„მინიმალური ხელფასი საქართველოში - პრობლემები და გამოწვევები“ - „პროგრესის ცენტრის“ ინიციატივით ჟურნალისტებისთვის სემინარი გაიმართა

„მინიმალური ხელფასი საქართველოში - პრობლემები და გამოწვევები“ - „პროგრესის ცენტრის“ ინიციატივით ჟურნალისტებისთვის სემინარი გაიმართა

access_time2021-07-27 11:37:21

24-25 ივლისს, ორგანიზაცია „პროგრესის ცენტრის“ ინიციატივით და „ფრიდრიხ ებერტის ფონდი საქართველოში“-ს მხარდაჭერით მედიის წარმომადგენლებისთვის ორდღიანი სემინარი გაიმართა „მინიმალური ხელფასი საქართველოში - პრობლემები და გამოწვევები“.


სემინარს ესწრებოდნენ „ფრიდრიხ ებერტის ფონდი საქართველოში“ პროექტის მენეჯერი ირინა სეფერთელაძე,  პარტია „ხალხისთვის“ თავმჯდომარე ანა დოლიძე,  „საქართველოს პროგრესული ფორუმი“ თავმჯდომარე დიმიტრი ცქიტიშვილი,  “Know How Training Center” -ის  მმართველი პარტნიორი, ეკონომისტი დავით დარსაველიძე, „საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების“ თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი, CRRC -ის  წარმომადგენელი დავით სიჭინავა, ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის  ვიცე პრეზიდენტი პაატა ბაირახტარი და ორგანიზაცია „პროგრესის ცენტრის“ პროექტის კოორდინატორი მარიამ კუსიანი.


მომხსენებლებმა ისაუბრეს საქართველოში მინიმალურ ხელფასის ოდენობასთან დაკავშირებულ პრობლემებზე და იმ გამოწვევებზე, რომელიც ჩვენს ქვეყანაში დასაქმებულს  შრომის ღირსეული ანაზღაურებას უფლებებს უზღუდავს.





როგორც ცნობილია, საქართველოში მოქმედებს 1999 წელს, პრეზიდენტის მიერ მიღებული ბრძანებულება, რომლის მიხედვითაც მინიმალური ხელფასის ოდენობა 20 ლარია.  ეს დადგენილი ოდენობა დღემდე არც ერთხელ გადახედილა და, შესაბამისად, არ შეცვლილა, მიუხედავად ინფლაციისა, საარსებო მინიმუმის თუ ცხოვრების დონის ცვლილებისა.


მინიმალური ხელფასი დიდწილად ჩამორჩება დადგენილ საარსებო მინიმუმს, თანხვედრაში არაა მის ძირითად მიზნებთან, ასევე ხელს უწყობს დასაქმებულთა ექსპლუატაციას, ვერ უზრუნველყოფს დაბალ ანაზღაურებადი პირთათვის მინიმალური საცხოვრებელი სტანდარტებით უზრუნველყოფას, სამართლიანი სახელფასო სტრუქტურის შეძლებისდაგვარად ჩამოყალიბებას, სიღარიბის აღმოფხვრასა და საშუალო ფენის შექმნას.


აქედან გამომდინარე, მინიმალური ხელფასის საკითხი ბოლო პერიოდში უფრო და უფრო აქტუალური გახდა. მისი აქტუალურობა განაპირობა მოსახლეობის სოციალური პირობების გაუარესებამ, არსებული მინიმალური ხელფასის  შეუსაბამოდ დაბალმა ოდენობამ, მშრომელთა უფლებებისთვის შეუჩერებელი ბრძოლის საწყისებმა და რაც მთავარია, მოსახლეობის დიდი ნაწილის სურვილმა, განისაზღვროს მინიმალური ხელფასის ის ოდენობა, რომელიც მათი, როგორც დასაქმებულების უფლებების შესაბამისი იქნება.  




როგორც მომხსენებლებმა აღნიშნეს, ყველა ეს მიზეზი ერთობლიობაში ქმნის სამართლიან საფუძველს, რომ საქართველოში დაწესდეს მინიმალური ხელფასი, რომელიც არსებულ სოციალურ გარემოსთან დინამიკაში იქნება და კონკრეტული ფაქტორების არსებობისას შეიცვლება.

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up