„წელს დაწყებული ინფრასტრუტურული პროექტები დროებით უნდა შეჩერდეს, თანხა კი ჯანდაცვას მოხმარდეს“ - რამაზ გერლიანი ქვეყანაში შექმნილ ეკონომიკურ ფონს აფასებს  აფასებს

„წელს დაწყებული ინფრასტრუტურული პროექტები დროებით უნდა შეჩერდეს, თანხა კი ჯანდაცვას მოხმარდეს“ - რამაზ გერლიანი ქვეყანაში შექმნილ ეკონომიკურ ფონს აფასებს აფასებს

access_time2020-03-31 14:00:47

კორონავირუსის გამო, სახელმწიფოს შეიძლება ფინანსური რესურსი ჯანდაცვის სექტორში  დასჭირდეს. ფინანსური სახსრების მოძიება კი სხვადასხვა პროექტებისთვის გაწერილი თანხების შემცირებით  მოუხდებათ. სპეცილისტების აზრით, ერთ-ერთი ასეთი  ჯერ არ დაწყებული ინფრასტრუქტურული პროექტებია, რომლის დაწყებაც მიმდინარე პერიოდისთვის იგეგმება.

 

„ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის პრეზიდენტის“ რამაზ გერლიანის  განცხადებით, ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელიც დაწყებულია უნდა დასრულდეს, რომელიც იგეგმება და ჯერ არ დაწყებულა, აუცილებლად უნდა დაპაუზდეს, ხოლო თანხები ჯანდაცვის სექტორს მოხმარდეს.

 

„მდგომარეობის გათვალისწინებით, ბიუჯეტს დანაკლისი აუცილებლად ექნება,  უფრო მაღალი დონის ამოცანები აქვს შესასრულებელი სახელმწიფო ხაზინას, მსგავსი პროექტები კი როგორიცაა ინფრასტრუქტურა და სხვა მაქსიმალურად უნდა გადათამაშდეს   და მოხმარდეს კორონავირუსთან ბრძოლას. ეკონომიკას დროებით გაჩერებულ პროექტებზე მეტად ეს პანდემია დააზარალებს. თუ ბიუჯეტს არ ექნება ძალიან დიდი დეფიციტი, მაშინ ეკონომიკური ჩავარდნის ფონზე ინფრასტრუქტურული პროექტები ერთ-ერთი გზაა დასაქმების ნაწილში, რომელიც უნდა შევინარჩუნოთ, რაც მომავალში რა თქმა უნდა მოგვცემს ეკონომიკურ ეფექტს.“-ამბობს რამაზ გერლიანი.


რაც შეეხება დაწყებულ პროექტებს,  „ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის პრეზიდენტი თქმით, ისინი არ უნდა გაჩერდეს, რადგან  დაწყებული პროექტების გაჩერება ქვეყნისთვის ორმაგი ზარალი იქნება. გერლიანის თქმით, დაწყებული პროექტების გაჩერებით, საწყისი თანხა იქნება დაკარგული  და ეკონომიკა ორმაგ ზარალს მიიღებს.

 

მიმდინარე წელს დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების გაჩერებას ემხრობა, საკონსულტაციო კომპანია „პიემსიჯის“ გენერალური დირექტორი,  ლექსო ალექსიშვილი, რომელმაც ამ თემაზე  „ბიზნესპარტნიორში“ ისაუბრა.



დისკუსიის დროს „პიემსიჯის“ გენერალურმა დირექტორმა აღნიშნა, რომ არა თუ ქართული, არამედ მსოფლიო ეკონომიკა მსგავსი კატასტროფის წინაშე არ ყოფილა  და დღეს მდგომარეობიდან გამოსავლის რამე მზა რეცეპტი არ არსებობს. ამიტომ ალექსიშვილი თვლის, რომ მთავრობამ მიმდინარე კრიზისის ფონზე უმჯობესია, არავითარი სტიმულირება ან გადასახდების გადავადება არ მოახდინოს და მხოლოდ კრიზისის დაძლევაზე იფიქროს. 

 


„ამ კონკრეტულ ყველაზე ექსტრემალურ ვითარებაში ჩემი აზრით მნიშვნელოვანი იქნება, რომ მაგალითად ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელიც წელს გვქონდა დაგეგმილი და ამაზე ვალდებულება ჯერ არ აგვიღია, არც ავიღოთ, რადგან შეიძლება ფული დაგვჭირდეს. ეს ფული არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი, სახელმწიფოს სჭირდება ფინანსური რესურსი, რომელიც ეფექტურად უნდა გამოიყენოს. მესმის, რომ ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვანია და ის, რაც დაწყებული გვაქვს უნდა დავასრულოთ, ეს ცალსახაა, მაგრამ ის ინფრასტრუქტურული ობიექტები, რომელიც ჯერ არ დაგვიწყია, ამ წუთას მათი სასწრაფოდ განხორციელება საჭირო არ არის. საქმე ისაა, რომ საერთო ჯამში ეკონომიკური აქტივობა შემცირდება და მისი გამოყენების ეფექტურობა, განსაკუთრებით უახლოეს პერიოდში, არ იქნება მაღალი. მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე ვდგავართ. ასეთი არ ყოფილა არასდროს მსოფლიოში. ამიტომ ისევე, როგორც ჯანდაცვაში არ არსებობს რეცეპტი ამ ვირუსთან საბრძოლველად, ეკონომიკაშიც არ არსებობს კონკრეტული რეცეპტი, ეს როგორ უნდა დავძლიოთ. შესაბამისად, ნებისმიერი მცდელობა შეიძლება კონტრპროდუქტიული გამოვიდეს“, – განაცხადა ლექსო ალექსიშვილმა.

 

 

შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის  გამოცხადება ინფრასტრუქტურულ პროექტებს არ შეხებიათ და ჩვეულ რეჟიმში განაგრძობენ მუშაობას. კარანტინის პირობებში კი  გრძელდება სახელმწიფო მნიშვნელობის პროექტების მშენებლობა. 



ნათია ლომიძე 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up