მინდელის შახტში მომხდარის მიზეზების შესწავლაში უცხოელი ექსპერტები ჩაერთვებიან

მინდელის შახტში მომხდარის მიზეზების შესწავლაში უცხოელი ექსპერტები ჩაერთვებიან

access_time2018-07-17 12:52:56

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის დეპარტამენტის უფროსის ბექა ფერაძის განცხადებით, შრომის ინსპექტორების ჯგუფი ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტაში შემთხვევის ადგილის დასათვალიერებლად დღეს ჩავიდა.

 

როგორც ფერაძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, უახლოეს დღეებში პროცესში უცხოელი ექსპერტებიც ჩაერთვებიან. მისივე ინფორმაციით, მოლაპარაკებები 4 საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიის წარმომადგენლებთან მიმდინარეობს, რომელთაგან გერმანელ ექსპერტთა ჯგუფი კონსულტაციების გასამართად საქართველოში ხვალ ჩამოვა.

 

„გუშინ ვერ მოხერხდა შახტში შრომის ინსპექტორების ჩასვლა, რადგან ავარიის სალიკვიდაციო სამუშაოები დასრულებული არ იყო. ამიტომ, გუშინ დოკუმენტები შევისწავლეთ და ის პროცედურები გატარდა, რაც ინსპექტირებიდან გამომდინარე იყო აუცილებელი. დღეს ინსპექტორთა ჯგუფი კონკრეტულ ლოკაციაზე რამდენიმე წუთის წინ გავიდა, სადაც უშუალოდ შემთხვევის ადგილს დაათვალიერებენ. ერთია რას ვნახულობთ დოკუმენტებით, მეორეა, რამდენად სწორად ხდება ამის განხორციელება პრაქტიკაში. როცა ორივე ამ პროცესთან წვდომა სრულად გვექნება, პირველადი დასკვნების გაკეთებას შევძლებთ. რამ გამოიწვია შემთხვევა, პირველადი შედეგი, სავარაუდოდ, დღის მეორე ნახევარში გახდება ცნობილი.

 

რაც შეეხება უცხოელი ექსპერტების ჩართულობას, მომხდარის შემდეგ, მივმართეთ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციას, რომელმაც ოთხ საექსპერტო-საკონსულტაციო ორგანიზაციას გაუწია რეკომენდაცია, საიდანაც ერთს შევარჩევთ. მოლაპარაკებებს ოთხივე ორგანიზაციასთან ვაწარმოებთ. აქედან ერთი ორგანიზაციის წარმომადგენლები, რომლებიც გერმანელი ექსპერტებით არის დაკომპლექტებული, საქართველოში დღეს ან ხვალ იქნებიან. ხვალვე დაიწყება საკონსულტაციო შეხვედრები ამ ექსპერტებთან; რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული, უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი. უნდა შევხვდეთ და გავიგოთ რა სქემას გვთავაზობენ. ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას“, - განაცხადა ფერაძემ.

 


რაც შეეხება ტყიბულის შახტებში ჩატარებულ ინსპექტირებებს, როგორც ფერაძე ამბობს, უბედური შემთხვევის მოკვლევა აპრილში განხორციელდა, ხოლო ინსპექტირება შახტებში გასული წლის ბოლოს ჩატარდა.

 

„პერიოდული ინსპექტირებები მუდმივად ხორციელდებოდა ზედამხედველი ორგანოების მიერ. გაცემული იყო შესაბამისი რეკომენდაციები დარღვევების აღმოსაფხვრელად, რომლის ნაწილიც გამოსწორებული იყო. ზოგადი ხარვეზები, უსაფრთხოდ პროცესის წარმართვის კუთხით, კომპანიას ბოლო დრომდე ჰქონდა. ახლა მიმდინარეობს ბოლოდროინდელი მოვლენების შესწავლა და შემჭიდროვებულ ვადებში შევეცდებით დასკვნების გაკეთებას.

 

გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ შრომის ინსპექციის მანდატი აქამდე მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათის იყო და ინსპექტორების დაშვება საწარმოში კომპანიასთან შეთანხმების საფუძველზე ხორციელდებოდა. თუმცა, უკვე მიღებულია ახალი კანონი შრომის უსაფრთხოების შესახებ, რითაც მიმდინარე წლის აგვისტოდან ფართოვდება ჩვენი მანდატი და თუ აქამდე კომპანიასთან შეთანხმებით ხდებოდა მომატებული საფრთხეების შემცველი საწარმოების შემოწმება, ახლა გაფრთხილების გარეშე შემოწმდება ეს საწარმოები საჭიროების მიხედვით. კომპანიას ხარვეზების აღმოჩენის შემთხვევაში გონივრული ვადა მიეცემა გამოსასწორებლად, ვადის გასვლის შემდეგ კი, განმეორებითი ინსპექტირება ჩატარდება.

 

უბედური შემთხვევის მოკვლევა ტყიბულში აპრილში განხორციელდა, ხოლო ინსპექტირება ზოგადად შახტებში გასული წლის ბოლოს ჩატარდა. მას შემდგომ ინსპექციის მხრიდან ასევე ტარდებოდა გარკვეული ღონისძიებები უსაფრთხოების პოლიტიკის საწარმოებლად“, - განაცხადა ფერაძემ.

