მინდია გადაევი თბილისის მომავალ მერს კულტურული მემკვიდრეობის საბჭოში კომპეტენტური წევრების შეყვანას ურჩევს

მინდია გადაევი თბილისის მომავალ მერს კულტურული მემკვიდრეობის საბჭოში კომპეტენტური წევრების შეყვანას ურჩევს

access_time2017-10-06 09:00:48

ბიზნესმენები თბილისის მომავალ მერს რჩევებს აძლევენ. „კომერსანტი“ თემას აგრძელებს და ამჯერად კომპანია „ლოიალ კაპიტალ გრუპის“ ვიცე-პრეზიდენტ მინდია გადაევის პოზიციას შემოგთავაზებთ. ბიზნესმენი ჩვენთან საუბრისას რამდენიმე მიმართულებას ასახელებს, რაზეც დედაქალაქის მომავალმა მერმა ყურადღება უნდა გაამახვილოს.

 

გადაევი თბილისის მომავალ მერს გადაწყვეტილების სწრაფად მიღებას და მერიის კომპეტენტური კადრებით დაკომპლექტებას ურჩევს. მისი განცხადებით, კარგი იქნება, თუ გაიზრდება გადაწყვეტილების მიღების ეფექტურობა. დღეს კი, მისი განმარტებით, პროცესი შენელებულია.

 

„ყველა ტიპის პრობლემა იქიდან მოდის, რომ შენელებულია გადაწყვეტილების მიღების პროცესი. ნეგატიური გადაწყვეტილებაც გადაწყვეტილებაა. როცა ბიზნესმენმა იცის, რომ არსებობს გადაწყვეტილება, უკვე შესაბამისად იქცევა“-აცხადებს გადაევი.

 

ბიზნესმენი თბილისის მომავალ მერს კულტურული მემკვიდრეობის საბჭოში გამოცდილი და კომპეტენტური წევრების შეყვანას ურჩევს. გადაევი აცხადებს, რომ აღნიშნული საბჭო საქმიანობა დედაქალაქის მერიაში სერიოზული პრობლემაა.

 

„ამ საბჭოს გადაწყვეტილებები არის სარეკომენდაციო, თუმცა მუდმივად სუბიექტური. გადაწყვეტილების მიღება იმიტომ ჭიანურდება, რომ კომპეტენციის საკითხია შესუსტებული. უკეთესი იქნება, თუ დარგის სპეციალისტები უფრო მეტ უფლებებს მიიღებენ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში“-აცხადებს გადაევი.

 

მისი განცხადებით, სწრაფად მიღებული გადაწყვეტილებები ინვესტორებისთვისაც დადებითი მესიჯი იქნება. გადაევის განცხადებით, ნებისმიერი ბიუროკრატიული შეფერხება ინვესტორს პრობლემას უქმნის, მათ შორის, ადგილობრივებსაც. გადაევის თქმით, როდესაც გადაწყვეტილებების მიღება გაჭიანურებულია, ბიზნესმენი თავის საქმიანობის დროულად წარმართვას ვერ გეგმავს. 


 

„თუ კომპეტენტური ხალხი იქნება ადგილზე და თუ ამ ხალხს ექნება გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი გამარტივდება, ეფექტურობა მოემატება და ინვესტორებისთვის ეს მისასალმებელი იქნება“-აცხადებს გადევი.

 

ბიზნესმენი  თბილისის მომავალ მერს ქალაქში სატრანსპორტო პრობლემის მოგვარებასაც ურჩევს. თუმცა, აღნიშნავს, რომ ეს თემა კომპლექსურად, სამინისტროებთთან ერთად სამუშაო თემაა.  „ბრმა უნდა იყო და ვერ ხედავდე, რა ხდება ქალაქში. ყველას გვიწევს საათობით საცობში დგომა. სამწუხარო ისაა, რომ თუ ადრე ე.წ. პიკის საათი იყო, დღეს ესეც არ არსებობს და პრაქტიკულად, მთელი ქალაქი გადატვირთულია. ეს მარტო მერიის გადასაწყვეტი საკითხი არ არის. ეს მთავრობის დასარეგულირებელია, რადგან თუ არ ამოქმედდება მანქანების ტექდათვალიერება და არ გამოიხშირება ამორტიზირებული ავტომანქანებუ, ეს პრობლემა არ დარეგულირდება“-აცხადებს გადაევი.

 

მისი შეფასებით, დედაქალაქში აუცილებელია აიკრძალოს სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა და დაიგეგმოს მუნიციპალური ტრანსპორტის სწორი მართვა. გადაევის განცხადებით, კარგი იქნება, თუ გამზირებსა და ცენტრალურ უბნებში სამარშრუტო ტაქსებს ავტობუსები ჩაანაცვლებენ.

 

„ლონდონში მაგალითად, არის ხაზი, მიმართულება, სადაც მხოლოდ მუნიციპალური ტრანსპორტი დადის. დღეს ჩვენთან აუტანელია სამარშრუტო ტაქსების მოძრაობის რეჟიმი. სასურველი იქნება განიხილონ სამარშრუტო ტაქსების ავტობუსებით ჩანაცვლების შესაძლებლობა“-აცხადებს გადაევი.

