„მინდა მივმართო მოადგილეებს, გავაფრთხილო საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელები, გამგებლები, მაქსიმალური ყურადღება გამოიჩინეთ კორუფციის პრევენციაზე, რაიმე არ გამოგეპაროთ!“

„მინდა მივმართო მოადგილეებს, გავაფრთხილო საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელები, გამგებლები, მაქსიმალური ყურადღება გამოიჩინეთ კორუფციის პრევენციაზე, რაიმე არ გამოგეპაროთ!“

access_time2020-01-15 11:35:06

ყველაფერი მესმის, მაგრამ კორუფცია კატეგორიულად მიუღებელია და თავს არ დავუხრით არავის, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. კალაძემ მოადგილეებს და საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელებს მიმართა, რომ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში მაქსიმალური ყურადღება გამოიჩინონ.


მინდა მივმართო მოადგილეებს, გავაფრთხილო საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელები, გამგებლები, რომ თქვენი მიმართულებებით მაქსიმალური ყურადღება გამოიჩინეთ კორუფციის პრევენციაზე. რაიმე არ გამოგეპაროთ! იცით ჩემი მიდგომა და დამოკიდებულება, რომ არავის არაფერი ეპატიება. ყველაფერი მესმის, მაგრამ კორუფცია კატეგორიულად მიუღებელია და თავს არ დავუხრით ამ ყველაფერს. თუ ვინმეს დახმარება სჭირდება ყველანაირად გვერდში დავუდგებით და არავის დავტოვებთ მარტო. მაგრამ ვისაც ექნება რაიმე გადაცდომა, ვიქნებით ძალიან პრინციპულები. იყო მაგალითები, თუ როგორი დამოკიდებულება იყო ჩვენი მხრიდან. ჩემი თხოვნა და მოთხოვნა იქნება მაქსიმალური ყურადღება ამ მიმართულებით, რომ ყველანაირი პრობლემა ავიცილოთ თავიდან,- განაცხადა კალაძემ.



ipn.ge





„სოკარის“ მხარდაჭერით პროექტის „აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა“ ფარგლებში 8 დღიანი „ბანაკი 2020“ ჩატარდა

„სოკარის“ მხარდაჭერით პროექტის „აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა“ ფარგლებში 8 დღიანი „ბანაკი 2020“ ჩატარდა
access_time2020-09-24 10:15:56
პროექტის „აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა“ ფარგლებში, კომპანია „სოკარის“ მხარდაჭერით, სამშვიდობო მისიებსა და სხვადასხვა საომარ მოქმედებაში დაჭრილი ჯარისკაცებისა და ვეტერანებისთვის, თერჯოლაში, მეღვინეობა „მახარეში“ 8 დღიანი „ბანაკი 2020“ ჩატარდა. 20–ზე მეტმა დაჭრილმა სამხედრო მოსამსახურემ და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრებმა 100–ზე მეტმა შშმ პირმა საკუთარი ძალები 10 სხვადასხვა ინტეგრირებულ სპორტულ–კულტურულ შეჯიბრებაში მოსინჯა. მათ იასპარეზეს ნარდისა და დომინოს ტურნირებში,...

კრედიტების გაიაფების იდეას მივესალმები, რადგან ყოფილ ბანკირს უკეთესად ესმის ეს საკითხი - კახა ოქრიაშვილი ხაზარაძის ინიციატივას ემხრობა

კრედიტების გაიაფების იდეას მივესალმები, რადგან ყოფილ ბანკირს უკეთესად ესმის ეს საკითხი - კახა ოქრიაშვილი ხაზარაძის ინიციატივას ემხრობა
access_time2020-09-24 11:30:45
„კრედიტების გაიაფების იდეას მივესალმები, რადგან ყოფილ ბანკირს უფრო ესმის ეგ საკითხი. ჯობია ბევრი კრედიტი გასცე და დაბალ პროცენტში, ვიდრე ორი კრედიტი და მაღალ პროცენტში,“ - ასე აფასებს ბიზნესმენი და პარტია “პროგრესი და თავისუფლების” დამფუძნებელი კახა ოქრიაშვილი მამუკა ხაზარაძის ინიციატივას საკრედიტო რესურსების გაიაფებასთან დაკავშირებით. ყოფილი ბანკირი და პირველი ქართული ბანკის დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე პოლიტიკაში წასვლის შემდეგ...

გიორგი გახარია - დღესაც, საქართველო მწვანე ზონად რჩება

გიორგი გახარია - დღესაც, საქართველო მწვანე ზონად რჩება
access_time2020-09-24 11:00:18
მობილობის ზრდის შედეგია ის, რაც დღეს ხდება, განსაკუთრებით აჭარაში, თუმცა ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეს იყო აბსოლუტურად პროგნოზირებადი და ჩვენ ამისთვის ვემზადებოდით, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.   მთავრობის მეთაურმა ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ფიქსირდება ინფიცირების რაოდენობის მკვეთრი ზრდა, თუმცა ეს მოსალოდნელი იყო.   „ჩვენ, ჩვენს...

Financial Times: რუსული ფული ბრიტანულ პოლიტიკაში

Financial Times: რუსული ფული ბრიტანულ პოლიტიკაში
access_time2020-09-23 21:00:36
ბრიტანეთის კონსერვატიული პარტიის ერთ-ერთი უმსხვილესი დონორის მეუღლე  კრემლთან დაკავშირებული რუსი ბიზნესმენისგან დაფინანსებას იღებდა. ეს დონორი - რუსული წარმოშობის ბრიტანეთის მოქალაქე ლუბოვ ჩერნუხინაა, რომლის გვარიც საეჭვოდ ემთხვევა ახლო წარსულში რუსეთის ფინანსთა მინისტრის მოადგილის გვარს.   არსებული ინფორმაციის თანახმად, ეს რუსი მილიარდერია პუტინის კარის ოლიგარქი სულეიმან კერიმოვი, რომელიც ამერიკული სანქციების ქვეშაა.   პირველმა ეჭვები...

კრიპტოვალუტის მაინინგის გამო აფხაზეთი ენერგოკოლაფსის ზღვარზეა

კრიპტოვალუტის მაინინგის გამო აფხაზეთი ენერგოკოლაფსის ზღვარზეა
access_time2020-09-23 20:00:02
ამ დღეებში აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მთავრობამ კრიპტოვალუტის მოპოვების რეგულირების თაობაზე კანონი მიიღო.   პარალელურად კი არ აღიარებული რესპუბლიკის სახელმწიფო ენერგეტიკული კომპანია „ჩერნომორენერგო“-ს დირექტორმა მიხაილ ლოგუამ განაცხადა, რომ უახლოეს პერიოდში სავარაუდოდ ენერგიის პერიოდული გათიშვები დაიწყება.   „ისეთი დატვირთვა ენერგოსისტემაზე, როგორიც დღეს არის არასდროს ყოფილა, მაშინაც კი, როდესაც ტურისტული სეზონი ძალიან აქტიური იყო. დღეს მოხმარება...


მსგავსი სიახლეები

up