მინდელის შახტის ამწე დანადგარის ექსპლუატაცია შეზღუდული არ არის

მინდელის შახტის ამწე დანადგარის ექსპლუატაცია შეზღუდული არ არის

access_time2020-06-15 17:48:57

კომპანია „საქნახშირში“, მინდელის სახელობის შახტზე, სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს სპეციალურმა კომისიამ დამხმარე ჭაურის ამწე დანადგარზე არაგეგმური ტექნიკური ინსპექტირების სამუშაოები დაასრულა. კომისიამ შეადგინა ოქმი, რომლის მიხედვითაც, მინდელის სახელობის შახტის ამწე დანადგარის გამოყენება არ იკრძალება. არსებული ხარვეზები კი უნდა გამოსწორდეს სამუშაო რეჟიმის პარალელურად, კომისიის მიერ დადგენილ ვადებში. ინფორმაციას „საქნახშირი“ ავრცელებს.


ამწე დანადგარის ექსპლუატაცია შეზღუდული არ არის, თუმცა შახტის თანამშრომლები მაინც უარს აცხადებენ მუშაობაზე. მიუხედავად შახტის განვითარების გეგმის არსებობისა, რომელიც გულისხმობს ინფრასტრუქტურის შეცვლას, მაქსიმალურად უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნას და ანაზღაურების ახალი სისტემით გაცილებით მეტი თანხის გამომუშავებას, თანამშრომლები ხელფასის მომატებას ითხოვენ. კერძოდ, პროფკავშირების გაერთიანების დახმარებით მათ კომპანიას ოფიციალურად მიმართეს დამსაქმებლისთვის დაწესებული 20% შეღავათის თანამშრომელთა ხელფასებზე გადანაწილებისა და ხელფასის გაზრდის მოთხოვნით. იქიდან გამომდინარე, რომ სისტემურად არ სრულდება საწარმოო გეგმური მოპოვება, ხელფასების ნამატის გაკეთება შეუძლებელია, კომპანიას ამისთვის არანაირი ფინანსური საფუძველი არ გააჩნია.


აღსანიშნავია, რომ პანდემიის პერიოდში (უსაფრთხოების რეკომენდაციების დაცვით) კომპანიამ არ გააჩერა მუშაობა და ძალიან მწირი მოპოვების მიუხედავად, ხელფასები შეუმცირებლად, დათქმულ ვადებში გაიცა. მეშახტეების ხელფასების ოდენობა შენარჩუნებულია იმ პერიოდიდან, როდესაც ქვანახშირის მოპოვება მაქსიმალურ ნიშნულზე იყო. ამ დროისთვის მოპოვება თითქმის 12 ათასი ტონით არის შემცირებული. ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ დასაქმებულებს კომპანია სახელფასო დანამატის სახით ურიცხავს 2019 წლის ინფლაციის მაჩვენებელს 4.9% ოდენობით, რომელიც დასაქმებულთა ხელფასიდან იანგარიშება. ყოველივე ამის პარალელურად, „საქნახშირის“ ხელმძღვანელობა აგრძელებს შახტის განვითარების გეგმაზე აქტიურ მუშაობას და ინვესტიციების მოზიდვას. თანამშრომელთან ნაწილის მხრიდან დესტრუქციული ქმედებები კი უარყოფით ზეგავლენას ახდენს შახტის განვითარებაზე, თანამშრომლების წინსვლაზე და მომავალში რეგიონის განვითარებაზე.



შეგახსენებთ, რომ მინდელის სახელობის შახტზე ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს სპეციალურმა კომისიამ არაგეგმური ინსპექტირების სამუშაოები 10 ივნისს დაიწყო. ამის მიზეზი თანამშრომლების მიერ უსაფრთხოების წესების უხეში დარღვევა გახდა. 9 ივნისს მეშახტეებმა შახტიდან ამოსვლა ცვლის დასრულებამდე გადაწყვიტეს. ამ დროისთვის ე.წ. „კლეტი“ ტვირთამწეობის რეჟიმში იმყოფებოდა, რაც იმას ნიშნავს, რომ არ იყო ჩატარებული სპეციალური შემოწმება (ამწე მექანიზმის დათვალიერება და მოწესრიგება მიმდინარეობს ტვირთების ამოწევის დასრულების შემდეგ, ასევე, ყოველი ცვლის ბოლოს, ახალი ცვლის ჩაშვებამდე და წინა ცვლის პერსონალის ამოყვანამდე). შესაბამისად, მისი გამოყენება თანამშრომლების გადასაადგილებლად არ შეიძლებოდა. საპირწონედ გამოსაყენებელი სატვირთო ლიფტი, რომელზეც ამ დროს ცარიელი ვაგონი იდგა, მწყობრიდან გამოვიდა და გამყოლებში გაიჭედა. მეშახტეები დაზიანებული ლიფტიდან უვნებლად გამოვიდნენ. იმავე დღეს მოხდა დროული რეაგირება და ლიფტი შეკეთდა.



(NS)






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up