მინისტრი სპეკულირებს, როდესაც ლარის გამყარებას ეკონომიკური პოლიტიკის შედეგად აფასებს

მინისტრი სპეკულირებს, როდესაც ლარის გამყარებას ეკონომიკური პოლიტიკის შედეგად აფასებს

access_time2020-06-12 10:00:33

„საქართველოში ეკონომიკის ვარდნა გლობალური კრიზისით და პანდემიით არის გამოწვეული. ლარის გამყარება კი ჩვენი სწორი და კორდინირებული პოლიტიკით. ეს არის ეკონომიკური პოლიტიკს შედეგი და ეს არაა თავისთავად მოტანილი პოზიტივი. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ ეროვნული ვალუტის გამყარება შევძლოთ და გაცვლითი კურსის რყევები შევამციროთ, რაც პოზიტიურად მოქმედებს ბაზარზე“, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.


ეკონომისტი ირაკლი ყიფიანი მიიჩნევს, რომ ეკონომიკის მინისტრი სპეკულირებს როდესაც ლარის გამყარებას ეკონომიკური პოლიტიკის შედეგად აფასებს. მისი თქმით, ლარი ერთ-ერთი ყველაზე არაპროგნოზირებადი ვალუტაა ბიზნესისთვის, შესაბამისად მისი მოკლევადიან პერიოდში შეფასება  - სპეკულაციაა.


„ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა სპეკულირებს, როდესაც ლარის გამყარებას ეკონომიკური პოლიტიკის შედეგად აფასებს, რადგან ლარის კურსი უფასურდება და მყარდება ბოლო 8 წლის განმავლობაში ისე არაპროგნოზირებულად, როგორც არასდროს. ლარი ერთ-ერთი ყველაზე არაპროგნოზირებადი ვალუტაა ბიზნესისთვის, შესაბამისად მისი მოკლევადიან პერიოდში შეფასება ისეთი როგორიც მინისტრმა გააკეთა, ორი დღის შედეგების მიხედვით - სპეკულაციაა. მინისტრმა გადახედოს რა სჭირს ლარს ბოლო პერიოდის განმავლობაში და რა ემართებას ბიზნესს ლარის გაუფასურების გამო, ასევე  შეხედოს ფასებს. თუ ფასების ზრდა და ლარის ასეთი მერყეობა სწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია, მაშინ  საკმაოდ ბევრი კითხვის ნიშანი ჩნდება, მათ შორის თუ რამდენად ჯანსაღად ფიქრობს  ნათია თურნავა საერთოდ ეკონომიკაზე“, - განაცხადა ირაკლი ყიფიანმა.


ეკონომიკის ექსპერტი და ანალიტიკოსი ნიკა შენგელია აცხადებს, რომ არავითარი  ეკონომიკური პოლიტიკა, რომელიც ლარის კურსს გაამყარებდა ბუნებაში არ არსებობს.



„გამიზნული ეკონომიკური პოლიტიკა ჩვენს ქვეყანას არ აქვს, ახლა თითქოს დაიწყეს სოფლის მეურნეობის მხრივ ნაბიჯების გადადგმა, მაგრამ ძალიან პატარა ძვრებია. რაც შეეხება ეკონომიკურ პოლიტიკას, საერთოდ რაზე უნდა ვისაუბროთ, როდესაც ბიუჯეტი ვერ სრულდება და დიდი გარღვევა არის, ამ დროს ზოგადად ლარის კურსის გამყარებაზე ვერაფერს ვიტყვით. ეროვნული ვალუტის გამყარებას ჩვენ მივაწერთ იმ ფაქტს, რომ იმპორტი შემცირებულია და შემოდის ასევე საერთაშორისო დახმარებები, რაც ჩვეულებრივ მიიმართება სავალუტო ბაზარზე და ლარზე მოთხოვნის ზრდას იწვევს. გარდა ამისა რომელიღაც კომერციულ ბანკს დოლარი ჰქონდა შესასყიდი და ამის გამო ლარი გამყარდა, რათა იაფად შეესყიდა უცხოური ვალუტა, ახლა კი ვხედავთ რომ ლარი ისევ 3-ის ფარგლებშია. თუ მოსახლეობის მხრიდან მოთხოვნა გაიზრდება, ლარის კურსი ისევ გაუფასურდება. არავითარი  ეკონომიკური პოლიტიკა, რომელიც ლარის კურსს გაამყარებდა ბუნებაში არ არსებობს, ყველასთვის ცნობილია, რომ ზაფხულის პერიოდში ლარი ისედაც მყარდება. ეკონომიკურ პოლიტიკაზე მთავრობამ ნოემბრის ბოლოსთვის გვესაუბროს, როდესაც ლარი ისევ გაუფასურდება. ლარის კურსი ივნისის პერიოდში 2.95-3.05 იქნება, 2.90-ზე დაბლა ჩამოსვლას არ ვვარაუდობთ. წლის ბოლოსათვის კი სადღაც 3,20- იან ნიშნულს არ გადააჭარბებს“, - განმარტა ნიკა შენგელიამ.


საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 11 ივნისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.0387 ლარი შეადგინა.


აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, „კომერსანტმა“ ეკონომიკის სამინისტროსაც მიმართა შეკითხვით, პასუხებს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.


ნინო თამაზაშვილი





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up