მინისტრი: სახელმწიფო საწარმოების კორპორატიზაციის მიზანია აქციების ნაწილი საფონდო ბირჟებზე გავიდეს

მინისტრი: სახელმწიფო საწარმოების კორპორატიზაციის მიზანია აქციების ნაწილი საფონდო ბირჟებზე გავიდეს

access_time2022-09-22 20:00:00

„სახელმწიფო საწარმოები ჩვენ ვთვლით, რომ არის პოტენციურად ერთ-ერთი ის მიმართულება, რომელსაც მნიშვნელოვანი კონტრიბუცია შეუძლია შეიტანოს მომდევნო წლებში საქართველოს ეკონომიკურ ზრდაში,“ - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა გადაცემაში „ბიზნესპარტნიორი“.


ლაშა ხუციშვილის თქმით, ამ მიმართულების რეფორმირება აქტიურად მიმდინარებს, რასაც მხარს უჭერს საქართველოს მთავრობა.


„მოგეხსენებათ, ეს არის საერთაშორისო სავალუტო ფონდთან საქართველოს მიმდინარე პროგრამის ძალიან აქტიური კომპონენტი. უკვე გასული კვირის განმავლობაში, როდესაც სსფ-ის მისია იყო საქართველოში ჩამოსული, ჩვენ შევთანხმდით სრულ დიზაინზე თუ როგორ უნდა განხორციელდეს კორპორატიზაცია და ახლა უკვე გადავდივართ იმპლემენტაციის ნაწილზე იმ გეგმის შესაბამისად, რაც შეთანხმებაშია.



რამდენიმე წელია საჭირო, რომ საწარმოებმა სრულად დამოუკიდებლად შეძლონ რესურსის მოპოვება როგორც სასესხო, ასევე კაპიტალის ნაწილში. მთავარი მიზანი არის, განხორციელდეს ამ საწარმოების კორპორატიზაცია და მათი მართვა მოხდეს როგორც კორპორაციების, შესაბამისად, ეს საშუალებას მისცემს თითოეულ მათგანს, რომ კაპიტალისა და სასესხო ნაწილში აქტიურად მიიღონ მონაწილეობა. საბოლოო მიზანია კორპორატიზაცია მოხდეს იმგავრად, რომ აქციების გარკვეული ნაწილი მაინც გავიდეს საფონდო ბირჟაზე საქართველოში თუ საქართევლოს გარეთ და მოხდეს მათი ლისტინგი და ვაჭრობა ქართული ფასიანი ქაღალდებით,“ - ამბობს ლაშა ხუციშვილი.


შეგახსენებთ, რომ მთავრობამ სახელწიფო საწარმოების კორპორატიზაციის დაწყებაზე ჯერ კიდევ 2020 წლის ზაფხულში დაიწყო საუბარი. სახელმწიფო საწარმოების რეფორმის მთავარი ამოცანაა, ძლიერი და დამოუკიდებელი მართვის სისტემის შექმნა.


ამავდროულად აღსანიშნავია, რომ საქართველოსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდს შორის მიღწეულია შეტანხმება სამწლიანი $289 მლნ–ის (210 მლნ SDR) მოცულობის მხარდამჭერი პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს სახელმწიფო ფინანსების მართვის გაუმჯობესებას და ფისკალური რისკების შეზღუდვას სახელმწიფო საწარმოების მართვის სტრატეგიის დასრულებით და განხორციელებით.


business-partner.ge




„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ შენობა ბიზნესმენმა სოსო ფხაკაძემ იყიდა

„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ შენობა ბიზნესმენმა სოსო ფხაკაძემ იყიდა
access_time2022-09-30 13:06:19
საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობა ბიზნესმენმა სოსო ფხაკაძემ იყიდა. აღნიშნული ბიზნესმენმა ბიზნესპარტნიორს თავად დაუდასტურა.   ჩვენი ჯგუფი დიდი ხანია ახორციელებს კომერციული უძრავი ქონების განვითარებას ქ. თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში. კერძოდ, ჩვენ ვაშენებთ და ოპერირებას ვუწევთ საშუალო ზომის სავაჭრო ცენტრებს, სადაც მთავარი არენდატორია კომპანია “კარფური” და ასევე არენდატორები არიან ათობით სხვა საქართველოში მოღვაწე რითეილერები. შესაბამისად, ვფიქრობთ, ჯგუფში დაგროვდა...

