მინისტრი: ინვესტორებს საინვესტიციო პროექტების გამზადებულ კატალოგს შევთავაზებთ

მინისტრი: ინვესტორებს საინვესტიციო პროექტების გამზადებულ კატალოგს შევთავაზებთ

access_time2019-05-19 19:30:30

„ეკონომიკის სამინისტრო ის მთავარი საკონტაქტო უწყებაა, სადაც მოვა ნებისმიერი ინვესტორი და ჩვენ თავიდან ბოლომდე გავყვებით“, - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ BMG-ისთან ინტერვიუში განაცხადა. 



„ჩვენ ვიქნებით ის ერთი ფანჯარა, რომელსაც მიუკაკუნებს თითოეული ინვესტორი. სპეციალურად დაინიშნა მინისტრის ახალი მოადგილე - ნიკა ალავიძე, ძალიან გამოცდილი ადამიანი. კერძო სექტორიდან მოდის და მუშაობდა კორპორატიულ ბანკირად სხვადასხვა საბანკო დაწესებულებებში. მისი გამოცდილება გამოგვადგება. ესაა ის მთავარი საკონტაქტო უწყება, სადაც მოვა ნებისმიერი ინვესტორი და ჩვენ თავიდან ბოლომდე გავყვებით მას ისე, რომ ინვესტორს არ უწევდეს სიარული ერთი უწყებიდან - მეორეში და სხვადასხვა ვადაზე აპელირება“, - განაცხადა თურნავამ. 



მინისტრის თქმით, პოტენციურ ინვესტორებს საინვესტიციო პროექტების გამზადებულ კატალოგს შესთავაზებენ, რომელიც „ნებისმიერი გემოვნების ინვესტორზე იქნება მორგებული“. 



„ისე არ იფიქროთ, რომ ეს კატალოგი ამიერიდან შეიქმნება. ეს პროექტები შექმნილია სხვადასხვა დარგში, სხვადასხვა სფეროში და ახლა საჭიროა, მათი კონსოლიდაცია, განახლება და დამატებით ახალი პროექტების შემომატება. ჩვენ ახლა გვაქვს კერძო საჯარო თანამშრომლოის შესახებ კანონი, რაც გვაძლევს საშუალებას, რომ უფრო მეტად მოქნილები ვიყოთ ამ თვალსაზრისითაც“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა. 



თურნავას თქმითვე, საინვესტიციო პროექტების კატალოგი საინტერესო იქნება ინვესტორების იმ კატეგორიისთვის, რომელიც გეგმავს საქართველოში ბიზნესის კეთებას, მაგრამ არაა ჩამოყალიბებული, კონკრეტულად რა სფეროში სურს ინვესტიციის ჩადება. 




„სწორედ ასეთი ტიპის ინვესტორებს ჩვენ დავახვედრებთ საინვესტიციო პროექტების გამზადებულ პორტფელს; ეს იქნება სხვადასხვა გემოვნების მქონე ინვესტორებისთვის მისაღები პროექტები. ზოგს ურჩევნია სწრაფი უკუგება - ასეთი ტიპის პროექტებიც გვაქვს, მაგალითად, სასტუმრო ბიზნესში ინვესტირების გზით, სადაც როგორც წესი, 5-წლიანი უკუგებაა და სადაც საკმაოდ მაღალია უკუგების კოეფიციენტი. ზოგიერთს უნდა ისეთი პროექტი, რომელიც უფრო ხანგრძლივ უკუგებაზე მოდის, მაგრამ უნდა უფრო სტაბილური, დაზღვეული და ნაკლებად სარისკო - მაგალითად, ენერგეტიკაში არის ასეთი პროექტები“, - განმარტა მინისტრმა



bmg.ge




დაკეტილი სკოლები - სექტემბრიდან სწავლება შერეული სისტემით გაგრძელდება

დაკეტილი სკოლები - სექტემბრიდან სწავლება შერეული სისტემით გაგრძელდება
access_time2020-07-04 18:00:12
გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს ოფისის წარმომადგენელმა დღეს მმართველ გუნდს პირდაპირ უთხრა, რომ სექტემბერში სწავლა ჩვეულ რეჟიმში უნდა განახლდეს. ღასან ხალილი ხელისუფლებას მოსწავლეთა საუკეთესო ინტერესების დაცვისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, სკოლების დაკეტვა ბავშვებზე ნეგატიურ გავლენას...

საპენსიო დანაზოგებით, შესაძლოა, სახელმწიფო საწარმოები დაფინანსდეს

საპენსიო დანაზოგებით, შესაძლოა, სახელმწიფო საწარმოები დაფინანსდეს
access_time2020-07-04 16:00:24
ფინანსთა მინისტრის მოადგილის, ნიკოლოზ გაგუას ინფორმაციით, დაგროვებითი საპენსიო სქემის დანაზოგებით, მთავრობა სახელმწიფო საწარმოების დაფინანსების შესაძლებლობას...

ტრამპი ბაიდენს თითქმის ყველა გამოკითხვაში ჩამორჩება

ტრამპი ბაიდენს თითქმის ყველა გამოკითხვაში ჩამორჩება
access_time2020-07-04 20:00:13
ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებამდე 5 თვეზე ნაკლები დრო რჩება. რესპუბლიკელი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კი ეროვნული მასშტაბით ჩატარებულ გამოკითხვებში მნიშვნელოვნად ჩამორჩება მის სავარაუდო მეტოქეს დემოკრატიული პარტიიდან. დემოკრატი ჯო ბაიდენი, შეერთებული შტატების ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი მას ისეთ შტატებშიც კი უსწრებს, რომელიც ტრადიციულად კონსერვატიული არჩევანით იყო ცნობილი. ასეთებია მაგალითად, მისური და ტეხასი. პრეზიდენტს დღეს ფართოდ აკრიტიკებენ პანდემიის ცუდად მართვისთვის. შეერთებული...

Hotsale.ge-ზე განთავსებულ 400-ზე მეტ სასტუმროში ერთ კვირაში 2000 ჯავშანი გაიყიდა

Hotsale.ge-ზე განთავსებულ 400-ზე მეტ სასტუმროში ერთ კვირაში 2000 ჯავშანი გაიყიდა
access_time2020-07-04 17:30:40
დას­ვე­ნე­ბის სე­ზო­ნი მალე აქ­ტი­ურ ფა­ზა­ში შევა, დამ­სვე­ნე­ბელ­თა დიდი ნა­წი­ლი კი, სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბულ კუ­რორ­ტებს შე­არ­ჩევს. სა­ინ­ტე­რე­სოა, წელს სად შე­იძ­ლე­ბა ხა­რის­ხი­ა­ნად დას­ვე­ნე­ბა და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და­ნა­ზო­გე­ბის გა­კე­თე­ბა. რო­მე­ლი სას­ტუმ­რო­ე­ბია ყვე­ლა­ზე მო­თხოვ­ნა­დი და რო­გო­რია მათი ფა­სე­ბი? ამის შე­სა­ხებ  HOTSALE.GE-ს დი­რექ­ტორს თა­თუ­ლი ზა­კა­ლაშ­ვილს...

ნიუ-იორკის უძრავი ქონების ბაზარი ჩამოიშალა

ნიუ-იორკის უძრავი ქონების ბაზარი ჩამოიშალა
access_time2020-07-04 13:00:42
კორონავირუსის გამო შემოღებული 3 თვიანი კარანტინი აშშ-ში უძრავი...


მსგავსი სიახლეები

up