მინდელის შახტის  ტრაგედიასთან დაკავშირებით დაკავებულია 7 პირი - მათ შორის შახტის დირექტორი, ინჟინერი და მენეჯერი

მინდელის შახტის ტრაგედიასთან დაკავშირებით დაკავებულია 7 პირი - მათ შორის შახტის დირექტორი, ინჟინერი და მენეჯერი

access_time2018-08-06 19:55:32


შინაგან საქმეთა სამინისტრომ ტყიბულში, მინდელის შახტში 5 აპრილსს მომხდარი ტრაგედიის საქმეზე 7 ადამიანი დააკავა. ამასთან დაკავშირებით უწყებაში საგანგებო ბრიფინგი შს მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა გამართა.


მეზვრიშვილის თქმით, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევის ბრალდებით, სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაკავებული არიან: მინდელის სახელობის შახტის დირექტორი - ა. ა., ამავე შახტის მთავარი ინჟინერი - გ.კ., შახტის მენეჯერი - მ.კ., N1 ნახშირმოპოვებითი უბნის უფროსი მ.ა., ამავე უბნის უფროსის მოადგილე - ტ.ა. და უფროსის თანაშემწე გ.ქ.


გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულებმა დაარღვიეს „ნახშირის შახტების უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის“ მოთხოვნები, რომლის თანახმად, აკრძალულია იმ შახტებში მუშაობა, სადაც დარღვეულია უსაფრთხოების წესები.


მიუხედავად იმისა, რომ დაკავებული პირებისთვის ცნობილი იყო მინდელის სახელობის შახტში უსაფრთხოების წესების დარღვევის შესახებ, კერძოდ, მათთვის ცნობილი იყო, რომ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების შესაბამისად, შახტში ჭერი არ იყო გამაგრებული და ხელოვნურად ჩამოშლილი, 2018 წლის თებერვალში დაიწყო სამთო სამუშაოების წარმოება.


5 აპრილს, დაახლოებით, 03:30 საათზე, ქვანახშირის მოპოვებითი სამუშაოების წარმოების დროს მოხდა აფეთქება, რის შედეგადაც ჭერი ჩამოინგრა და მიღებული მრავლობითი დაზიანებების გამო გარდაიცვალა შახტის 6 თანამშრომელი, ხოლო ჯანმრთელობის დაზიანებები მიიღო ორმა მეშახტემ.


იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ 2018 წლის 2 ივნისს ტყიბულში, ჯალაღანიას ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ქვანახშირის შახტში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დაკავებულია 1 პირი.


სამართალდამცველებმა 1983 წელს დაბადებული ინდმეწარმე დ.ს. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. დაკავებულს ბრალი ედება მისივე კუთვნილ ქვანახშირის შახტში სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევაში, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.


გამოძიებამ დაადგინა, რომ 2018 წლის 2 ივნისს ტყიბულში, ჯალაღანიას ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, დ.ს.-ს კუთვნილ ქვანახშირის შახტში, უსაფრთხოების ნორმების დარღვევის გამო, უჰაერობის შედეგად 2 მუშა გარდაიცვალა.


შინაგან საქმეთა სამინისტროში ასევე მიმდინარეობს გამოძიება 2018 წლის 16 ივლისს მინდელის სახელობის შახტში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით, საქართველოს სსკ-ს 240-ე მუხლის მეორე ნაწილით.


მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა, ტარდება ინტენსიური საგამოძიებო ღონისძიებები, - განაცხადა მეზვრიშვილმა.






დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-12-03 21:30:03
დღის Top 10 საინტერესო ამბავი     1. „ქართველი ხალხი ასეთი ბნელი და გაუნათლებელი არასდროს ყოფილა, როგორიც ახლაა“ - ეპიდემიოლოგი     „ხალხი არ იცავს სოციალურ დისტანციას, აღარ იკეთებს ნიღაბს და არ ატარებს სადეზინფექციო საშუალებებს. შეხედეთ რა ხდება ქალაქში - 10-დან 9-ს ნიკაპზე უკეთია ნიღაბი....

Bloomberg: პანდემია კრიპტოვალუტებს აძლიერებს

Bloomberg: პანდემია კრიპტოვალუტებს აძლიერებს
access_time2020-12-03 21:00:49
2020 წელს ბიტკოინის კურსის ზრდამ ბევრი ჭკვიანი ადამიანი გააოცა. გასულ კვირას მთავარი კრიპტოვალუტის ღირებულება 20 000 დოლარამდე ავარდა, რამაც ბევრ სკეპტიკოსს აზრის შეცვლა აიძულა.   2018 წელს ცნობილმა ამერიკელმა ეკონომისტმა ნოელ რუბინიმ ბიტკოინს „კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე დიდი საპნის ბუშტი“ უწოდა, თუმცა, დღეს ვირტუალური ფულის წარმატების ფონზე, 2020 წლის ნოემბერში, ის აღიარებს, რომ კრიპტოვალუტას ზრდის პერსპექტივა აქვს.   მაშინ რა ხდება...

Forbes: როგორი იქნება 2021 წელი ნავთობის და გაზის ბარზებისთვის?

 Forbes: როგორი იქნება 2021 წელი ნავთობის და გაზის ბარზებისთვის?
access_time2020-12-03 20:00:16
2020 წელი ნავთობის და გაზის ბაზრებისთვის უნიკალური და წარმოუდგენლად რთული იყო - კორონავირუსის პანდემიამ და ოპეკ+ის შეთანხმების ჩაშლამ ნავთობზე ფასების უპრეცედენტო ვარდნა გამოიწვია. აპრილში საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ ნავთობი წამგებიანი გახდა, რაც აქამდე არასდროს მომხდარა.   2020 წელმა ისტორიაში პირველად მოხმარების შოკი მოიტანა. ბოლო 50 წლის მანძილზე მსოფლიოში მიწოდების შოკი საკმაოდ ხშირი მოვლენა იყო - მაგალითად, 1967 წელს ისრაელის მიერ წამოწყებული 6-დღიანი ომის დროს,...

3 დეკემბერი - რეგიონში ყველა ვალუტა გამყარდა

3 დეკემბერი - რეგიონში ყველა ვალუტა გამყარდა
access_time2020-12-03 19:30:09
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ 3 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3119 ლარი გახდა....

ასეულ მილიონიანი ფასნამატი ფარმაცევტულ პროდუქტზე - რა შემოსავალი აქვს „ავერსს“, „პსპ-სა“ და „ჯიპისის“

ასეულ მილიონიანი ფასნამატი ფარმაცევტულ პროდუქტზე - რა შემოსავალი აქვს „ავერსს“, „პსპ-სა“ და „ჯიპისის“
access_time2020-12-03 18:30:10
რამდენიმე ასეულობით მილიონი ლარის შემოსავალი და ასეულ მილიონიანი ფასნამატი ფარმაცევტულ პროდუქციაზე - ასეთი მონაცემები ჩანს ფარმაცევტული ბაზრის ლიდერი კომპანიების ფინანსური ანგარიშგებებიდან.   „ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, როგორია მსხვილი ფარმაცევტული კომპანიების ფინანსური მაჩვენებლები. 2019 წლის სავალდებულო ფინანსური აუდიტი კომპანიების ნაწილმა უკვე გაიარა. მათ შორის არის ფარმაცევტული სექტორის მონაწილე სამი კომპანია - „ავერსი“; „პსპ“ და „ჯიპისი“. როგორც ფინანსური...


მსგავსი სიახლეები

up