მარტი-ივლისში საქართველოში ბინადრობის ნებართვა რუსეთის 1598 მოქალაქეზე გაიცა - მიმართვიანობა 54%-ით გაიზარდა

მარტი-ივლისში საქართველოში ბინადრობის ნებართვა რუსეთის 1598 მოქალაქეზე გაიცა - მიმართვიანობა 54%-ით გაიზარდა
access_time2022-09-30 13:00:44
უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, 2022 წლის მარტი-ივლისის პერიოდში საქართველოში ბინადრობის ნებართვა გაიცა რუსეთის 1,598 მოქალაქეზე, ხოლო უარი ეთქვა 434 მათგანს. 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 2022 წელს რუსეთის მოქალაქეების მიერ საქართველოში ბინადრობის უფლების მისაღებად მიმართვიანობა 54%-ით, ხოლო დაკმაყოფილების მაჩვენებელი 25%-ით გაიზარდა, — ამის შესახებ ინფორმაციას IDFI აქვეყნებს. ორგანიზაციის ინფორმაციით, 2022 წლის მარტი-ივლისი...

სიახლე მხოლოდ ლიბერთის მომხმარებლებისთვის

სიახლე მხოლოდ ლიბერთის მომხმარებლებისთვის
access_time2022-09-30 11:55:06
დღეიდან, ლიბერთიში სოციალური სარგოს მიმღებ პირებს შესაძლებლობა აქვთ სამომხმარებლო ტიპის სესხებზე 4 წლამდე ვადით ისარგებლონ. "მოხარული ვართ, რომ საშუალება მოგვეცა განსაკუთრებული პირობები შეგვეთავაზებინა ექსკლუზიურად ჩვენი მომხმარებლებისთვის. როგორც იცით, 2022 წლის აგვისტოში ეროვნული ბანკის მიერ მიღებული რეგულაციის თანახმად, სამომხმარებლო ტიპის სესხებზე მაქსიმალური ვადა განისაზღვრა 36 თვით, რაც ჩვენი მომხმარებლების გარკვეული ნაწილისთვის შეამცირებდა სამომხმარებლო ტიპის...

„შეცვალე“ - პროკრედიტ ბანკი მასშტაბურ გარემოსდაცვით კამპანიას იწყებს

„შეცვალე“ - პროკრედიტ ბანკი მასშტაბურ გარემოსდაცვით  კამპანიას იწყებს
access_time2022-09-30 11:25:34
შეცვალე! ნუ დაკარგავ კავშირს ბუნებასთან, მოუფრთხილდი მას! თემა, რომელიც დღეს განსაკუთრებით აქტუალურია და საკითხი, რომელიც ყველას გვაფიქრებს: ეკოლოგია და გარემოს დაცვა. პროკრედიტ ბანკმა ახალი კამპანია სწორედ ამ მიმართულებით წამოიწყო. გარემოსდაცვით კამპანიას ბანკი მთავარი ვიდეო რგოლით ხსნის, რომელიც  მოკლემეტრაჟიან ფილმს გვაგონებს. სცენარი წარმოსახვით სამყაროში ვითარდება და განსაკუთრებული სიმძაფრით აღწერს იმ მომავალს, რომელიც შეიძლება დადგეს, თუკი ბუნებას არ...

ევრო დოლართან მიმართებით ახალ რეკორდულ ნიშნულამდე გაუფასურდა

ევრო დოლართან მიმართებით ახალ რეკორდულ ნიშნულამდე გაუფასურდა
access_time2022-09-30 11:30:28
ევროპის მასშტაბით ენერგოკრიზისის, რუსეთ-უკრაინის ომის გამწვავებისა და აშშ-ის ფედერალური რეზერვის მიერ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების ფონზე, ევრო ამერიკულ დოლართან მიმართებით რეკორდულად უფასურდება. საერთაშორისო სავალუტო ბირჟაზე დღეს ერთი ევროს სანაცვლოდ 0.956 დოლარის შეძენაა შესაძლებელი, რაც ბოლო ოცწლეულის მინიმალური მაჩვენებელია. საგულისხმოა, რომ რუსეთის მიერ ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაციის გამოცხადებისა და ევროპის ენერგოუსაფრთხოების კითხვის...


მსგავსი სიახლეები

up