მინდელის სახელობის შახტის ამწე მექანიზმის მდგომარეობას სპეციალური კომისია შეისწავლის

მინდელის სახელობის შახტის ამწე მექანიზმის მდგომარეობას სპეციალური კომისია შეისწავლის

access_time2020-06-11 00:14:18

10 ივნისს კომპანია „საქნახშირის“ თანამშრომლებმა უარი თქვეს სამუშაოს შესრულებაზე. ამის მიზეზი მინდელის სახელობის შახტში მომხდარი ინციდენტი გახდა. კომპანიის ადმინისტრაციული შენობის ეზოში 200-მდე თანამშრომელი შეიკრიბა. მეშახტეები „საქნახშირის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეს, მიხაილ სოცკის შეხვდენ და ამწე მექანიზმთან და შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.


როგორც „საქნახშირის“ განცხადებაშია აღნიშნული, ამწე მექანიზმს პრობლემა 9 ივნისს, ღამის 00:40 საათზე შეექმნა. მეშახტეებმა შახტიდან ამოსვლა ცვლის დასრულებამდე გადაწყვიტეს. ამ დროისათვის ე.წ. „კლეტი“ ტვირთამწეობის რეჟიმში იმყოფებოდა, რაც იმას ნიშნავს, რომ „კლეტზე“ ჩამოკიდებული არ იყო კარი და არ იყო ჩატარებული სპეციალური შემოწმება (ამწე მექანიზმის დათვალიერება და მოწესრიგება მიმდინარეობს ტვირთების ამოწევის დასრულების შემდეგ, ასევე ყოველი ცვლის ბოლოს, ახალი ცვლის ჩაშვებამდე და წინა ცვლის პერსონალის ამოყვანამდე). შესაბამისად, მისი გამოყენება თანამშრომლების გადასაადგილებლად არ შეიძლებოდა. ლიფტი, რომელშიც 22 თანამშრომელი იმყოფებოდა, მწყობრიდან გამოვიდა და გამყოლებში გაიჭედა. მეშახტეები უვნებლად გამოვიდნენ დაზიანებული ლიფტიდან. იმავე დღეს მოხდა ლიფტის შეკეთება, თუმცა თანამშრომლები ამ ეტაპზე თავს იკავებენ შახტაში ჩასვლისაგან.


„კომპანია „საქნახშირის“ პრიორიტეტს შრომის უსაფრთხოების უზრუნველყოფა და შრომის უსაფრთხოების წესების ზედმიწევნით დაცვა წარმოადგენს. ამ მიმართულებით უკვე მიმდინარეობს ინფრასტრუქტურის განახლების სამუშაოები, შესაბამისად, კომპანიამ მყისიერად მოახდინა რეაგირება აღნიშნულ შემთხვევაზე. 10 ივნისს მინდელის სახელობის შახტის ტერიტორიაზე „ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს“ სსიპ საჯარო სამართლის იურიდიული პირი „ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს“ სპეციალური კომისია ჩავა, უახლოესი დღეების განმავლობაში შეისწავლის ამწე მექანიზმის მდგომარეობას და გამოაქვეყნებს დასკვნას, რის შემდეგაც ცნობილი გახდება სამუშაოების განახლების ვადები“, - აღნიშნულია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


„შახტაზე სრული რეკონსტრუქციის სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც 2021 წლის ბოლოს დასრულება. 9 ივნისის შემთხვევისას მეშახტეების მხრიდან მნიშვნელოვნად იყო დარღვეული უსაფრთხოების წესები. სპეციალური კომისია, რომელიც ამწე მექანიზმის მდგომარეობას შეისწავლის დღესვე ჩამოვა და უახლოები დღეების განმავლობაში გვექნება დასკვნა. მეშახტეებთან დიალოგმა აბსოლუტურად მშვიდობიანად ჩაიარა. სამუშაოების განახლებისთვის მათი მთავარი პირობა არის კომისიის დასკვნა. დაველოდებით და დასკვნის შედეგების მიხედვით მივიღებთ გადაწყვეტილებას“, - განაცხადა „საქნახშირის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ მიხაილ სოცკიმ.






(NS)






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up