ამერიკულ მინისერიალს, „ჩერნობილს“ ბრიტანეთის კინოსა და ტელევიზიის აკადემიის (BAFTA) პრიზი 7 ნომინაციაში გადაეცა. ამის შესახებ გამოცემა Variety იტყობინება.
„ჩერნობილს“ პრესტიჟული ჯილდო საუკეთესო კოსტიუმების, ოპერატორული ნამუშევრის, განათების, დეკორაციის, ხმისა და მონტაჟის, ასევე ორიგინაულური მუსიკალური თემის ნომინაციებში ხვდა წილად.
საუკეთესო რეჟისორად აღიარეს სერიალის იოჰან რენკიც.
მანამდე მინისერიალი „ოქროს გლობუსის“ მფლობელი გახდა.
ფილმი 1986 წელს ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე მომხდარ კატასტროფაზე მოგვითხრობს.
Imedinews