„მინისტრის საათის ფორმატი არაეფექტურია, მთავრი კითხვები ეკატერინე ტიკარაძეს ჯანდაცვის კომიტეტზე ელოდება“- ლევან კობერიძე

„მინისტრის საათის ფორმატი არაეფექტურია, მთავრი კითხვები ეკატერინე ტიკარაძეს ჯანდაცვის კომიტეტზე ელოდება“- ლევან კობერიძე

access_time2020-02-05 13:25:44

საგაზაფხულო სესიის დღეს ეკატერინე ტიკარაძე საკანონმდებლო ორგანოში “მინისტრის საათის” ფორმატში მოუსმენენ. ტიკარაძესთან კითხვები აქვს პარლამენტის ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ თავმჯდომარის მოადგილეს ლევან კობერიძეს. პარლამენტარი აცხადებს, რომ დასვამს ისეთ კითხვებს რომელსაც აქამდეც სვამდა, თუმცა, პასუხები ამ დრომდე არ მიუღია.

 

„კითხვები შეეხება იმ თემებს, რომელზეც მთელი ამ დროის განმავლობაში ვსაუბრობდი. პირველი კითხვა შეეხება 520-ე  დადგენილებას, რეფორმას, რომელმაც პრობლემები შეუქმნა პაციენტებს ხარისხიანი სერვისის მიღების თვალსაზრისით და სამედიცინო პერსონალს ხელფასების თვალსაზრისით. კითხვას დავსვამ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში კლინიკებისთვის დაგროვილ დავალიანებაზე. მინისტრი აცხადებს, რომ მსგავს ფაქტს ადგილი არ აქვს, ამ დროს კლინიკებს დავალიანება რეალურად აქვთ, რაც ისე პაციენტზე და მედ პერსონალზე აისახება. კითხვა ასევე შეეხება მინისტრის ხედვას, ზოგადად, როგორ გეგმავს ჯანდაცვის სისტემის განვითარებას. ჯანდაცვის სამინისტოს არათანამიმდევრულმა ნაბიჯებმა საყოველთაო ჯანდაცვის რეფორმას პრობლემები შეუქმნა“, - განაცხადა ლევან კობერიძემ.

 

დეპუტატს  არ აქვს მოლოდინი, რომ ეკატერინე ტიკარაძისგან ამომწურავ პასუხებს მიიღებს, რადგან მისი თქმით “მინისტრის საათის” ფორმატი არა ეფექტურია და საშუალებას იძლევა დასმულ კითხვებს მინისტრმა თავი აარიდოს.  სწორედ ამიტომ ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრები ეკატერინე ტიკარაძეს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ელოდებიან.

 

„მინისტრის საათი იმ ფორმატით რა ფორმატითაც არსებობს არ იძლევა საშუალებას მინისტრთან ან კონკრეტული თანამდებობის პირთან საკითხის დეტალებზე მოხდეს საუბარი, სწორედ ამიტომ, ჯანდაცვის მინისტრი დავიბარეთ ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ სახელით სწორედ კომიტეტის სხდომაზე. ახლა ცდილობს „ქართული ოცნების“ პიარ სამსახური მინისტრებს შეუქმნას კომფორტული გარემო, სადაც კითხვას სვამ და ორი საათი ელოდები პასუხს და რასაც უნდა იმას გიპასუხებს. ანუ მინისტრის საათი არის ძალიან არაეფექტური. ეს არის დამახინჯებული ფორმა ევროპაში არსებული მინისტრის საათის. მე დღეს მოლოდინი არ მაქვს მივიღებ ამომწურავ პასუხებს, ამიტომ მთავრი კითხვები ჯანდაცვის მინისტრს ჩვენგან ელოდება ჯანდაცვის კომიტეტზე“, - განაცხადა ლევან კობერიძემ.

 

ბაჩო ადამია




„სფეის იქსის“ რაკეტა, რომელსაც ასტრონავტები კოსმოსურ სადგურზე მიჰყავს, წარმატებით გაეშვა

„სფეის იქსის“ რაკეტა, რომელსაც ასტრონავტები კოსმოსურ სადგურზე მიჰყავს, წარმატებით გაეშვა
access_time2020-05-30 23:58:40
სფეის იქსის“ რაკეტა „ფალკონ...

ქუთაისში მდებარე საწარმომ მზის პანელები აშშ-ში ექსპორტზე გაიტანა

ქუთაისში მდებარე საწარმომ მზის პანელები აშშ-ში ექსპორტზე გაიტანა
access_time2020-05-30 21:00:36
ძალიან სასიხარულოა, რომ საწარმო კორონავირუსის პანდემიის შემდეგ, როცა ჩვენ ვხსნით ეკონომიკას, საწარმო გაფართოებას გეგმავს. მის გეგმებში დიდი კორექტირება არ...

ჩინური კომპანია 99%-ით არის დარწმუნებული, რომ მათ მიერ შექმნილი კორონავირუსის ვაქცინა ეფექტური იქნება

ჩინური კომპანია 99%-ით არის დარწმუნებული, რომ მათ მიერ შექმნილი კორონავირუსის ვაქცინა ეფექტური იქნება
access_time2020-05-30 19:52:32
ჩინელი მეცნიერები 99%-ით არიან დარწმუნებულები, რომ კორონავირუსის ვაქცინა, რომელზეც მუშაობენ ეფექტური იქნება, - ამის შესახებ ინფორმაციას...

ნათია თურნავა - მაისიც ძალიან მძიმე იქნება, ივნისიც და წლის ბოლოს ნავარაუდევია ეკონომიკის სერიოზული ვარდნა, ისევე როგორც მთლიანად მსოფლიოში

ნათია თურნავა - მაისიც ძალიან მძიმე იქნება, ივნისიც და წლის ბოლოს ნავარაუდევია ეკონომიკის სერიოზული ვარდნა, ისევე როგორც მთლიანად მსოფლიოში
access_time2020-05-30 15:49:21
მაისიც ძალიან მძიმე იქნება, ივნისიც და ზოგადად, წლის ბოლოს ნავარაუდევია ეკონომიკის სერიოზული ვარდნა, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა “საქსტატის” მონაცემებს აპრილში ეკონომიკის 16.6%-იან ვარდნასთან...

ბაზარზე ლუდის პირველი ქართული ბრენდი ბრუნდება - „ზედაზენის“ ახალი პროდუქტი

ბაზარზე ლუდის პირველი ქართული ბრენდი ბრუნდება - „ზედაზენის“ ახალი პროდუქტი
access_time2020-05-30 15:00:14
„ზედაზენი“ ახალ პროდუქტს უშვებს. საუბარია ლუდის პირველ ქართულ ბრენდზე „ აიაზე“, რომელიც ბაზარზე...


მსგავსი სიახლეები

up