„მინისტრის მოლოდინი გადაჭარბებულია, ქვეყანაში ტურისტები არ არიან და არც ზაფხულის სეზონზე ველოდებით“ - სტუმარ-მასპინძლობის სექტორი

„მინისტრის მოლოდინი გადაჭარბებულია, ქვეყანაში ტურისტები არ არიან და არც ზაფხულის სეზონზე ველოდებით“ - სტუმარ-მასპინძლობის სექტორი

access_time2021-06-07 17:00:47

„ჩვენი პროგნოზით, ახლა უკვე ნათელია, რომ ჩვენ შევძლებთ ტურიზმის აქტივობა აღვადგინოთ 2019 წლის, სულ მცირე, 40%-ის დონეზე, მე კი მიმაჩნია, რომ ჩვენი ძალისხმევის შედეგად, 50%-მდეც აღდგება 2019 წლის ტურიზმის განვითარების დონე, ეს სრულიად შესაძლებელია“, — განაცხადა რამდენიმე დღის წინ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ.


„კომერსანტი“ დაინტერესდა თუ რა მოლოდინი აქვთ ზაფხულის სეზონზე ტურიზმის აღდგენასთან დაკავშირებით სტუმარ-მასპინძლობის სექტორს. რესტორნების წარმომადგენლების უმრავლესობა პესიმისტურადაა განწყობილი და მიიჩნევს, რომ მინისტრის მოლოდინი გადაჭარბებულია.


რესტორან „11 კათხას“ დირექტორი დავით ტრაპაიძე „კომერსანტთან“ აღნიშნავს, რომ რესტორანი ერთ წელზე მეტია დახურულია და არ მუშაობს, რადგან მისი ობიექტი ტურისტულად აქტიურ ქუჩაზეა და მომხმარებლების ძირითად ნაწილს უცხოელი ტურისტები წარმოადგენენ. მისი თქმით, მინისტრის მოლოდინი გადაჭარბებულია და ტურიზმი წელს ვერ აღდგება.


„მინისტრის მოლოდინი გადაჭარბებულია, ქვეყანაში ტურისტები არ არიან და არც ზაფხულის სეზონზე ველოდებით. რესტორანი ტურისტულად დატვირთულ ადგილას გვაქვს, პუშკინის ქუჩაზე, მაგრამ აქ მუშაობას აზრი არ აქვს, ამიტომ ერთ წელზე მეტია დახურულები ვართ და ვფიქრობ უახლოეს პერიოდში არც გავიხსნებით. კომუნალურები 50%-ით გაგვიძვირდა, იჯარაც გაიზარდა, მინიმუმ 50 000 ლარია საჭირო რომ რესტორანმა მუშაობა განაახლოს, კრედიტის აღებაც გართულდა, ამიტომ ახლა უფრო მეტად ვართ ჩიხში შესულები. შესაბამისად, სანამ რეალურად არ გამოჩნდებიან ტურისტები რესტორნის ამუშავებას აზრი არ აქვს, “  ამბობს დავით ტრაპაიძე.



რესტორნების ქსელ მაჭახელაში „კომერსანტს“ უთხრეს, რომ ობიექტების მხოლოდ ნაწილი მუშაობს და ჯერჯერობით სრულად გახსნა ტურისტების არარსებობის გამო არ იგეგმება.


„ბევრი ობიექტი დავხურეთ და დაახლოებით 50-60% მუშაობს, ჯერჯერობით ყველა შიდა სივრცის გახსნასაც არ ვგეგმავთ, რადგან არც ადგილობრივების მხრიდან არის მოთხოვნა და არც ტურისტები ჩანან. მართალია ბოლო პერიოდში შედარებით გამოჩნდნენ უცხოელები, მაგრამ ის მოლოდინი რაც მთავრობას აქვს, ვფიქრობ არც ამ ზაფხულს გამართლდება, ამიტომ სრულად ყველა ფილილის და ყველა სივრცის გახსნისგან თავს ვიკავებთ. ვიმედოვნებ, რომ სახმელეთო საზღვრების გახსნა გაზრდის ტურისტების რაოდენობას, თუმცა 2019 წელთან ალბათ ვერც კი შევადარებთ“, - აღნიშნა ქეთი გილიამ.


კომპანია MGROUP-ის ბიზნესის განვითარების დირექტორმა ნანუკა მჟავანაძემ „კომერსანტთან“ აღნიშნა, რომ მოლოდინი ოპტიმისტურია და ტურისტების რაოდენობის ზრდას ზაფხულის სეზონზე ელიან.


„ახლა როდესაც სახმელეთო საზღვრები გაიხსნა, ვიმედოვნებთ რომ ტურისტების და შესაბამისად ჩვენი მომხმარებლების რაოდენობაც გაიზრდება, მოლოდინი ოპტიმისტურია და ბევრი გეგმებიც გვაქვს. შესაძლოა ტურისტების მხრიდან ისეთი ზრდა არ იყოს როგორსაც მთავრობა იმედოვნებს, თუმცა ზაფხულის პერიოდში უკეთეს ვითარებას ველით“, - აღნიშნა ნანუკა მჟავანაძემ.


„კომერსანტი“





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up