციული უძრავი ქონების განვითარებას ქ. თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში. კერძოდ, ჩვენ ვაშენებთ და ოპერირებას ვუწევთ საშუალო ზომის სავაჭრო ცენტრებს, სადაც მთავარი არენდატორია კომპანია “კარფური” და ასევე არენდატორები არიან ათობით სხვა საქართველოში მოღვაწე რითეილერები. შესაბამისად, ვფიქრობთ, ჯგუფში დაგროვდა...

მარტი-ივლისში საქართველოში ბინადრობის ნებართვა რუსეთის 1598 მოქალაქეზე გაიცა - მიმართვიანობა 54%-ით გაიზარდა

მარტი-ივლისში საქართველოში ბინადრობის ნებართვა რუსეთის 1598 მოქალაქეზე გაიცა - მიმართვიანობა 54%-ით გაიზარდა
access_time2022-09-30 13:00:44
უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, 2022 წლის მარტი-ივლისის პერიოდში საქართველოში ბინადრობის ნებართვა გაიცა რუსეთის 1,598 მოქალაქეზე, ხოლო უარი ეთქვა 434 მათგანს. 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 2022 წელს რუსეთის მოქალაქეების მიერ საქართველოში ბინადრობის უფლების მისაღებად მიმართვიანობა 54%-ით, ხოლო დაკმაყოფილების მაჩვენებელი 25%-ით გაიზარდა, — ამის შესახებ ინფორმაციას IDFI აქვეყნებს. ორგანიზაციის ინფორმაციით, 2022 წლის მარტი-ივლისი...

სიახლე მხოლოდ ლიბერთის მომხმარებლებისთვის

სიახლე მხოლოდ ლიბერთის მომხმარებლებისთვის
access_time2022-09-30 11:55:06
დღეიდან, ლიბერთიში სოციალური სარგოს მიმღებ პირებს შესაძლებლობა აქვთ სამომხმარებლო ტიპის სესხებზე 4 წლამდე ვადით ისარგებლონ. "მოხარული ვართ, რომ საშუალება მოგვეცა განსაკუთრებული პირობები შეგვეთავაზებინა ექსკლუზიურად ჩვენი მომხმარებლებისთვის. როგორც იცით, 2022 წლის აგვისტოში ეროვნული ბანკის მიერ მიღებული რეგულაციის თანახმად, სამომხმარებლო ტიპის სესხებზე მაქსიმალური ვადა განისაზღვრა 36 თვით, რაც ჩვენი მომხმარებლების გარკვეული ნაწილისთვის შეამცირებდა სამომხმარებლო ტიპის...

„შეცვალე“ - პროკრედიტ ბანკი მასშტაბურ გარემოსდაცვით კამპანიას იწყებს

„შეცვალე“ - პროკრედიტ ბანკი მასშტაბურ გარემოსდაცვით  კამპანიას იწყებს
access_time2022-09-30 11:25:34
შეცვალე! ნუ დაკარგავ კავშირს ბუნებასთან, მოუფრთხილდი მას! თემა, რომელიც დღეს განსაკუთრებით აქტუალურია და საკითხი, რომელიც ყველას გვაფიქრებს: ეკოლოგია და გარემოს დაცვა. პროკრედიტ ბანკმა ახალი კამპანია სწორედ ამ მიმართულებით წამოიწყო. გარემოსდაცვით კამპანიას ბანკი მთავარი ვიდეო რგოლით ხსნის, რომელიც  მოკლემეტრაჟიან ფილმს გვაგონებს. სცენარი წარმოსახვით სამყაროში ვითარდება და განსაკუთრებული სიმძაფრით აღწერს იმ მომავალს, რომელიც შეიძლება დადგეს, თუკი ბუნებას არ...


მსგავსი სიახლეები

up