 

ავტორი: სოფო ქსოვრელი 

 

 

 

 

 

 

 



ბათუმში Ibis Styles-ისა და Novotel living-ის სასტუმროები გაიხსნება

ბათუმში Ibis Styles-ისა და Novotel living-ის სასტუმროები გაიხსნება
access_time2020-01-28 17:15:35
ბათუმში, კახაბრის დასახლებაში მრავალფუნქციურ კომპლექსში სასტუმროების 2 საერთაშორისო ბრენდი იქნება წარმოდგენილი. ბრენდების შემოყვანაზე Ibis Styles-სა და Novotel living-თან კომპანია „ეიერ-მერიდიანსმა“ მოლაპარაკებებს უკვე მიაღწია. ამ დროისთვის გაფორმებულია 20 წლიანი ხელშეკრულება Ibis Styles-თან, Novotel living-თან კი გაფორმებულია მემორანდუმის თანახმად, 20 წლიანი ფრანშიზა უახლოეს 3 თვეში გაფორმდება. ეს ორი შეთანხმება გახდა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის...

მაია ცქიტიშვილი: „მსოფლიოში მესამე ადგილზე ვართ საგადასახადო ტვირთის სიმცირის მიხედვით“

მაია ცქიტიშვილი: „მსოფლიოში მესამე ადგილზე ვართ საგადასახადო ტვირთის სიმცირის მიხედვით“
access_time2020-01-28 17:00:05
ზოგადად, ქვეყანაში საგადასახადო ტვირთის შესაფასებლად გამოიყენება მაჩვენებელი, რომელიც საგადასახადო შემოსავლების მთლიან შიდა პროდუქტთან ფარდობას ზომავს. მაია ცქიტიშვილი საწარმოს კომერციულ მოგებაში პირდაპირი გადასახადების ფარდობით მაჩვენებელს გულისხმობს, რომელიც მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების რეიტინგის ერთ-ერთი კომპონენტია. რადგან გამოსვლისას პოლიტიკოსი ბიზნეს-კონიუნქტურაზე საუბრობდა, აღნიშნული მაჩვენებლის გამოყენება მიზანშეწონილია, თუმცა საბოლოო ჯამში, კონკრეტიკა არასაკმარისია და განცხადება...

აბრამოვიჩის კომპანია Evraz -მა ბაქო -თბილისი - ყარსის რკინიგზით პროდუქციის გადაზიდვა გატესტა

აბრამოვიჩის კომპანია Evraz -მა ბაქო -თბილისი - ყარსის რკინიგზით პროდუქციის გადაზიდვა გატესტა
access_time2020-01-28 14:46:59
აზერბაიჯანულმა ADY Express -მა ბაქო -თბილისი - ყარსის რკინიგზით კომპანიის Evraz პროდუქციის გადაზიდვა დაიწყო.30 ვაგონი რკინით რუსეთის სვერდლოვსკის ოლქში დაიტვირთა. სატვირთო ვაგონებმა გაირეს რუსეთის, აზერბაიჯანის და საქართველოს ტერიტორიებზე 5175 კილომეტრი და ჩავიდა ყარსში, შემდეგ კი - თურქეთის რკინიგზის სადგურ „პაიასში“. ADY Express-ის ცნობით, ტვირთის საერთო წონა იყო 2053 ტონაა. სატესტო რეჟიმში იგეგმება გადასაზიდი ტვირთების მოცულობის რამდენჯერმე გაზრდა, ყოველთვიური...

ქუთაისის „ტორპედო“ იტალიელებმა იყიდეს

ქუთაისის „ტორპედო“ იტალიელებმა იყიდეს
access_time2020-01-28 13:30:26
ქუთაისის „ტორპედოს“ ახალი მფლობელი ჰყავს. ამის შესახებ ქუთაისის ტორპედოს გულშემატკივართა კლუბმა ჩვენ ვართ ტორპედომ ფეისბუქის გვერდზე დაწერა.მაშ ასე, გვინდა გამცნოთ ქართული ფეხბურთის გულშემატკივრებს, რომ საგა, რომელიც ტორპედოს თავზე თითქმის ერთი წელია ტრიალებს, დასრულდა. ტორპედოს გულშემატკივრებისათვის ბოლო იმედი ფაბიო მანინის სახით გამართლდა! როგორც ჩვენთვის ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, საფეხბურთო კლუბი ტორპედო იტალიელ ინვესტორს, ფაბიო მანინს გადაეცა. ჩვენი წყარო...

კანონის მიღება დაგვიანებულია- სპეციალისტები უსაფრთხო სათამაშოებზე ინიცირებულ კანონს განიხილავენ

კანონის მიღება დაგვიანებულია- სპეციალისტები უსაფრთხო  სათამაშოებზე ინიცირებულ კანონს განიხილავენ
access_time2020-01-28 15:45:25
სათამაშოების უსაფრთხოების ტექნიკურ რეგლამენტს, რომელიც პირველი იანვრიდან შევიდა ძალაში, სპეციალისტები დაგვიანებულად მიიჩნევენ. მათი განმარტებით,კანონის აღსრულება 2021 წლამდე გადაიწევს,რაც ბაზარზე პრობლემის განვითარებას წინ ვერ აღუდგება....


მსგავსი სიახლეები

up