 

ცნობისთვის, მინდელის შახტის ერთ-ერთ გვირაბში აფეთქების შედეგად, გუშინ 4 ადამიანი დაიღუპა და 6 ადამიანი დაშავდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შახტის გვირაბში, სავარაუდოდ, მეთანის აფეთქების შედეგად კედლების დეფორმაციას ჭერის ჩამოშლა მოჰყვა.


ipn




იპოთეკის სუბსიდირება, ბავშვთა შემწეობის გაორმაგება, ბიზნესის მხარდაჭერა, დასაქმება – პრემიერ–მინისტრის პარლამენტში გამოსვლის ძირითადი თეზისები

იპოთეკის სუბსიდირება, ბავშვთა შემწეობის გაორმაგება, ბიზნესის მხარდაჭერა, დასაქმება – პრემიერ–მინისტრის პარლამენტში გამოსვლის ძირითადი თეზისები
access_time2021-06-25 16:30:13
საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის საგაზაფხულო სესიის 25 ივნისის პლენარული სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი  ღარიბაშვილმა ანგარიში და ქვეყნის  განვითარების 10-წლიანი გეგმა წარადგინა. მისი თქმით, ეკონომიკური სტაბილურობისა და ქვეყნის სიძლიერისთვის რეგიონების განვითარება და ახალი სამუშაო ადგილების შემქნა...

„ტურიზმის სექტორიდან კადრების გადინება ერთ-ერთი მწვავე პრობლემაა, რომელიც სწრაფ და ეფექტიან რეაგირებას საჭიროებს“ - ლევან ვეფხვაძე

„ტურიზმის სექტორიდან კადრების გადინება ერთ-ერთი მწვავე პრობლემაა, რომელიც სწრაფ და ეფექტიან რეაგირებას საჭიროებს“ - ლევან ვეფხვაძე
access_time2021-06-25 14:50:47
საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში ტურიზმის კომიტეტის სხდომა გაიმართა, სადაც სექტორში არსებულ მთავარ გამოწვევად კვალიფიციური კადრების გადინება და შედეგად მათი სხვადასხვა ინდუსტრიებში გადანაწილება დასახელდა. ასოციაციის წევრი კომპანიებისა და კომიტეტის...

თინუსის სენდვიჩი თინუსისა და პურის გარეშე – NYT–ის ჟურნალისტურ გამოძიებას საქართველოში Subway–ს წარმომადგენელი პასუხობს

თინუსის სენდვიჩი თინუსისა და პურის გარეშე –  NYT–ის ჟურნალისტურ გამოძიებას საქართველოში Subway–ს წარმომადგენელი პასუხობს
access_time2021-06-25 16:00:51
Subway–ს რესტორნების ქსელს ახალი პრობლემა აქვს: The New York Times–ის დამოუკიდებელმა გამოძიებამ ირიბად დაადასტურა, რომ პოპულარულ სენდვიჩში ჩადებული თინუსი არ აღმოჩნდა რეალური თინუსი. გამოძიების შედეგი თანხვედრაშია აშშ–ში მიმდინარე წელს გაკეთებულ კოლექტიურ სარჩელთან. გასულ წელს ირლანდიის სასამართლომ დაადგინა, რომ ამ პროდუქტში არც პურია პური. ამის შესახებ The New York Times წერდა. ამ თემაზე „კომერსანტი“ საქართველოში Subway–ს  წარმომადგენელს გივი ორდენიძეს დაუკავშირდა,...

გადაიხადე საკომისიოს გარეშე - აქცია თიბისი ფეისგან

გადაიხადე საკომისიოს გარეშე - აქცია თიბისი ფეისგან
access_time2021-06-25 13:55:24
დღეიდან თიბისი ფეის ვებგვერდსა და აპლიკაციაში ნებისმიერი სერვისის გადახდას საკომისიოს გარეშე შეძლებთ.   თიბისი ფეი არის პორტალი, სადაც თავმოყრილია 1000-ზე მეტი სერვისი. აქ შესაძლებელია გადაიხადოთ სხვადასხვა ტიპის გადასახადი, ასევე გადარიცხოთ ან მოითხოვოთ თანხა.   www.tbcpay.ge-ს მეშვეობით შეგიძლიათ დაფაროთ კომუნალური გადასახადები, საბანკო და სადაზღვევო თანხები, გადაიხადოთ სწავლის საფასური, შეიძინოთ სასაჩუქრე ბარათები...

ხაზარაძე საშემოსავლო გადასახადის შემცირების ინიციატივით გამოდის

ხაზარაძე საშემოსავლო გადასახადის შემცირების ინიციატივით გამოდის
access_time2021-06-25 13:50:20
ლელოს ლიდერი მამუკა ხაზარაძე პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე საშემოსავლო გადასახადის 15–18%–მდე შემცირების ინიციატივით გამოვიდა. „თუ გვინდა რომ შემოსავალი გავზარდოთ, საშემოსავლო გადასახადი ქვეყანაში უნდა იქნას დაწეული. თუ საშემოსავლო გადასახადს დავწევთ 15-18 პროცედნტამდე, მე გარანტიას გაძლევთ, რომ ქვეყანა მიღებს მშპ–ის საკმაოდ სერიოზულ დანამატს და შეოსავალს ქვეყნის ბიუჯეტში“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ. მან „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის გიორგი...


მსგავსი სიახლეები

up